მიონხენგლადბახის "ბორუსიას" თავკაცი ლუსიენ ფავრი ფრანფურტის "აინტრახტს" ურთხის
ბუნდესლიგის მე-7 ტური 5 ოქტომბერს "აუგსბურგისა" და "ვერდერის" დაპირისპირებით გაიხსნა, რომელშიც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 3:1.

6 ოქტომბერს უდანაკარგო "ბაიერნი" მოძლიერებულ "ჰოფენჰაიმს" მასპინძლობს; "შალკე" "ვოლფსბურგს", ყოფილი მწვრთნელის გუნდს ხვდება;

მოულოდნელად წარმატებულ კლუბებს, დიუსელდორფის "ფორტუნას" (მაინცში) და ფრანკფურტის "აინტრახტს" (მიონხენგლადბახში) კი გასვლითი შეხვედრები ელით.

7-ში სამი შეხვედრაა, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს "ჰანოვერისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" დაპირისპირება იწვევს.

საინტერესოა, როგორ ითამაშებს "ბაიერნი" ბატე-სთან ჩემპიონთა ლიგაში წაგების (1:3) შემდეგ. რეკორდმაისტერს მანამდე ყველა ოფიციალური მატჩი მოგებული ჰქონდა და იქონიებს თუ არა პირველი მარცხი იუპ ჰაინკესის გუნდზე უარყოფით გავლენას, ეს შაბათს გამოჩნდება.

თუმცა "ბაიერნს" "ჰოფენჰაიმის" სახით იოლი მეტოქე ჰყავს. მართალია, "სოფლელებმა" თამაში მნიშვნელოვნად გამოასწორეს და ბოლო სამ შეხვედრაში 9 შესაძლოდან 7 ქულა აიღეს, მაგრამ "ჰოფესთვის" "ბაიერნი" ყოველთვის მრისხანე მეტოქე იყო.

ამის დასტურად შარშანდელი მატჩიც გამოდგება: 2012 წლის მარტში ბავარიელებმა ჰოფენჰაიმელები მიუნხენში 7:1 გაანადგურეს, რაც მარკუს ბაბელის გუნდისთვის ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო წაგებაა.

შალკე სამ ქულას გეგმავს

"შალკე" მეოთხე ადგილზეა, რაც ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი, მაგრამ გელზენკირხენულ კლუბში მაინც დაძაბული ვითარებაა.

"ფორტუნასთან" 2:2-ს ჩემპიონთა ლიგაში "მონპელიესთან" ქულების დაკარგვა (ასევე 2:2) მოჰყვა, მთავარმა მწვრთნელმა ჰუუბ სტევენსმა კი შეგირდების მენტალურ სისუსტეზე ისაუბრა.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ საფრანგეთის ჩემპიონთან შეხვედრაში "შალკეს" ახალგაზრდა ტალანტი იულიან დრაქსლერი სერიოზულად დაშავდა.

6 ოქტომბერს "ხუმარები" "ვოლფსბურგის" სახით ყოფილი მწვრთნელის, ფელიქს მაგათის ცუდ ფორმაში მყოფ გუნდს მასპინძლობენ და სამი ქულის მოპოვების იმედი აქვთ.

"მგლებმა" სეზონი საშინლად დაიწყეს - 6 ტურის შემდეგ მე-16 ადგილზე არიან. ამასთან, "ვოლფსბურგს" ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და გატანილი გოლების გრაფაში მხოლოდ 2 უწერია, რაც ამ გუნდისთვის ნეგატიურ რეკორდს ნიშნავს.

თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, "ვოლფსბურგის" პოტენციალში ეჭვი მაინც არ გვეპარება და არ გამოვრიცხავთ, რომ დიეგომ და კომპანიამ აღმასვლა სწორედ "აუფ შალკედან" დაიწყონ.

ნიურნბერგს დაცვაში უჭირს

6 ტურის შემდეგ "ფრაიბურგის" ბალანსს ვერც კარგს ვუწოდებთ და ვერც ცუდად მოვიხსენიებთ: ერთი მოგება, ორი ფრე, სამი მარცხი - რაც მთავარია, ბრაისგაუელები გასავარდნ ზონაში არ არიან.

კაპიტანი შუსტერი ამბობს, ჩვენი პრობლემა ისაა, რომ კონცენტრაციას 90 წუთის მანძილზე ვერ ვინარჩუნებთო.

კრისტიან შტრაიხის გუნდი შაბათს "ნიურნბერგს" ხვდება და ბოლო წლებში ამ მეტოქესთან ისეთი ბალანსი აქვს, რომ ლოგიკურად, არც ახლა უნდა დამარცხდეს: ელიტაში დაბრუნების შემდეგ "ფრაიბურგმა" "ნიურნბერგთან" ექვსი დუელი გამართა, 4 მოიგო და ერთხელაც არ დამარცხებულა.

ნიურნბერგელთა მიზანი კი ფატალური შეცდომების გამოსწორებაა - დიტერ ჰეკინგის სამწყსოს ინდივიდუალური შეცდომები ჰანოვერში (1:4) და "შტუტგარტთან" (0:2) წაგების ფასად დაუჯდა. ჯერ ცენტრალური მცველი პერ ნილსონი შეცდა, მომდევნო მატჩში კი მისმა შემცვლელმა მარკოს ანტონიომაც უპატიებელი შეცდომები დაუშვა.

ამ ფეხბურთელებმა ჰეკინგი საგონებელში ჩააგდეს და საინტერესოა, ვის ათამაშებს დიტერი დაცვის ცენტრში, სანდო ტიმ კლოზეს გვერდით.

გაიხანგრძლივებს ფორტუნა ზეიმს?

"მაინცისა" და "ფორტუნას" დაპირისპირება პირველ რიგში ანდრეას ივანშიტცისა და დანი შაჰინის დუელია, რადგან ეს ფეხბურთელები ძალიან კარგ ფორმაში არიან.

თავად განსაჯეთ: "მაინცის" ავსტრიელმა გამთამაშებელმა გუნდის მიერ გატანილი 6 გოლიდან 4-ში უშუალო მონაწილეობა მიიღო (4 საგოლე პასი), დიუსელდორფელთა თავდამსხმელმა შაჰინმა კი უკვე 4 გოლის გატანა მოასწრო და შეგახსენებთ, რომ "ფორტუნას" ანგარიშზე სულ 6 გოლია.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ დიუსელდორფელთა წარმატებული სვლით გერმანიაში ყველა გაოცებულია - "ფორტუნა" კვლავაც დაუმარცხებელია.

"ვფიქრობ, ყველა დავარწმუნეთ იმაში, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია", - აცხადებს დიუსელდორფელთა მარცხენა მცველი ვან დერ ბერგი, შაჰინი კი დასძენს: "ბევრს დავრბივართ, თავდაუზოგავად ვიბრძვით და შედეგსაც ვაღწევთ. მე მგონი, ჩვენგან ასეთ თამაშს არავინ ელოდა".

ჰამბურგი ფავორიტია

"ფიურტისა" და "ჰამბურგის" მატჩი ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ფორმაში მყოფი გუნდების დუელია.

ბუნდესლიგის დებიუტანტს ბოლო ოთხ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა აქვს მოპოვებული, საკუთარ მოედანზე კი არათუ ქულა არ აუღია, არამედ, გოლიც არ გაუტანია.

"ჰამბურგი" კი პირიქით, საზარელი სტარტის შემდეგ მნიშვნელოვნად გამოსწორდა და ბოლო სამ შეხვედრაში, 9 შესაძლო ქულიდან 7 აიღო, რამაც ჩრდილოგერმანულ კლუბს 125-წლიანი იუბილის ჯეროვნად აღნიშვნის საშუალება მისცა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "ჰამბურგიდან" ყველაზე მეტად არა რაფაელ ვან დერ ვაარტი, არამედ მეკარე რენე ადლერი ბრწყინავს, რომელსაც "კიკერის" საუკეთესო საშუალო შეფასება (1.67 ბალი) აქვს და დღესდღეობით "ჰამბურგისთვის" წარმატების ნომერ პირველი გარანტიაა.

აინტრახტი და დორტმუნდი კვირას თამაშობენ

კვირას, 7 ოქტომბერს, პირველი მატჩი მიონხენგლადბახის "ბორუსიასა" და ფრანკფურტის "აინტრახტის" უაღრესად საინტერესო დაპირისპირებაა.

"გლადბახი" მე-13 ადგილზეა და წინა ტურში დორტმუნდელ სეხნიასთან 0:5 განადგურდა, რაც ლუსიენ ფავრის გუნდისთვის უკვე მართლაც შოკისმომგვრელი მარცხი გახლდათ, რომელმაც გუნდში მონასტერი საბოლოოდ არია.

"აინტრახტი" კი 16 ქულით (5 მოგება, 1 ფრე) მეორე ადგილზეა და გვინდა, არ გვინდა, "ბაიერნის" ნომერ პირველ მდევრად უნდა მოვიხსენიოთ.

მიონხენგლადბახელთა მთავარი პრობლემა დღეს დაცვის ხაზია, რადგან ფავრის შეგირდება ბოლო ოთხ შეხვედრაში 11 გოლი გაუშვეს.

"სეზონის წინ ვინმეს რომ ეთქვა, 6 ტურის შემდეგ 16 ქულა გექნებათო, მაგრად დავცინებდი. თუმცა, გამოჩნდა, რომ ფეხბურთის თამაში შეგვძლებია და უკვე ყველანი მივხვდით, რომ არავისი უნდა გვეშინოდეს", - ეს ალექს მაიერის სიტყვებია, რომელსაც 4 გოლი აქვს გატანილი.

ამ მატჩისთვის "აინტრახტის" თავკაც არმინ ფეეს გამოჯანმრთელებული თავდამსხმელი ოლივიე ოუშენი უბრუნდება.

არანაკლებ საინტერესო უნდა გამოვიდეს "შტუტგარტისა" და "ლევერკუზენის" დაპირისპირებაც. შვაბები და "ფარმაცევტები" სანახაობრივ ფეხბურთს ვეღარ აჩვენებენ, სამაგიეროდ, შედეგები გამოასწორეს - წინა ტურში "შტუტგარტმა" ნიურნბერგში 2:0 მოიგო, "ლევერკუზენმა" კი ასეთივე ანგარიშით "ფიურტი" დაამარცხა.

აქვე ვთქვათ, რომ "შტუტგარტი" "ლევერკუზენისთვის" სასურველ მეტოქედ მიიჩნევა: "ბაიერს" შვაბენლანდში 13 თამაში აქვს მოგებული. ეს "ლევერკუზენისთვის" რეკორდია - ისევე, როგორც ჯამში 27 გამარჯვება "შტუტგარტის" წინააღმდეგ.

"აინტრახტთან" ერთად, "ბაიერნთან" ჩამორჩენის გაზრდა არც "დორტმუნდს" უნდა, თუმცა ამისათვის "ბორუსიას" "ჰანოვერიდან" სამი ქულის წაღება სჭირდება, რაც ყოველთვის ძნელია, ამ სეზონში კი "წითლების" მათსავე მოედანზე დამარცხება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს - მირკო სლომკას გუნდს ჯამში, საკუთარ მოედანზე 27-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

"ჰანოვერი" საკუთარ კედლებში ბოლოს 2011 წლის 30 აპრილს, "გლადბახთან" (0:1) დამარცხდა.

სტატისტიკა ამ შეხვედრაში "გოლების წვიმას" გვპირდება, რადგან "ჰანოვერს" სამ საშინაო მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, დორტმუნდელებმა კი ბოლო ორ მატჩში 8-ჯერ იხეირეს. ამასთან, "ბორუსიამ" ბოლო 36 შეხვედრიდან მხოლოდ ერთში ვერ შეძლო გოლის გატანა, "ჰანოვერმა" კი - ბოლო 18-დან ერთში...

გერმანია. ბუნდესლიგა. VII ტური

5 ოქტომბერი

აუგსბურგი-ვერდერი 3:1

6 ოქტომბერი

ბაიერნი-ჰოფენჰაიმი 17:30

დისკვალიფიკაცია: სალიჰოვიჩი (ჰოფენჰაიმი)

ტრავმა: რედერი, ალაბა, რობენი, გომესი - ვიზე, კრისი, იაისლე, ვუკჩევიჩი

ბოლო 6 მატჩი

+6=0-0 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 8 თამაში: +5=3-0 (20:6)

შალკე-ვოლფსბურგი 17:30

ტრავმა: ჰილდებრანდი, პაპადოპულოსი, დრაქსლერი - პილარი, ჰელმესი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 თამაში: +8=13-6 (39:37)

ფრაიბურგი-ნიურნბერგი 17:30

დისკვალიფიკაცია: გუედე (ფრაიბურგი)

ტრავმა: ფლუმი, როზენტალი - ნილსონი, ჰლუშეკი, მენდლერი

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 14 თამაში: +7=4-3 (19:17)

მაინცი-ფორტუნა 17:30

ტრავმა: ჰ. მიულერი, რისსე, ჩუპო-მოტინგი, კლასნიჩი - ბრუნო სუარესი, რაიზინგერი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=4-0

ურთიერთშეხვედრები

I ბუნდესლიგაში არ უთამაშიათ

ფიურტი-ჰამბურგი 17:30

დისკვალიფიკაცია: რაიკოვიჩი (ჰამბურგი, შიდა)

ტრავმა: პეცოსი, ტირალა, ფალი - აოგო, ლამი, ილიჩევიჩი, კაჩარი, ნიორგაარდი

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

I ბუნდესლიგაში არ უთამაშიათ

7 ოქტომბერი

ბორუსია (მ)-აინტრახტი 17:30

ტრავმა: ამედიკი, ბუტშერი, ჯაპკა, ჰოფერი, კუემაა (ყველა აინტრახტი)

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 76 თამაში: +24=22-30 (110:125)

შტუტგარტი-ლევერკუზენი 19:30

ტრავმა: ჰუგლანდი, აუდელი, დიდავი, ოკაზაკი (ყველა შტუტგარტი)

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 66 თამაში: +22=17-27 (89:108)

ჰანოვერი-ბორუსია (დ) 19:30

ტრავმა: კ. შულცი, ანდრეასენი, ნიკჩი - ოვომოიელა, გიუნდოგანი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 42 თამაში: +10=13-19 (63:93)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბაიერნი 6 6 0 0 19-2 18

2. აინტრახტი 6 5 1 0 16-8 16

3. ბორუსია (დ) 6 3 2 1 16-8 11

4. შალკე 6 3 2 1 12-7 11

5. ჰანოვერი 6 3 1 2 14-9 10

6. ფორტუნა 6 2 4 0 6-2 10

7. ლევერკუზენი 6 3 1 2 9-7 10

8. ჰოფენჰაიმი 6 2 1 3 10-12 7

9. ჰამბურგი 6 2 1 3 8-10 7

10. მაინცი 6 2 1 3 6-8 7

11. ვერდერი 7 2 1 4 10-13 7

12. ნიურნბერგი 6 2 1 3 7-11 7

13. ბორუსია (მ) 6 1 3 2 7-12 6

14. ფრაიბურგი 6 1 2 3 8-10 5

15. აუგსბურგი 7 1 2 4 5-11 5

16. შტუტგარტი 6 1 2 3 5-12 5

17. ვოლფსბურგი 6 1 2 3 2-10 5

18. ფიურტი 6 1 1 4 2-10 4

ბომბარდირები:

6 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); 4 - ა. მაიერი (აინტრახტი), თ. მიულერი (ბაიერნი), მარკო როისი (ბორუსია /დ/), დანი შაჰინი (ფორტუნა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა