ახალი ზელანდიის მთავრობამ გააუქმა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის, ამერიკელი მაიკ ტაისონის ვიზა
ახალი ზელანდიის მთავრობამ გააუქმა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის, ამერიკელი მაიკ ტაისონის ვიზა. საქველმოქმედო ორგანიზაციამ, რომელმაც ლეგენდარული სპორტსმენი მიიწვია, ბოლო მომენტში უარი თქვა ტაისონის მხარდაჭერაზე.

ტაისონი ნოემბერში ზელანდიის დედაქალაქ ოკლენდში უნდა გამოსულიყო სიტყვით - ღონისძიებაში სახელწოდებით "ჩემპიონთა დღე". ამის გამო ქვეყნის მთავრობამ ვიზა გაუფორმა მაიკს, მისი კრიმინალური წარსულის მიუხედავად.

საქმე ისაა, რომ ახალი ზელანდიის კანონების თანახმად, ნებისმიერს, ვინც ხუთ წელზე მეტხანს იყო პატიმრობაში, არ აქვს ქვეყანაში შესვლის უფლება. 1992 წელს მოკრივეს 18 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

თუმცა ტაისონისთვის გამონაკლისის დაშვება გადაწყვიტეს, მაგრამ ერთ-ერთი სპონსორის მიერ თანამშრომლობაზე უარის გამო მთავრობამ საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ იმიგრაციის საქმეების მინისტრის თანაშემწემ კეიტ უილკინსონმა განაცხადა.

ჯერჯერობით არ შეწყვეტილა ბილეთების (ფასი 71-დან და 308 დოლარამდე მერყეობს) რეალიზაცია ტაისონის გამოსვლაზე. ორგანიზატორები უკან დააბრუნებენ ფულს იმ შემთხვევაში, თუ მოკრივე არ ჩავა ახალ ზელანდიაში. პრომოუტერებს იმედი აქვთ, რომ

ტაისონი იპოვის მის მხარდამჭერ საქველმოქმედო ორგანიზაციას და ზელანდიის მთავრობა გადაიფიქრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა