ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქეცბაიას თავისუფალი არჩევანი

ქეცბაიას თავისუფალი არჩევანი

სასიამოვნო ამბით დავიწყოთ – მალტასთან მატჩის წინა დღეს საქართველოს ნაკრებში გამოძახებული 23-ივე ფეხბურთელი ჯანმრთელადაა...

სასიამოვნო ამბით დავიწყოთ – მალტასთან მატჩის წინა დღეს საქართველოს ნაკრებში გამოძახებული 23-ივე ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. ვერც კი ვიხსენებთ, როდის იყო ბოლოს ასეთი შემთხვევა. ბუნებრივია, აქ არ ვგულისხმობთ იმ რამდენიმე მოთამაშეს, რომლებიც გუნდს რამდენიმე დღის წინ გამოაკლდნენ. მთავარი ისაა, რომ ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში გვყავს. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ უჩა ლობჟანიძე წინა მატჩებში მიღებული გაფრთხილებების გამო დისკვალიფიცირებულია და უნდა ვივარაუდოთ, რომ მის არყოფნაში მალტელთა წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების დაცვის მარჯვენა ფლანგს ლაშა სალუქვაძე გაამაგრებს.

თუკი აქამდე თემურ ქეცბაია გუნდს "მიხეილ მესხზე" ავარჯიშებდა, გუშინ ქართველებმა მალტასთან შეხვედრის ჩატარების ადგილზე, ეროვნულ სტადიონზე გადაინაცვლეს. საბედნიეროდ, გადაუღებელი წვიმის შემდეგ გუშინ გამოიდარა და ალბათ ამიტომაც იყო, ბოლო წინასამალტო ვარჯიში წინებზე ხალისიანი რომ გამოდგა. ჩვენს ფეხბურთელებს აშკარად ეტყობოდათ კარგი განწყობილება, მაგრამ ამასთანავე, მოედანზე ბევრი უფლი დაღვარეს. მწვრთნელების თითოეულ დავალებას საქართველოს ნაკრების წევრები უდიდესი მონდომებით ასრულებდნენ.

გუშინდელი ვარჯიში საღამოს 7 საათზე იყო დაგეგმილი, მაგრამ დათქმულზე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყო და საათნახევრამდე გასტანა. მეკარეები თავიდანვე მამუკა აბუსერიძის მეთვალყურეობის ქვეშ გადავიდნენ, დანარჩენები კი თავიდან სამად გაიყვნენ და "კვადრატი" ითამაშეს, რის შემდეგაც ვარჯიში უკვე ქეცბაიას ბერძენი ასისტენტის, ფიზმომზადების მწვრთნელ მიხალის მიხალისის ხელმძღვანელობით გაგრძელდა. ფეხბურთელები მის მითითებებსაც დიდი ენთუზიაზმით ასრულებდნენ.

ყველაზე საინტერესო კი ორმხრივი თამაში იყო, რომელიც ნახევარ მოედანზე, თერთმეტი-თერთმეტზე გაიმართა. შევეცადეთ, აქედან დღევანდელი მატჩისთვის სავარაუდო შემადგენლობა ამოგვეკითხა, მაგრამ ის ფეხბურთელები, რომლებიც ქეცბაიას წინა შეხვედრებში ძირითადში ჰყავდა გამწესებული, დაახლოებით თანაბრად იყვნენ გადანაწილებულნი. წინა ვარჯიშების მსგავსად, თამაში აქაც სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა. ქეცბაიას მითითებით, ფეხბურთელები ბურთს მხოლოდ სამ-სამჯერ ეხებოდნენ.

ჩვენების ეს ვარჯიშიც ღია იყო და ქართველმა გულშემატკივრებმა ეს შესაძლებლობა გამოიყენეს. ნაკრების წვრთნას საკმაო რაოდენობის ქომაგები დაესწრნენ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველო-მალტის მატჩი დღეს, ეროვნულ სტადიონზე 21 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

• achiko

"თუკი აქამდე თემურ ქეცბაია გუნდს "მიხეილ მესხზე" ავარჯიშებდა" - ამის შემდეგ პაიჭაძეზე ავარჯიშებს, თუმცა ჩვენი ბიჭები ერთხმად მბობენ კურნიკოვაზე ვარჯიში გვირჩევნიაო :)

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა