ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თემურ ქეცბაიას ექსკლუზივი - დაცვა, დაცვა და ისევ დაცვა!

თემურ ქეცბაიას ექსკლუზივი - დაცვა, დაცვა და ისევ დაცვა!

უამრავი სანაკრებო სია მინახავს, მაგრამ ისეთი არა, როცა ორი მატჩისთვის მწვრთნელი მხოლოდ ორ ნომინალურ თავდამსხმელს იძახებს
ჟამი ჩვენი მღელვარებისა, როგორც იქნა, უკან მოვიტოვეთ. სექტემბერი არ იყო მხოლოდ პოლიტიკური მღელვარების თვე; ეროვნულმა ნაკრებმა ორი შეხვედრა გამართა ახალ შესარჩევში და ოქტომბერში ერთ ამდენს კიდევ ითამაშებს, ოღონდაც ახლა ორივე თამაში სტუმრად გვაქვს - 12 ოქტემბერს ფინეთთან და ოთხი დღის შემდეგ ბელორუსთან.

თემურ ქეცბაიამ ამ მატჩებისთვის გამოძახებულთა სია უკვე გამოამზეურა (იხილეთ ვრცლად). ქეცბაიამ უხმო ლევან ყენიას და ცხადია, რომ ამით თანამშრომლობის ხელი გაუწოდა მომდურებულ ფეხბურთელს.

ყენიამ ცხელ გულზე თქვა, სანამ ქეცბაია იქნება ნაკრების მწვრთნელი, იქ მე არ ვითამაშებო (იხილეთ ვრცლად).

ქეცბაიამ ის მაინც გამოიძახა. მწვრთნელი ნდობას რომ უცხადებს მოთამაშეს, კარგი საქმეა და ქეცბაიაც ასე მოიქცა.

ქეცბაიას ყენია სჭირდება, რადგან საქართველოს ამ ნაკრებს ძალიან უჭირს ბურთის შენარჩუნება; ყოველ შემთხვევაში, ბელორუსთან და ესპანეთთან ასე იყო. მცველები არც კი ცდილობდნენ ბურთის გაგორებით ამოტანას, გრძელ პასს აკეთებდნენ წინ ლევან მჭედლიძის ან თორნიკე ოქრიაშვილის მისამართით.

საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს ისეთი საყრდენი ნახევარმცველები, ბრძოლის და ზონების გადაკეტვის გარდა, ბურთის დამორჩილება-შენარჩუნებაც კარგად რომ შეუძლიათ.

დაცვას თუ გადავხედავთ, ყველაზე ტექნიკური მცველი, ალბათ, ზურაბ ხიზანიშვილია, თუმცა წინ წასვლა მისი სტილში მაინცდამაინც არ ჯდება.

განაპირა მცველებს რაც შეეხებათ, უჩა ლობჟანიძემ და დავით კვირკველიამ ურიგოდ როდი წარმოაჩინეს თავი ესპანეთთან, თუმცა ნაკრებში მათი ფლანგური გარღვევები ნაკლებად გვახსოვს.

ბურთი ჯანო ანანიძემ უნდა შეინარჩუნოს - აქამდე ასეთად ჩანდა ქეცბაიას ჩანაფიქრი. ანანიძეს ტექნიკა და სხარტი გონება აქვს, მაგრამ ჩია აღნაგობა მაინც ურთულებს ზორბა შუახაზელებთან მეტოქეობას.

ისიცაა, რომ მხოლოდ ანანიძის იმედად ვერ იქნება გუნდი, როცა გამუდმებით იგერიებს იერიშებს და ბურთის დაჭერით ამოსუნთქვა ძალიან სჭირდება.

ბურთის შენარჩუნება და გუნდის ამოყვანა ცენტრფორვარდსაც შეუძლია. ლევან მჭედლიძეს ეს გაუჭირდა ბელორუსთან და ესპანეთთან, თუმცა საერთო ჯამში, ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია. მისი პასით ალექსანდრე ამისულაშვილმა კინაღამ გოლიც კი გაუტანა ესპანეთს - "ფურია როხა" ძელმა იხსნა.

მაგრამ მაინც, მჭედლიძე გუნდის ამოყვანის საქმეში დიდად დახელოვნებული არ არის. მის გარდა, ქეცბაიამ ფინეთ-ბელორუსთან მატჩებისთვის მხოლოდ ერთ ნომინალურ თავდამსხმელს უხმო - ირაკლი სირბილაძეს.

რა გითხრათ, უამრავი სანაკრებო სია მინახავს, მაგრამ ისეთი არა, როცა ორი მატჩისთვის მწვრთნელი მხოლოდ ორ ნომინალურ თავდამსხმელს იძახებს.

რა უდევს საფუძვლად ქეცბაიას ექსკლუზივს, იოლი გამოსაცნობი არ უნდა იყოს.

ფეხბურთი ტრავმიანი სპორტია და როცა ორი მატჩისთვის მხოლოდ ორი თავდამსხმელი გყავს, დიდია იმის რისკი, რომ სულაც ერთი ნომინალური ფორვარდის ამარა დარჩეს გუნდი.

გასაგებია, რომ საქართველოს ეს ნაკრები დაცვით ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ორი თავდამსხმელის გამოძახებით თავისებური შთაგონებაც კეთდება ფეხბურთელებზე - დაცვა, დაცვა და ისევ დაცვა!

ქეცბაიამ თავისი საქმისა უკეთ იცის, დაცვითი ფეხბურთით მოვუგეთ თავის დროზე ხორვატიას; იგივე სტილში დავამარცხეთ ამ შესარჩევში ბელორუსი.

საქართველოს ნაკრებს ოდითგანვე ახასიათებდა გამონათებები. თუ არ ჩავთვლით ექტორ კუპერის მწვრთნელობის პერიოდს, ჩვენი უპირველესი გუნდი ყველა შესარჩევში გვახარებდა გამონათებებით.

ქეცბაიას სათამაშო კონცეფცია ამისთვის უდავოდ საკმარისი გამოდგა, ეს უკვე ფაქტია და ყოველგვარი ირონიის გარეშე უნდა ითქვას, რომ ამასაც შეძლება უნდა.

ყველა მწვრთნელს შეუძლია იმის თქმა, რომ თავდამსხმელების რაოდენობას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომ თანამედროვე ფეხბურთი ისე მიდის უნივერსალიზმისკენ, რომ გუნდში ყველა ფეხბურთელს შეუძლია გოლის გატანა, რომ "ბარსელონას" სულაც არ ჰყავს კლასიკური ცხრა ნომერი და მაინც ყველაზე მაგარი გუნდია...

ქეცბაიამ ამჯერად არ გამოიძახა ჯაბა დვალი, ვისაც ძველებურად გააქვს გოლები საქართველოს ჩემპიონატში.

ერთ დროს დვალის მეწყვილე ნიკა გელაშვილი "ზესტაფონიდან" "ბოხუმში" კი გადავიდა, მაგრამ გერმანული კარიერა ჯერ კარგად ვერ მოიწყო. ლადო დვალიშვილსაც ვეღარ გააქვს გოლები; ალექსანდრე იაშვილი კი, რომლისთვისაც გოლის გატანა მთავარი საქმე არ არის, თურმე საჭირო აღარ არის ნაკრებისთვის...

ნიშნის მოგებით მსჯელობა კარგი საქმე არ არის, მაგრამ ნაკრებში გაახალგაზრდავების პროცესზე ვინც ლაპარაკობდა, საქმე კარგად ვერ დაასრულა. ვლადიმერ გუცაევი რომ დაინიშნა ეროვნული გუნდის თავკაცად, მანაც მოინდომა ახალი სისხლის შეტანა გუნდში, მაგრამ აქედან კარგი არაფერი გამოვიდა.

გაიოზ დარსაძე რომ გახდა ნაკრების თავკაცი, ისიც ახალი სისხლის თეორიას ქადაგებდა და მანაც ცუდად დაასრულა საქმიანობა ნაკრებში.

ნაკრების გადახალისება ბუნებრივი პროცესია და ეს ხელოვნურად არ უნდა ხდებოდეს. ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ იაშვილი ესპანეთთან შეხვედრაში სირბილაძეზე და ნიკა ძალამიძეზე უარესად ჩაერთვებოდა თამაშში...

საქართველოს ნაკრებს ძალიან მოუხდა თორნიკე ოქრიაშვილი. თუ ვიტყვით, რომ 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელები ოქრიაშვილის ადგილს იკავებდნენ გუნდში და "ბებრების" ნაკრებიდან გაშვება ამის გამო იყო აუცილებელი, მაინც ვერ მივალთ ლოგიკამდე - ხომ შეიძლება, რომ ერთი კონკრეტული მატჩისთვის, მაგალითად, იაშვილი უფრო კარგად იყოს მზად, ვიდრე ოქრიაშვილი ან სხვა რომელიმე ახალგაზრდა შემტევი?

ეროვნული გუნდი საუკეთესოთა კრებული უნდა იყოს და არა საექსპერიმენტო ზაზუნა. თეორიებს კი ყველაზე კარგად შედეგი აწონის - ოქტომბრის მატჩები ხელისგულზე დადებულივით გამოაჩენს, წინა შესარჩევთან შედარებით რა ძვრები მოხდა საქართველოს ნაკრებში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

• pageon

ავტორი მონატრებული ძველ დროს, როდესაც ძმაკაცობით და კარგი პურის ჭამით ხდებოდა ნაკრებში მიღება, ჩაჯდებოდნენ გუნდში ფეღბურთელები და წლების მანძილზე როგორც არ უნდა ეთამაშათ მაინც ნაკრების წევრები იყვნენ, ნაკრებში თუ კონკურენცია არ იქნება ვერ წავა წინ ქართული ფეღბურთი (წლებია მიდის საუბარი ფეღბურთელები თავს ინახავენო) კონკურენციით კი მაგსიმალურად წარმოაჩენენ თავს ასე რომ დაჭყნარდი ავტორო და დააცადე ქეცბაიას.

• forca juve

ქეცბაიამ ყენიას დაბრუნებით დაამტკიცა რომ დიდი კაცია. ფეხბურთელი როგორი იყო ყველას გვახსოვს, სპარტანელივით იყო მოედანზე; თვითონვე თქვა რომ თავად არ მოეწონა იაშკასთან და კობისთან როგორც მოიქცა (უშეცდომო ვინ არის, მაგრამ ეს მრავალმნიშვნელოვანი ქილიკი არ უნდა იყოს საჭირო); ერთ ვიტყოდი ალბათ მაინც ღირს ჯაბა დვალის გამოძახება, გაიხსენეთ 40 წლის როჟე მილა ბოლოს და ბოლოს; იმედია გამოიძახებს კიდეც

• orion

ამ სტატიის ავტორი რბილად,რომ ვთქვათ ფეხბურთის გარტყმაში არაააააა...............

• deviiv

პრეტენზიები ნუ იქნება ხალხნო !!! ქეცბას არ ჰყავს ის რესურსი რომლითაც ნებისმიერ მეტოქესთან თამაშს გახსნის და წინ წავა ...დრო არის საჭირო და მოთმინება შედეგის მისაღწევად...

• დათო

ქეცბაიას აბსოლიტურად სწორი მიმართულებით მიჰყავს ნაკრები და ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს შემდგომ შესარჩევ ეტაპზე.

• mimino

1.თავართქილაძე-ერთი შენი ნაკრები გაგვაცანი. 2.დარსაძის გაწვრთნილი გუნდი ან ფეხბურთელი თუ იცი შენ ვინმე?-განუგრავა-გასაყიდად რომ უნდოდა და თამაშებს უგროვებდა ნაკრებში-სადაა განუგრავა. 3.გუცაევს 10ჯერ ჯობია ქეცბა როგორც მწვრთნელი-ეს სენ თუ არ იცი-სპორტულ ჟურნალისტობას დაანებე თავი

• gioberi

ნუ გაუხურე რა ქეცბაიას - იცის თავის საქმე - ეტყობა არ უნახია ჩვენების თამაში - რა დროს იაშვილია...... გაახილე ცოტა თვალები

• თემური

ეს თავართქილაძე ხომ არ დავნიშნოთ მწვრთნელად? ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული ქართული ფეხბურთისთვის იაშკას, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს თავისი დასასრული. ცოტა წინ ხომ უნდა გავიხედოთ. დარსაძემ გაახალგაზრდავება კი არ დაიწყო ნაკრების თავისი ფეხბურთელები მოიყვანა მერე ტრანსფერები რომ გაეჩალიჩებინა. გუცაევმა კი უბრალო ერთბაშად მოინდომა გაეკეთებინა ახალი გუნდი. ყველაფერს ცუდს რომ ხედავ შე კაცო ცოტა კარგიც დაინახე. ნაბიჯ-ნაბიჯ რაღაცას ემსგავსება გუნდი და შენც უბრალოდ ფსიქოლოგიისთვის მაინც შეაშველე ნორმალური სიტყვა

• Tornike

ხვედელიძე! დაცვას მიხედე, დაცვას!... :)

• alfonso

დავით თავართქილაძე როგორც ყოველთვის ბანძი სიდედრივით სულ ცუდს ხედავს და ამბობს. შეხედეთ ერთი ჩვენ 'ნაკრებს' და მერე მოთხოვეთ ქეცბაიას უკეთესი თამაში. ჩემი ანალიზით ყველაზე სწორ გზაზე დგას ქეცბაიას ნაკრები.

• ramo

დაცვა, დაცვა და დაცვა!!! ამ ეტაპზე მხოლოდ ასე შეიძლება თამაში. იაშვილს მადლობა. მაგრამ ჯერ ჯერობით ჩვენი ნაკრები ძალიან სუსტია, განსაკუთრებით ნახევარდაცვა. ესპანეთის ნახევარდაცვა რომ გყავდეს, თავდამსხმელი არც გჭირდება. სამწუხაროდ ჩვენ ნახევარმცველებს არ შეუძლიათ თანაბრად ითამაშონ წინ და უკან. რას იზამ ეხლა რაც გვყავს ისე უნდა აარჩიო ტაქტიკა.

• levan

ავტორი ისე ამბობს, ვინც გაახალგაზრდავების პროცესი დაიწყო, ყველამ ცუდად დაამთავრაო, ვითომ ვინც ეგ პროცესი არ დაიწყო, იმათმა აგვაყვავეს და სულ ტაშით გავაცილეთ ნაკრებიდან :D

• shota

ნუ გამოდიხართ რა პროფესორები,აცადეთ კაცს საქმის კეთება,დაემსგავსა ნაკრები გუნდს როგორც იქნა.თქვენნაირები ღუპავენ ზუსტად ქართულ ფეხბურთს ნუ ყოფთ ცხვირს სადაც არაა თქვენი საქმე.პირიქით დიდი მადლობა უნდა უთხრათ ქეცბას და ამ ბიჭებს პირველი ორი თამაშისათვის.გაგვახარეთ კიდევ ბიჭებო

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა