ქართველი ცენტრის თელ-ავივის "მაქაბიმ" ნახევარფინალში ჰაიფას "მაქაბი" 86:79 დაამარცხა
ისრაელის თასის გათამაშების წილისყრისას გუნდები ისე განაწილდა, რომ საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ერთმანეთს ფინალამდე არ უნდა დაპირისპირებოდნენ.

გიორგი შერმადინის "მაქაბი" ნახევარფინალში ჰაიფას "მაქაბის" შეხვდა, ხოლო ჯეიკობ პულენის "ჰაპოელი" (იერუსალიმი) - აშდოდის "მაქაბის".

სამწუხაროდ, გიორგი და ჯეიკობი ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ, რადგან პულენის გუნდმა აშდოდელებთან 10 ქულის სხვაობით წააგო - 59:69. მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელშიც "მაქაბიმ" 9:15 დაამარცხა.

წინა მატჩისგან განსხვავებით (29 ქულა), იერუსალიმელებს სათანადოდ ვერ დაეხმარა პულენი, რომელმაც 33 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 6 სამქულიანიდან და 9 ორქულიანიდან მხოლოდ 2 ორიანი ჩააგდო.

ქულათა სიუხვით ვერც გიორგი შერმადინი გამოირჩა, რომელმაც 18 წუთში 3 ქულა (4-დან 3 საჯარიმო), 7 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი ჩაიწერა.

გიორგის "მაქაბიმ" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ჰაიფელი სეხნია - 86:79. მეოთხე პერიოდის დასაწყისში თელავიველები 64:72-ს აგებდნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მდგომარეობის გამოსწორება მოახერხეს და ბოლო წუთები დამაჯერებლად ჩაატარეს.

შერმადინმა მეოთხე პერიოდის მეორე ნახევარი მოედანზე გაატარა. მისი ორი ზუსტი საჯარიმოს შემდეგ "მაქაბი" 83:67 დაწინაურდა.

ფინალში, რომელიც შაბათს გაიმართება, ორი "მაქაბი" ითამაშებს - თელ-ავივის და აშდოდისა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა