ყოფილი თანაგუნდელები, რონალდო და ზიდანი, მეათედ გაუკეთებენ ორგანიზებას საქველმოქმედო მატჩს
ყოფილი თანაგუნდელები, რონალდო და ზიდანი, მეათედ გაუკეთებენ ორგანიზებას საქველმოქმედო მატჩს, რომელიც გრემიოს სტადიონზე, დეკემბერში გაიმართება.

რონალდოც და ზიდანიც გაეროს კეთილი ნების ელჩები არიან და მოწინააღმდეგე გუნდებს სწორედ ისინი უკაპიტნებენ. წყვილმა "მატჩი სიღარიბის წინააღმდეგ" პირველად ათი წლის წინ ითამაშა და იქიდან მოყოლებული, ყოველ წელს მართავს.

რონალდომ განაცხადა: "სიღარიბესთან ბრძოლა თამაში არ არის, მაგრამ ჩვენ ამ თამაშს ვიყენებთ იმისთვის, რომ შევკრიბოთ გარკვეული თანხა და თან საზოგადოების ყურადღება გადავიტანოთ იმ პრობლემებზე, რომლებსაც საზოგადოების გაჭირვებული ფენა ვერ უმკლავდება. თუ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, სიღარიბეს აუცილებლად დავამარცხებთ".

ზიდანი პირველად ითამაშებს ბრაზილიაში. ლეგენდარულმა ფრანგმა პრესას შემდეგი რამ უთხრა: "მიუხედავად იმისა, რომ ეს ამხანაგური მატჩია, მე მაინც მოუთმენლად ველი პორტუ ალეგრიში ჩემი ძველი მეგობრის წინააღმდეგ თამაშს".

შეხვედრაში მონაწილეობა კეთილი ნების სხვა ელჩებმაც უნდა მიიღონ. ბრაზილიაში დიდიე დროგბას, იკერ კასილიასს, კაკას და ლუიშ ფიგუს ელიან. შეხვედრის მთავარი არბიტრი კი პიერლუიჯი კოლინა იქნება, რომელიც გუნდებს მინდორზე მეცხრედ გაუძღვება.

წინა წლებში ეს საქველმოქმედო მატჩი 9 სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. ეს ქალაქებია: ბაზელი, მადრიდი, დიუსელდორფი, მარსელი, მალაგა, ფეზი, ლისაბონი, ათენი და ჰამბურგი.

"შეგროვებული თანხით ამჯერად ბრაზილიაში მიმდინარე პროექტებს და ასევე, ერთ აფრიკულ პროექტს დავეხმარებით" - განაცხადა რონალდომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა