5 ოქტომბერს, "სუზუკას" ავტოდრომზე იაპონიის სარბოლო უქმეები დაიწყო
5 ოქტომბერს, "სუზუკას" ავტოდრომზე იაპონიის სარბოლო უქმეები დაიწყო. მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეებს კარგ ამინდში მოუწიათ ორი თავისუფალი პრაქტიკის ჩატარება და გუნდებმა სრულად გაიარეს ტექნიკური სიახლეების დაგეგმილი პროგრამა.

პირველმა ვარჯიშმა სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა. საუკეთესო დრო "მაკლარენის" პილოტმა ჯენსონ ბატონმა აჩვენა, რომელმაც წრე წუთსა და 34.507 წამში დაფარა.

მეორე იყო მისი თანაგუნდელი ლუის ჰემილტონი - 1:34.740, მესამეზე - მარკ უებერი "რედ ბულიდან" - 1:34.856.

აღსანიშნავია, რომ სებასტიან ფეტელმა მხოლოდ მე-17 დრო აჩვენა.

მეორე თავისუფალი პრაქტიკა უფრო დრამატული აღმოჩნდა. დასაწყისშივე პოლ დი რესტამ ვერ დაიმორჩილა მანქანა ერთ-ერთ მოსახვევში, დამცავ ბარიერს შეასკდა და ტრასაზე წითელი დროშები გამოფინეს - სესია შეჩერდა შოტლანდიელის ბოლიდის ევაკუაციისთვის, თავად პილოტმა კი ავარიის ადგილი სამედიციო ავტომობილით დატოვა, თუმცა მალე დაბრუნდა ბოქსებში.

"მერსედესის" მექანიკოსებს მოუწიათ როსბერგის მანქანაზე ძრავის შეცვლა, რადგან დილით გამოყენებულმა აგრეგატმა თავისი რესურსი ამოწურა. ამის გამო ნიკო კარგა ხანი ვერ გადიოდა ტრასაზე.

რაიკონენის "ლოტუსზე" პრობლემები შეიქმნა KERS-ის სისტემის გადახურების გამო და ფინელს სთხოვეს ფრთხილად ამოსულიყო ბოქსებიდან, რათა თავიდან აეცილებინა დენის დარტყმა. ხანგრძლივი რემონტის შემდეგ, კიმიმ შეძლო ტრასაზე დაბრუნება.

სესიის დასრულებამდე 13 წუთით ადრე, შუმახერი იგივე მოსახვევში მოსრიალდა, სადაც ავარია მოუვიდა დი რესტას. გერმანელი დამუხრუჭებისას შეცდა და დამცავ ბარიერს შეეჯახა, ოღონდ ამჯერად წითელი დროშების გამოფენა საჭირო არ გახდა.

მეორე პრაქტიკის ოქმს სათავეში ჩაუდგა მარკ უებერი, რომელმაც წრე წუთსა და 32.493 წამში დაფარა. ლუის ჰემილტონი მეორე იყო - 1:32.707, მესამე - სებასტიან ფეტელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა