ბატე-სთან მოულოდნელი და უსიამოვნო მარცხის შემდეგ "ბაიერნის" მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორს შორის ურთიერთობა დაიძაბა
ბატე-სთან მოულოდნელი და უსიამოვნო მარცხის შემდეგ "ბაიერნის" მწვრთნელ იუპ ჰაინკესსა და სპორტულ დირექტორ მათიას ზამერს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

ეს არ იყო მხოლოდ ამ წაგების ბრალი - უბრალოდ, როგორც ჩანს, სეზონის პირველი წაგება (ბავარიელებს მანამდე ყველა შეხვედრა მოგებული ჰქონდათ) რეკორდმაისტერის თავკაცის მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

დაპირისპირება გასულ უქმეებზე, ბრემენში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დაიწყო, როცა, მიუხედავად მოგებისა, "ბაიერნის" 45 წლის სპორტულმა დირექტორმა გუნდი და მწვრთნელი საჯაროდ გააკრიტიკა.

ზამერმა განაცხადა, რომ ფეხბურთელების შემართებით უკმაყოფილო იყო და დასძინა, მწვრთნელმა არ უნდა დაუშვას, რომ ფეხბურთელები მოდუნდნენო. რაკი "ვერდერთან" მატჩის ჩათვლით "ბაიერნს" ყველა ოფიციალური მატჩი მოგებული ჰქონდა, 67 წლის ჰაინკესმა ზამერს ასეთი განცხადება პოპულისტობაში ჩაუთვალა. ოღონდ "დონ იუპმა" ეს სწორედ ბატე-სთან განცდილი მარცხის შემდეგ თქვა.

"მე არ მომეწონა მათიასის ტონი და ამას არც ვმალავ. ვფიქრობ, ასეთ განცხადებას არ ვიმსახურებდით და ზამერის კრიტიკა აშკარად გადამეტებული იყო. მიმაჩნია, რომ თუ მას რამე არ მოსწონს, ეს საჯაროდ კი არა, პირადად უნდა მითხრას. სხვა შემთხვევაში, ეს პოპულიზმია," - განაცხადა ჰაინკესმა ბატე-სთან მატჩის შემდეგ.

მწვრთნელის შეტევას სპორტული დირექტორის მყისიერი კონტრშეტევა მოჰყვა. ზამერმა თქვა, არც მე მომწონს ჰაინკესის განცხადებაო.

ერთი სიტყვით, ხდება ის, რაც ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ჯერ კიდევ ზაფხულში, იმ დროს იწინასწარმეტყველეს, როცა ზამერის სპორტულ დირექტორად დანიშვნა გადაწყდა.

"ბილდის" ცნობით, 4 ოქტომბერს ზამერი და ჰაინკესი ერთმანეთს ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგესთან ერთად შეხვდნენ.

ოფიციალური კომენტარები აღარ გაკეთებულა, მაგრამ ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მომხვდურები შერიგდნენ, თუმცა არავინ იცის, რამდენად გულახდილია ეს შერიგება.

მოგვიანებით კომენტარი მხოლოდ "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გააკეთა:

"სპორტულ დირექტორს აქვს იმის უფლება, რომ ასეთი განცხადებები გააკეთოს, თუმცა მიმაჩნია, რომ ზამერმა კრიტიკისთვის ცუდი დრო აირჩია.

მოგებული მატჩებისა და ასპროცენტიანი შედეგის დროს გუნდებს და მწვრთნელებს არ აკრიტიკებენ! თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჰაინკესი წნეხის ქვეშაა, ძალიან ცდება.

დარწმუნებული ვარ, რომ ჰაინკესსა და ზამერს შორის დაპირისპირება ამით დამთავრდება."

გერმანელი ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლა არათუ არ დამთავრებულა, არამედ ახლა იწყება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა