ქართული სპორტის სტაჟიან ქომაგებს, ცხადია, ემახსოვრებათ "ლაგუნა ვერეს" აუზში წყალბურთელთა საერთაშორისო ტურნირები, რომლებშიც მსოფლიოს უძლიერეს ათლეტებს უასპარეზიათ...

ქართული სპორტის სტაჟიან ქომაგებს, ცხადია, ემახსოვრებათ "ლაგუნა ვერეს" აუზში წყალბურთელთა საერთაშორისო ტურნირები, რომლებშიც მსოფლიოს უძლიერეს ათლეტებს უასპარეზიათ. 80-იანი წლების მიწურულიდან ტრადიცია, სამწუხაროდ, დავიწყებას მიეცა. და აი, წლეულს, მას შემდეგ, რაც მწყობრში ჩადგა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე რეკონსტრუირებული საცურაო აუზი, პირველ საერთაშორისო ტურნირსაც ვუმასპინძლეთ. გუშინ კი "ოლიმპიკში" წყალბურთელებისა და სპორტის ამ სახეობის ქომაგებისთვის ზეიმი დაიწყო: თბილისი ევროპის საკლუბო ჩემპიონატის - ლენტროფის პირველი შესარჩევ რაუნდს მასპინძლობს. საქართველოს დედაქალაქში, როგორც გაუწყეთ, ექვსმა გუნდმა მოიყარა თავი. ისინი წრიული სისტემით იმ ოთხი რჩეულის ვინაობას გაარკვევენ, რომლებიც მომდევნო ეტაპზე გავლენ.

ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია ბუდაპეშტის "ჰონვედი". მის შემადგენლობაში სამი ოლიმპიური ჩემპიონი თამაშობს. ესენი არიან იშტვან გერგელი, მარტონ შივოში და ბალაშ ჰარაი. თბილისური ტურნირი გუშინ სწორედ უნგრელებმა და ფრანგებმა გახსნეს. "ჰონვედის" უპირატესობა პირველივე წუთებიდანვე გამოიკვეთა და ფავორიტებმა "ოლიმპიკი" 11:2 (4:0, 2:2, 4:0, 1:0. ბურთები: შივოში-5, გორ-ნაგი-2, ტოტი-1, ჰანგოდი-1, სალამონი-1, ჰარაი-1 (ყველა - ჰონვედი), იაბლონსკი-1, იაკაბი-1 (ორივე - ოლიმპიკი) დაამარცხა.

უფრო დიდი ანგარიშით გაიმარჯვა ევროლიგის სამგზის ჩემპიონმა, ლენტროფისა და სუპერთასის ხუთგზის მფლობელმა იტალიის "პოსილიპომ", რომელმაც 19:1 (3:0, 5:0, 4:1, 7:0) სძლია თურქეთის ენკა-ს (გუიდალდი-4, გალო-4, ბანი-3, ჰუტენი-2, პერესი-2, საკოია-2, ბერტოლი-1, რენზუტო-1 (ყველა - "პოსილიპო"), გესიკი-1 (ენკა).

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ცხადია, მასპინძლების - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის გაერთიანებული გუნდისა და ისრაელის წარმომადგენელთა დაპირისპირება იყო.

"ოლიმპიკი", 7 ოქტომბერი.

ლიგამუსი-თბილისი (საქართველო)-ასა (ისრაელი)

18:4 (6:1, 3:0, 5:1, 4:2).

ლიგამუსი-თბილისი: ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა ქენქაძე (2), გურამ კოტარია (1), იოვან პოპოვიჩი (1), მარკო კორდიჩი (1), გიორგი ხვედელიანი, რევაზ ჩომახიძე (3), მიხეილ ბაღათურია (2), ზურაბ რურუა (კ. 3), კონსტანტინე გეგელაშვილი (4), ტატო ნიკოლეიშვილი, ბექა ქავთარაძე (1), იოვან სტრუიჩი (მთავარი მწვრთნელი ზვიად დავითიანი).

ასა: კადზირი, გოლდენბერგი, გოლომბეკი, სტრუგო, შოჰამი (1), აპტელი, ეროსი (1), გულდშმია (1), ჰადარი (1), მურვიტზი, პოლაცეკი (მთავარი მწვრთნელი ბენი ლენგი).

შეხვედრა მასპინძელთა იერიშებით დაიწყო, მაგრამ ანგარიში მხოლოდ მე-5 წუთზე გაიხსნა _ თავი ბექა ქენქაძემ გამოიჩინა. რამდენიმე წამის შემდეგ გუნდის კაპიტანმა ზურაბ რურუამ პენალტით ანგარიში ორამდე გაზარდა. ინიციატივას მთლინად "ლიგამუსი-თბილისი" დაეუფლა და პირველი პერიოდის ბოლომდე მეტოქის კარში კიდევ ოთხი გოლი გაიტანა. სტუმრებმა ანგარიშის მხოლოდ ერთი ბურთით შემცირება მოახერხეს.

მეორე პერიოდის დასაწყისში სახელოვანმა ქართველმა სპორტსმენმა რევაზ ჩომახიძემ იყოჩაღა _ კადზირთან პირისპირ გასულმა მე-7 ბურთი მოათავსა ასა-ს კარის ბადეში. საერთოდ, ამ მატჩში ჩომახიძემ, რომელიც ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა დიდ სარბიელს, სამი გოლი გაიტანა. მთლიანად ამ მატჩში "ლიგამუსი-თბილისის" წყალბურთელებმა 18 გოლი მიითვალეს, საკუთარ კარში კი 4 ბურთი მიიღეს. ქართული წყალბურთის ისტორიაში პირველმა ჩვენებურმა საკლუბო გუნდმა სადებიუტო ოფიციალურ ტურნირზე _ ლენტროფის გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა, თანაც დიდი ანგარიშით.

დღეს მასპინძლები სტამბოლის ენკა-ს შეხვდებიან. წარმატების შემთხვევაში, დანარჩენი ორთაბრძოლების მიუხედავად, ფაქტობრივად, მეორე ეტაპის საგზურს დაიბევებენ.

_ მიხარია, რომ საკლუბო ჩემპიონატში პირველი შეხვედრა მოვიგეთ, _ მითხრა "ლიგამუსი-თბილისის" კაპიტანმა ზურაბ რურუამ. _ ბიჭები მონდომებულები იყვნენ და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ. ასა არ ყოფილა ძლიერი გუნდი. ისრაელში ბოლო ორი-სამი წელიწადია, წყალბურთს ყურადღებას უთმობენ, თუმცა დღეს ახალგაზრდულმა კლუბმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაგვიწია. მეორე ტურში დიდი ბრძოლა მოგველის თურქეთის ენკა-სთან, რადგან მე-4 საგზურის მთავარი კონკურენტი ჩვენთვის სწორედ ეს გუნდია. სტამბოლელებს შეჯიბრების სტარტზე მაინცდამაინც თავი არ შეუკლავთ "პოსილიპოსთვის". ასე მგონია, ძალები "ლიგამუსი-თბილისთან" საბრძოლველად შემოინახეს...

ასპარეზობის მონაწილენი დღეს ორ-ორ შეხვედრას გამართავენ: მე-2 ტური. 09.30. პოსილიპო-ოლიმპიკი, 11.00. ჰონვედი-ასა, 12.30ლიგამუსი-თბილისი-ენკა. მე-3 ტური. 15.30. პოსილიპო-ასა, 17.00. ენკა-ოლიმპიკი, 18.30. ჰონვედი-ლიგამუსი-თბილისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა