"მილანი" თანახმა იყო, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო
როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ ამას წინათ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "მილანი" მზად იყო ჩამოსულიყო და 13 სექტემბერს თბილისში მის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში მიეღო მონაწილეობა.

კალაძემ ამის თაობაზე "დინამო არენას" ხელმძღვანელობას წერილობით მიმართა, მაგრამ ასეთივე ფორმით უარი მიიღო, მთელი სექტემბრის განმავლობაში სტადიონი დაკავებული არის, ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" თამაშები იმართებაო.

"არა უშავს, ამ შეხვედრის გამართვა ოქტომბრის შემდეგ მაინც მოგვიწევს", - განაცხადა მაშინ კალაძემ.

კალაძის სიტყვები ახდა: 1 ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ გამოსამშვიდობებელ მატჩს წინ ვეღარაფერი დაუდგება, მაგრამ როდის გაიმართება მატჩი?

ამ საკითხით "ლელო" დაინტერესდა და კალაძის საარჩევნო შტაბში გვითხრეს, რომ ჯერ არაფერია ცნობილი, რადგან საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი საარჩევნო საკითხებით არის დაკავებული, მაგრამ შედეგების გამოცხადებისა და ვითარების დალაგების შემდეგ შეხვედრის ჩატარება დღის წესრიგში კვლავ დადგებაო.

საკითხავი ის არის, გადატვირთული კალენდრის გამო როდის მოახერხებს საქართველოში "მილანი" ჩამოსვლას?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კახა კალაძის გაცილების მატჩი საქართველოში აუცილებლად უნდა გაიმართოს!

[Exclusive] კახა კალაძე: ქართულ ფეხბურთს საფუძველი მოშლილი აქვს

medea
საქართველოში ყველაფერი პოლიტიზირებულია მაგრამ არაფერი გესმით პოლიტიკის. ფიზიკური სიმპატიის გამო როგორ უნდა ანდო ქვეყნის ბედი უვიც და უსწავლელ ფეხბურთელს.სამარცხვინოა,პირდაპირ ჯურნალის ყდიდან სადაც ტრუსების რეკლამას აკეთებდა,პარლამენტში გადმოჯდა.ეს იმის გამო ხდება რო ქალიან-კაციანად მის ლოგინში კოტრიალი გინდათ. საქართველოში ათასობით სიმპატიური გოგო-ბიჭები არიან და რაში გვჭირდება პოლიტიკოსები.შევუშვათ ეს ახალგაზრდები პარლამენტში და თავის დაკისრებულ საქმეს თუ ვერ შეასრულებს,ტელევიზორის ეკრანიდან მაინც დაგვატკბობენ თავიანთი შარმით.ვაი თქვენს პატრონს. საქართველოში პოლიტიკა არ არსებობს. ქართველ ხალხს საკუთარი აზრი არ გააჩნია და საითაც დაუქნევენ ხელს,იქით მირბიან,ფულს და უსაქმურობას არიან დახამებულები.თუმცა რას გელაპარაკებით,მაინც ვერ გაიგებთ პოლიტიკის აზრს და დანიშნულებას,ამისთვის სათანადო განათლებაა საჭირო.საქართველოში ვითომ ყველას განათლება აქვს მაგრამ ცარიელი თავები აქვს ყველას.დიპლომები მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიყალბეა. გაიხედეთ მსოფლიოში და ნახავთ ნიჭი და ცოდნა რას ნიშნავს და როგორ პოლიტიკას აშენებენ დემოკრატიული ქვეყნები. ქართველი ერი უბრალოდ ცარიელი ადგილია და ტრაბახის და ქედმაღლობის მეტი არაფერი შეუძლიათ.მალე გაიგებთ ყველა ყველაფერს და თითებს დაიჭამთ მაგრამ გვიან იქნება. მოემზადეთ სატანჯველისთვის,წინ ჯოჯოხეთი გელოდებათ. სხვისი საჯდომის ლოკვას მიჩვეული ერი ჭკუას ვერასოდეს ვერ ისწავლის.
forca juve
არ ვიცი რატომ დამიბლოკეს, არაეთიკური არაფერი მითქვამს. ვიმეორებ კალაძეზე როგორც ფეხბურთელზე არასოდეს ვგიჟდებოდი, მიუხედავად მისი ტიტულებისა. მალხაზ ასათიანის თამაშის მნახველმა ეროვნულ ნაკრებში (სადაც ორივე ასპარეზობდა ერთდროულად ) ძნელია კალაძეს ვარსვლავი უწოდო; აღარაფერს ვამბომ ქინქლაძე, ჯამარაულ, არველაძე ქეცბაიაზე; მაგრამ ამ უსახურ, მაგრმა პატიოსან, მშრომელ (ასეთებიც საჭიროა)ფეხბურთელს ვინც დააბრალებს რომ ორი გოლი ძალით გაიტანა საკუთარ კარში, ის ბოღმა და ფეხბურთის ელემენტარული უცოდინარია. მალდინის და ჩივაძის გატანილი მასეთი მე პირადად მინახავს, ასევე უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელის გელა კეტაშვილის. კაიზერ ფრანზე და მის კერპ ფაკეტიზე გამიგია. ასე რომ ბოღმებო შეეშვით ამ კაცს ერთხელ და სამუდამოდ
rezp
იმენა ფურთხის ღირსები ხართ1!!!!!! კალაძეზე რო ლაპარაკობთ პირი გამოიბანეთ თქვე მიშას მონებო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Leo Rey
რა გაუჭირეთ საქმე ამ ორი გოლით! მაგის მეტი არაფერი გახსოვთ? საკუთარ კარში ბეკანბაუერსაც გაუტანია და ფაკეტისაც (თუ გაგიგიათ ასეთები), მაგრამ არავის მოუკლავს. ისე ვინც სულ მაგას იძახის, ეტყობა ფეხბურთი მაგრად ესმის
zizi
კალაძეს რომ კაცი რამეს კითხავს და დაავალებს.დედამისს ერჩივნა ბურთის გორების მაგივრად წიგნის კითხვა დაევალებინა. სირცხვილია მისი არსებობა პოლიტიკაში.ნეტავ მართლა გამოგემშვიდობებოდეს ქართველი ხალხი
fifa
ეს მატჩი უკვე შედგა! მან საქართველოს ნაკრებს ორი გოლი გაუტანა! გულშემატკივარი მას დიდი ხანია დაემშვიდობა
მოქალაქე22
მურთაზ- ორი ტერიტორიის მოწყვეტა უფრო მტკივნეულია ვიდრე 2 გოლი საკუთარ კარში, იქნებ გეკითხა კალაძესთვის ვინ დაიწყო ომი რასაც ამ 2 ტერიტორიის მოწყვეტა გამოიწვია?????????????????
მურთაზი
კალაძემ ორი ბურთი შემთხვევით გაიტანა საკუთარ კარში და ეს საქართველოსათვის მტკივნეულად აღიქვა ზოგიერთმა გულშემატკივარმ მაგრამ რომელია უფრო მტკივნეული ორი გოლი თუ ორი ტერიტორის მოწყვეტა საქართველოსათვის აბა დაფიქრდი შე ******** სისაძაგლეებს რო ანთხევთ
kacia
და თუ კახა მილანის კარში ორ გოლს გააიტანს, რსულებით გაუკეთებს რეაბილითაციას თავის თავს, იტალიის ნაკრებთან თამაშისასა თავის კარში გატანილი ორი გოლის გამო.
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება