მარკიზიო მხოლოდ "იუვენტუსში" ასპარეზობაზეა კონცენტრირებული და კარიერის დასრულებასაც ტურინში აპირებს
კლაუდიო მარკიზიოს ოქროს პერიოდი უდგას, "იუვენტუსის" ერთ-ერთი ლიდერია და იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც მუდმივად იძახებენ.

26 წლის ნახევარმცველი თანაბრად ნაყოფიერია როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზებში და ამად არის, რომ მისი გადაბირება არაერთ ევროპულ გრანდს სურს.

თუმცა თავად მარკიზიო მხოლოდ "იუვენტუსში" ასპარეზობაზეა კონცენტრირებული და კარიერის დასრულებასაც ტურინში აპირებს:

"იმ ფეხბურთელთა კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც გუნდს და გარემოს ადვილად იცვლიან. ახალ კლუბზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიფიქრებ, თუ "იუვენტუსისთვის" ზედმეტი ვიქნები და რადგან ჯერ მსგავსი არაფერი ხდება, ცვლილებებისკენ არ მივისწრაფვი.

"იუვენტუსთან" ხელშეკრულების ვადა 2016 წელს მეწურება და აქედანვე მინდა, რომ კონტრაქტი კიდევ ხუთი წლით გახანგრძლივდეს. მოკლედ, ჩემი ოცნებაა, კარიერა "იუვენტუსში" დავასრულო და იმედია, ეს ასეც იქნება".

მარკიზიოს მიმდინარე სეზონზე და სტივენ ჯერარდთან მსგავსებაზე ჩამოუგდეს სიტყვა:

"ჯერარდს მართლაც მადარებენ და ეს ძალიან მსიამოვნებს, რადგან სტივი უდიდესი ფეხბურთელია. რაც მთავარია, მანაც ერთ გუნდს დაუკავშირა მთელი კარიერა და უკვე იცით, რომ მეც ამისკენ მივისწრაფვი.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, სტარტი კარგი გამოგვივიდა და მჯერა, რომ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მოვუმატებთ. ამბობენ, რომ "იუვეს" წარმატების საიდუმლო ძლიერი ნახევარდაცვაა, თუმცა ერთი რგოლის გამოყოფა არაფრით არ შეიძლება - მთლიანად გუნდია ძლიერი, დაწყებული მეკარით, დამთავრებული თავდამსხმელებით.

ისე კი, შუა ხაზი მართლაც ძლიერი გვყავს - ჩვენი დონის ნახევარმცველები ევროპაში, ალბათ, მხოლოდ სამ გუნდს ჰყავს: "ბარსელონას", მადრიდის "რეალს" და მიუნხენის "ბაიერნს". ვნახოთ, შესაძლოა ამ გუნდებს ჩემპიონთა ლიგაზე გადავეყაროთ და იქ გამოჩნდება ყველაფერი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა