დეშამმა ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც 12 ოქტომბერს იაპონიასთან ამხანაგური შეხვედრისთვის მოემზადებიან
დიდიე დეშამმა ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც 12 ოქტომბერს იაპონიასთან ამხანაგური შეხვედრისთვის, ხოლო 16 ოქტომბერს ესპანეთის ნაკრებთან გასამართი შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის მოემზადებიან.

ნაკრებში დაბრუნდნენ ლასანა დიარა და მუსა სისოკო. ისინი ბასკმა ტრავმირებული რიო მავუბას და აბუ დიაბის ნაცვლად გამოიძახა. ასევე არ არის ნაკრებში სამირ ნასრი, რომელმაც 3-თამაშიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა.

ნასრის არგამოძახებაზე დეშამმა შემდეგი რამ თქვა: "სამირი შესანიშნავი ფეხბურთელია და ის ნაკრების მოთამაშედ რჩება. უბრალოდ, ვიფიქრე, რომ მისი გამოძახებისთვის ახლა საუკეთესო დრო არ იყო. მან სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და იმედია, რომ ასეც გააგრძელებს".

ასევე, ეროვნულ გუნდში ვერ ვხედავთ იან მვილას, რომელიც ახალგაზრდულ ნაკრებში არის გამოძახებული.

"იანზეც ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა - ის ნაკრების კანდიდატია. უბრალოდ, ამ სიტუაციაში გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ის ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარებოდა, რომელსაც ნორვეგიასთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები ელის" - განაცხადა დეშამმა "რენის" ნახევარმცველის შესახებ.

საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ნორვეგიასთან ორმატჩიანი დუელი ელის, რომლის გამარჯვებულიც ევრო 2013-ის საგზურს მოიპოვებს.

საფრანგეთის ეროვნული გუნდის სრული სია კი ასეთია:

მეკარეები: მიკელ ლანდრო (ლილი), უგო ლორისი (ტოტენჰემი), სტივ მანდანდა (მარსელი).

მცველები: გაელ კლიში (მანჩესტერ სიტი), მატიო დებუში (ლილი), პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი), კრისტოფ ჟალე (პსჟ), ლორან კოშიელნი (არსენალი), ადილ რამი (ვალენსია), მამადუ სახო (პსჟ), მაპუ იანგა-მბივა (მონპელიე).

ნახევარმცველები: იოან კაბაი (ნიუკასლი), ეტიენ კაპუ (ტულუზი), ლასანა დიარა (ანჟი), მაქსიმ გონალონი (ლიონი), ბლეზ მატუიდი (პსჟ), მუსა სისოკო (ტულუზი), მატიო ვალბუენა (მარსელი), ფრანკ რიბერი (ბაიერნი), ჟერემი მენეზი (პსჟ).

თავდამსხმელები: ქარიმ ბენზემა (რეალი), ოლივიე ჟირუ (არსენალი), ბაფეტიმბი გომისი (ლიონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა