სეზონის დაწყებამდე, ფეხბურთში გარკვეული ნებისმიერი ადამიანისთვის რომ გეკითხათ, აუცილებლად გეტყოდნენ, რომ "შალკე" წელს გერმანიის ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა...

სეზონის დაწყებამდე, ფეხბურთში გარკვეული ნებისმიერი ადამიანისთვის რომ გეკითხათ, აუცილებლად გეტყოდნენ, რომ "შალკე" წელს გერმანიის ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა. მიზეზი მარტივია: ერთი წლის წინ გელზენკირხენული კლუბის მთავარ მწვრთნელად ფელიქს მაგათი დაინიშნა, რომელმაც მოყვარულთა გუნდიდან გადმოყვანილი ფეხბურთელებით (მაგალითად ჯოელ მატიპი, ლუკას შმიტცი) "ხუმარები" მეორე ადგილზე გაიყვანა და ბოლო ტურამდე ზდია მომავალ ჩემპიონ "ბაიერნს". და რაკი ამ ზაფხულს "შალკეში" კიდევ არაერთი ცვლილება განხორციელდა, მაგათის გუნდისგან ყველა მხოლოდ და მხოლოდ ერთს, ჩემპიონობისთვის ბრძოლას ელოდა.

ზაფხულში ფელიქსმა "შალკე" ძირფესვიანად შეცვალა. გუნდიდან გაუშვა კევინ კურანი, მარსელო ბორდონი, რაფინია და ჰაიკო ვესტერმანი. ოთხივე მათგანი ძირითადი შემადგენლობის განუყრელი წევრები იყვნენ. სამაგიეროდ, ფელიქსმა გელზენკირხენში ისეთი ტიპაჟები გადაიყვანა, როგორებიც რაული და კლაას იან ჰუნტელაარი არიან. იყო კიდევ 11 (!) ტრანსფერი, მაგრამ ყველა ფეხბურთელის ჩამოთვლას აღარ დავიწყებთ (ისედაც არაერთხელ ჩამოგვითვლია).

მიუხედავად ამისა, კერძოდ კი იმისა, რომ მაგათმა ზაფხულში 30 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა, "შალკემ" პირველი ტურიდანვე ძალიან ცუდი შედეგების ჩვენება დაიწყო (1:3 "ჰამბურგთან"), უფსკრულის აპოგეა კი საკუთარ მოედანზე რურის დიდ დერბიში წაგება გახლდათ (1:3 "დორტმუნდთან"), როცა მხოლოდ ბორუსიელთა შანსების გამოუყენებლობის ბრალი იყო ის, რომ "შალკე" გაცილებით დიდი, სამარცხვინო ანგარიშით არ დამარცხდა.

თუკი წინა სეზონში "შალკეს" ჩემპიონ "ბაიერნთან" ერთად დაცვის საუკეთესო ხაზი ჰყავდა, ახლა მანუელ ნოიერს ბურთის კარიდან გამოტანა უკვე 14-ჯერ მოუხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "შალკე" საშუალოდ ერთ თამაშში ორ გოლს უშვებს. მხოლოდ ოთხი ქულა შვიდი ტურის შემდეგ და "შალკე" მე-17 ადგილზეა - ვერაფერს იტყვი...

ასეთმა შედეგმა "შალკეში" "მონასტერი იმდენად არია", რომ ყოველთვის მშვიდი, გაწონასწორებული და გეგმაზომიერი მაგათიც კი ემოციური გახდა და ერთი კვირის განმავლობაში ორი ურთიერთგამომრიცხავი რაღაც წამოროშა, რაც სხვა მწვრთნელის შემთხვევაში დიდად არ გაგვიკვირდებოდა, მაგრამ ფელიქსის შემთხვევაში კი ნამდვილი სასწაულია. "ნიურნბერგთან" წაგების შემდეგ მაგათი პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე ალაპარაკდა, რაც, რა თქმა უნდა, უფრო ემოციური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ თუ სატურნირო ცხრილს შევხედავთ, არარეალური არ ყოფილა, გუშინ კი, "კიკერში" მისი ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც ფელიქსი ამბობს, "შალკეს" კრიზისი ნაღდად არ აქვსო.

კვირის დასაწყისში მანუელ ნოიერის გარშემო ატყდა დიდი ამბავი. "შალკესა" და გერმანიის ნაკრების მეკარემ თქვა, ასეთ სიტუაციაში "შალკეში" თავს კარგად ნამდვილად არ ვგრძნობო, რის გამოც მაშინვე ატყდა მითქმა-მოთქმა იმის თაობაზე, რომ ზამთარში მანუელი "ბაიერნში" ან სადმე სხვაგან გადავა, მაგრამ მერე მაგათი გამოვიდა და ყველა დაამშვიდა: "რატომ გაგიკვირდათ? ასეთ სიტუაციაში თავს მეც არ ვგრძნობ კარგად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადმე გავრბივარ. აბა, ის იქნებოდა ნორმალური, მანუელი მე-17 ადგილზე თავს კარგად რომ გრძნობდეს?" - განრისხდა მაგათი.

მას მერე, რაც სეზონი დაიწყო, "შალკესთან" მიმართებაში აქტუალური თემაა კრისტოფ მეტცელდერიც, რომელიც გელზენკირხენელებმა ასევე მადრიდიდან გადაიბირეს და რომელმაც "შალკეს" შეფებს, მწვრთნელსა და ფანებს იმედები გაუცრუა. კრისტოფი გუნდის უსუსტესი წერტილი გახლდათ, რის გამოც გულშემატკივრებისგან სტვენა არ დაკლებია, მაგრამ ბოლო დროს საკმაოდ დასტაბილურდა. მაგათიც ამბობს, კრისტოფი უკვე სხვანაირად, საკმაოდ კარგად გამოიყურება და იმედი მაქვს, რომ კიდევ მოუმატებს, მე მას "შალკეს" ლიდერობასაც ვუწინასწარმეტყველებო. ფანები კი მაინც სხვაგვარად ფიქრობენ, მათ მეტცელდერი გულზე არ ეხატებათ, რაც სულაც არ არის გასაკვირი - კრისტოფი ხომ ყოფილი დორტმუნდელია და კარიერის საუკეთესო წლები "შალკეს" მოსისხლე მტერ "ბორუსიაში" აქვს გატარებული.

"სრული ბედნიერებისთვის" "შალკეს" ისღა აკლდა, რის შესახებაც გუშინდელ ნომერშიც ვწერდით: ჯეფერსონ ფარფანი პერუში დააპატიმრეს, რადგან მისი ყოფილი საცოლე მათი ორი წლის ვაჟისთვის ალიმენტის გაზრდას ითხოვს - უნდა, რომ ფარფანმა თავის შვილს ხელფასის 30 პროცენტი გადაურიცხოს ხოლმე). მაგათი იმედოვნებს, რომ ჯეფერსონი გელზენკირხენში მალე დაბრუნდება (სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, პერუდან გასვლის უფლებას არ მისცემენ) და 25 წლის ფეხბურთელი ბუნდესლიგის მომდევნო ტურისთვის გუნდთან ერთად იქნება. ისე, არა მარტო ალიმენტი, ფარფანი იმის გამოც დააკავეს, რომ თურმე თავის საცოლეს პერუელ პორნო-ვარსკვლავთან ღალატობდა...

"ნიურნბერგთან" წაგების შემდეგ მაგათმა შეგირდებს კი შეუტია და კატასტროფულ, აუხსნელ შეცდომებზე საუბარობდა, მაგრამ გავიდა რამდენიმე დღე და ცივი გონებით შეფასებისას, ფელიქსმა თავისი ფეხბურთელები დაიცვა - რაც უნდა იყოს, წინა სამ მატჩში "ფრაიბურგთან" (2:1), "გლადბახთან" (2:2) და "ბენფიკასთან" (2:0) ბიჭებმა ძალიან მოიმდომეს და ასეთი თამაშების შემდეგ, ერთი მატჩის ცუდად ჩატარება მისაღები ამბავიაო. ორი თვეა, რაც სეზონი დაიწყო და მაგათმა ამ ხნის მანძილზე შეგირდები პირველად დაიცვა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს