ამის შესახებ იტალიური გამოცემა "კორიერე დელო სპორტი" იუწყება
აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია ნიკა მეტრეველის იტალიის სერია B-ს წარმომადგენელ "ნაპოლიში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით.

მაშინ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევ მატჩებს ატარებდა და ერთ-ერთ ვარჯიშზე ნიკას "ნაპოლისთან" დაკავშირებული ინფორმაციის სანდოობაზე ვკითხეთ. ნეაპოლიდან არ შემხმიანებიანო, - მოგვიგო.

მას მერე მისი გვარი "ბრეშასაც" დაუკავშირეს, თუმცა 3 ოქტომბერს გავრცელებული ცნობით, ნიკას გადაბირება კვლავ "ნაპოლის" სურს. აი, რა წერია "კორიერე დელო სპორტში":

"იტალიის თასის გათამაშებისას, "სკაფატისთან" შეხვედრაში მუხლი დაიზიანა ჯოელ ძაკეტიმ, რომელსაც სერიოზული მკურნალობა სჭირდება.

"ნაპოლის" ხელმძღვანელობა მის შემცვლელს სატრანსფერო ბაზარზე ეძებს. როგორც იტყობინებიან, ძაკეტი შესაძლოა ქართველმა ფორვარდმა ნიკა მეტრეველმა (1991, 211 სმ) შეცვალოს."

შეგახსენებთ, რომ ნიკა გასულ სეზონში უმაღლესლიგელი "დინამო სასარის" ღირსებას იცავდა, მანამდე კი მეორე ლიგაში რიმინის "კრაბსში" გამოდიოდა.

მეტრეველი ამ კლუბებში განათხოვრების წესით თამაშობდა, რადგან კონტრაქტის მიხედვით, სიენის "მონტეპასკის" კუთვნილებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა