ქალები "პრემიერ" კატეგორიის ზედიზედ მეორე ტურნირს თამაშობენ, ამჯერად პეკინში

მიმდინარე კვირა საჩოგბურთო სამყაროში ძალიან დატვირთული და საინტერესოა.

ქალები "პრემიერ" კატეგორიის ზედიზედ მეორე ტურნირს თამაშობენ, ამჯერად პეკინში. მთავარი პრიზისთვის იბრძვის ყველა წამყვანი ჩოგბურთელი, სერენა უილიამსის გარდა. და კვლავ აქტუალურია წლის შემაჯამებელი ჩემპიონატის ვაკანტური საგზურები.

ამ მხრივ, ძალიან საინტერესო იყო შეხვედრა მასპინძელ ნა ლისა და რუს ნადია პეტროვას შორის. ჩინელი WTA-ს საჩემპიონო რბოლაში მერვე ადგილზეა და ამ პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს.

პეტროვამ გასულ კვირას სენსაციურად მოიგო ტოკიოს "პრემიერ" კატეგორიის ტურნირი, მაგრამ, როგორც ჩანს, პეკინისთვის ძალების აღდგენა ვერ მოასწრო და თითქმის უბრძოლველად დათმო შეხვედრა. საათისა და 19 წუთის განმავლობაში ჩინელმა მხოლოდ სამი გეიმი გაიმეტა პეტროვასთვის - 6:1, 6:2. ეს იყო ამ ჩოგბურთელთა რიგით მეშვიდე შეხვედრა და ნა ლის პირველი გამარჯვება.

საჩემპიონო რბოლაში ლის ყველაზე სახიფათო მეტოქე სამანტა სტოსური იყო. პეკინში ავსტრალიელმა პირველი რაუნდი გამოტოვა და მეორე წრეში იულია გორგესს შეხვდა. გერმანელი ბოლო დროს არასტაბილურად თამაშობს, მაგრამ ცალკეულ შეხვედრებში მას შეუძლია პრობლემები შეუქმნას უფრო ძლიერ მეტოქეებს.

შეხვედრა ზუსტად ორსაათნახევარი გაგრძელდა. ჩოგბურთელებმა კარგად ითამაშეს საკუთარ მოწოდებაზე და მხოლოდ სამ-სამი ბრეიკის შესრულება შეძლეს. გორგესმა რვა ეისი ჩააწოდა, სტოსურმა მხოლოდ - სამი.

მართალია, სამანტამ მხოლოდ 14 უნებლიე შეცდომა დაუშვა, მაგრამ მის შეტევებს აგრესიულობა აკლდა.

საბოლოოდ, გადამწყვეტი პარტიის მე-12 გეიმში, გორგესმა ორმაგი მატჩბოლი მოიპოვა და პირველივე ცდიდან შეძლო მისი გამოყენება. 7:6, 4:6, 7:5 - ასეთია ამ მატჩის საბოლოო ანგარიში.

იმის გათვალისწინებით, რომ სამანტა პირველ წრეს ტოვებდა, მან პეკინში მხოლოდ ხუთი ქულა მოიპოვა და ნა ლის კიდევ 135 ქულით ჩამორჩა.

ასე რომ, ჩინელს ორი მატჩის მოგება უნდა იმისთვის, რომ მოუღწეველი გახდეს სტოსურისთვის. თუმცა კიდევ რჩებიან მარიონ ბარტოლი და კაროლინ ვოზნიაცკი, მაგრამ მათ მინიმუმ ფინალში გასვლა სჭირდებათ.

ვოზნიაცკიმ რთული მატჩი ჩაატარა სუ-ვეი ჰსიეს წინააღმდეგ. დანიელმა პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე წააგო, როცა ბოლოს ზედიზედ ხუთა ქულა დაუთმო მეტოქეს. მეორე პარტიაში დანიელმა ტაი-ბრეიკზე იმარჯვა, გადამწყვეტი სეტი კი უბრძოლველად აიღო - 6:7(5), 7:6(3), 6:0. ბარტოლის უფრო იოლი მატჩი ჰქონდა - 6:3, 6:4 მოუგო აიუმი მორიტას. ახლა ფრანგს წინ აქვს მატჩი გორგესთან, ვოზნიაცკი კი კერბერს შეხვდება.

წარმატებით დაიწყო ტიტულის დაცვა პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ, რომელიც მეორე წრეში ადგილობრივ ჩოგბურთელს - შუაი ჟანგს ხვდებოდა.

მასპინძელმა პრობლემა ვერ შეუქმნა მსოფლიოს მესამე ჩოგანს და საათსა და 21 წუთში მხოლოდ ხუთი გეიმის აღება მოახერხა. აგნიეშკამ 6:2, 6:3 მოიგო. მან რვა ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და 50-პროცენტიანი რეალიზაცია ჰქონდა; ჟანგმა კი ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მიიღო და შეძლო მისი მომგებიან ქულაში გარდასახვა.

მესამე წრეში აგნიეშკა რადვანსკას ესპანელი ლურდეს დომინგეს-ლინო დაუპირისპირდება, რომელმაც მოულოდნელად დაამარცხა ბრიტანელი ლორა რობსონი.

დღის ბოლოს კორტზე ვიხილეთ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ვიქტორია აზარენკა - მას მეორე წრეში საკმაოდ სერიოზული მეტოქე ერგო საბინ ლისიცკის სახით. დღეს გერმანელის ფიზიკური ფორმა შორს არის იდეალურისგან. რაც შეეხება აზარენკას, მან ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა პირველი მატჩი ალიზ კორნეს წინააღმდეგ.

ასევე კარგად დაიწყო ბელორუსმა ლისიცკისთან შეხვედრა, მაგრამ შემდეგ თავად შეიქმნა პრობლემები, როცა სეტზე ვერ ჩააწოდა.

თუმცა ბელორუსმა მეორე ცდაზე აიღო პარტია. აზარენკამ მეორე სეტიც არათანაბრად ჩაატარა, მაგრამ მეტოქე კიდევ უფრო ცუდად მოქმედებდა - ერთ-ერთ წაგებულ გეიმში გერმანელმა სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ამის გამო ლისიცკიმ ღირსეული ბრძოლა ვერ შეძლო. არადა, ჰქონდა ამის შანსი - 4:6, 2:6.

პეკინში ნაკლებად წარმომადგენლობითი ტურნირი იმართება მამაკაცებს შორის. იქ ამერიკის ღია პირველობის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. როგორც ჩანს, მას სათამაშო პრაქტიკა აკლია. სხვანაირად ვერ ავხსნით იმას, რომ სერბმა ერთი სეტი წააგო 32 წლის მიხაელ ბერერთან.

ჯოკოვიჩმა ძალიან იოლად მოიგო პირველი პარტია, მაგრამ მეორეში ბერერმა ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა საქმე და მე-13 გეიმი 7:3 მოიგო, თუმცა, გადამწყვეტ სეტში ყველაფერი თავის ადგილას დადგა და ჯოკოვიჩმა მხოლოდ ორი გეიმი მისცა მოწინააღმდეგეს. საათსა და 58 წუთში ასეთი ანგარიში დაფიქსირდა - 6:1, 6:7(3), 6:2.

ძალიან გაუჭირდა შემდეგ ეტაპზე გასვლა ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას, რომელმაც პირველი სეტი წააგო უზბეკ დენის ისტომინთან, გადამწვეტ პარტიაში კი ტაი-ბრეიკზე გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა - 4:6, 6:1, 7:6.

ცონგას ძალიან დაეხმარა მოწოდება - ჯამში მან 14 ეისი შეასრულა, თუმცა ოთხი ორმაგი შეცდომაც დაუშვა. ახლა ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გახდა 5:0 ფრანგის სასარგებლოდ.

შემდეგ წრეში ცონგა რუს ნიკოლაი დავიდენკოს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა