ფეტელისა და "რედ ბულის" კონტრაქტი 2014 წლის ბოლომდეა ძალაში, თუმცა შესაძლებელია მისი 2013 წლის ბოლოს გაწყვეტა
გასულ პარასკევს გამოცხადდა, რომ სერხიო პერესი "მაკლარენში" გააგრძელებს კარიერას.

არადა, დიდი ხანი დადიოდა ჭორი იმის შესახებ, რომ მექსიკელს "ფერარიში" ფელიპე მასა უნდა შეეცვალა.

ამიტომაც ღიად რჩება საკითხი - ვინ გახდება მომავალ წელს ფერნანდო ალონსოს პარტნიორი? იტალიურმა ჟურნალმა Autosprint-მა საკუთარი ვერსია წარმოადგინა.

გამოცემის აზრით, ფელიპე მასა შეინარჩუნებს ადგილს "სკუდერიაში" მომავალი სეზონისთვის, თუმცა ბრაზილიელს მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს შესთავაზებენ, 2014 წელს კი მას სხვა პილოტი შეცვლის.

Autosprint-ს მიაჩნია, რომ "ფერარი" ეცდება სებასტიან ფეტელის ხელში ჩაგდებას, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ უარს არ იტყოდა კარიერაში ერთხელ "მარანელოში" გადასვლაზე. თუმცა იტალიელები ამ ვერსიის გამოთქმისას არანაირ წყაროს არ ასახელებენ.

სებასტიან ფეტელისა და "რედ ბულის" კონტრაქტი 2014 წლის ბოლომდეა ძალაში, თუმცა შესაძლებელია მისი 2013 წლის ბოლოს გაწყვეტა.

ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ წელიწადნახევრის შემდეგ გერმანელი პილოტი წითელ კომბინეზონში გამოწყობილი გამოგვეცხადოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა