ვფიქრობ, შოთა თურქეთშივე მოინდომებს იმის დამტკიცებას, რომ უნარიანი მწვრთნელია და ქაისერული ხელმოცარვა ფატალური უიღლობა, შემთხვევითობა იყო
შოთა თურქეთიდან ასე არ წავა

შოთა არველაძე თურქული "ქაისერისფორის" მწვრთნელი აღარ არის - გადაწყვეტილება თვითონ არველაძემ მიიღო და ალბათ სწორადაც მოიქცა - გუნდი თურქეთის მიმდინარე ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.

არადა, არველაძე საინტერესო მწვრთნელი უნდა იყოს. მას ავტობიოგრაფიული წიგნის (იხილეთ ვრცლად) დაწერაში ვეხმარებოდი და ბევრი ისეთი საინტერესო რამეც გავიგე, რაც წიგნში არ დაწერილა.

გივი ნოდია, რევაზ ძოძუაშვილი, დავით ყიფიანი, ალექსანდრე ჩივაძე, შენოლ გიუნეში, მორტენ ოლსენი, დიკ ადვიკაატი, ლუის ვან გაალი... ასეთ ხალხთან როცა აქვს ნამუშევარი ფეხბურთელს, კარგი სამწვრთნელო კონსპექტის შედგენაც შეუძლია, ოღონდაც მწვრთნელობა მხოლოდ კონსპექტი არ არის.

მწვრთნელობა განსაკუთრებულად რთული პროფესიაა, ცარიელ კარს თუ ბურთი ააცილე, შეცდომის გამოსწორების შანსს არავინ მოგცემს.

"ქაისერში" მწვრთნელობა შოთასთვის ბევრად უფრო ძნელი იყო, ვიდრე ცარიელ კარში გოლის გატანა - ეს მისი პირველი გუნდი იყო, რომელსაც დამოუკდებლად წვრთნიდა.

ინტერნეტის საშუალებით არაერთხელ ვნახე "ქაისერის" თამაში. თურქეთში თითქმის ყველა გუნდი ერთნაირად თამაშობს, უტევენ, ცდილობენ, რომ ასეც მოიყვანონ ხალხი სტადიონზე. როცა ერთი განაპირა მცველი შეტევაში მიდის, მეორე განაპირა მცველი შუისკენ კი არ იწევს, არამედ ისიც გარბის საკუთარ ფლანგზე - სივრცეები ცარიელდება, თუ შნო გაქვს, შეუტიე და მეტოქესაც მიეცი თამაშის საშუელება.

შემტევი ფეხბურთი ის ეტიუდია, რითაც ფეხბურთელის გარდა მწვრთნელიც იწაფება. არველაძე არ არის ჯიუტი ადამიანი და მწვრთნელი, რაღაც რომ დაიჩემოს და არ გადათქვას. ეს კი მწვრთნელისთვის კარგი თვისებაა.

მას ადამიანებთან ურთიერთობაც ეხერხება, იუმორში კი არანაკლებ ნიჭიერია, ვიდრე ფეხბურთელობაში იყო. ეს ის თვისებებია, რითაც მწვრთნელები მიმზიდველები ხდებიან კლუბის პრეზიდენტებისა და გულშემატკივრებისთვის.

მთავარი კი შედეგია. ვფიქრობ, შოთას მალე გამოუჩნდება ახალი გუნდი. არა მგონია, რომ მან რომელიმე ქართული გუნდი გაწვრთნას. ის გულნაკლულია და თურქეთშივე მოინდომებს იმის დამტკიცებას, რომ უნარიანი მწვრთნელია და ქაისერული ხელმოცარვა ფატალური უიღლობა, შემთხვევითობა იყო.

გაიოზ დარსაძე რომ არ იძახებდა შოთას ნაკრებში და მერე რომ მაინც გამოიძახა, ხომ გახსოვთ? დარსაძეს ფორმაციის ნაკრებში შოთამ პირველად ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩში ითამაშა და საქართველოს ნაკრებმა ის შეხვედრა 2:6 წააგო.

მომდევნო ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრებს რამდენიმე დღის შემდეგ ჰქონდა შინ იორდანიასთან. შეთანხმება ისეთი იყო. რომ შოთას მხოლოდ ბულგარეთთან უნდა ეთამაშა, მაგრამ 2:6-ის მერე მან უარი თქვა "ალკმაარში" დაბრუნებაზე, იორდანიასთანაც უნდა ვითამაშოო.

თბილისში იორდანიას 3:2 მოვუგეთ, არველაძე იმ შეხვედრაში საუკეთესო იყო, ნამდვილი ლიდერივით ითამაშა, გოლი და ორი საგოლე პასი მოინაგრა.

ეს ის თვისებაა, რითაც შოთას კარიერა გამორჩეული გახდა მისი თაობის არანაკლებ ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელების კარიერასთან შედარებით. ახლაც ასე მგონია, სანამ თურქეთში არ დაამტკიცებს, რომ კარგი მწვრთნელია, სხვაგან არ წავა.

თურქეთში შოთა ყველაზე უფრო ტრაბზონში უყვართ, იქ ჯერ ისევ გიუნეშია მწვრთნელი, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ შოთა იქაც მოსინჯავს საკუთარ თავს მწვრთნელობაში.

შოთას საქართველოს ნაკრების მწვრთნელობასაც სთავაზობდნენ და ალბათ სწორად მოიქცა, რომ უარი თქვა. ნაკრების გაწვრთნას სულ სხვა გამოცდილება სჭირდება, თუნდაც ის, რაც, მან "ქაისერისფორში" მუშაობით შეიძინა.

ლეგენდა ყიფიანზე

რუსთავის "მეტალურგში" მწვრთნელი შეიცვალა, კობა ჟორჟიკაშვილის ადგილი გიორგი ყიფიანმა დაიკავა.

ჟორჟიკაშვილმა გვითხრა, "მეტალურგის" სპორტული დირექტორის ნაკლებადგამოცდილია ამ საქმეში და დრო გამოაჩენს, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილებაო (იხილეთ ვრცლად).

გიორგი ყიფიანი კი ალბათ ძალიან პრინციპული მწვრთნელი იქნება. ის კარგი პლეიმეიკერი იყო, ოღონდაც მაშინ, როცა ფეხბურთელის კარიერის საუკეთესო პერიოდი ჰქონდა, საქართველოს ნაკრებს ამ პოზციაზე უნიჭიერესი ფეხბურთელები ჰყავდა და ყიფიანმაც ვერ მოიკიდა ფეხი ეროვნულ გუნდში.

სამაგიეროდ მან სახელი გაითქვა როგორც ერთ-ერთმა ყველაზე პირდაპირმა ადამიანმა ქართულ საფეხბურთო სამყაროში.

ლეგენდა ყოველთვის როდია გამოგონილი ამბავი, ხშირად ლეგენდა სრული სიმართლეა, ან სიმართლესთან არის ახლოს.

ლეგენდა გიორგი ყიფიანზე ასეთია: ერთ-ერთი ქართული კლუბის პრეზიდენტი თანხას არ იმეტებდა გუნდისთვის, მერე მაინც გამოიმეტა რაღაც ფული, ოღონდ არა იმდენი, რამდენსაც ფეხბურთელები ითხოვდნენ, ყიფიანმა კი არც აცია და არც აცხელა, პრეზიდენტს უთხრა, წაიღე და ამ ფულით და შენს ცოლს საცვლები უყიდეო.

რა თქმა უნდა, მე ამ ამბის მოწმე არ ვარ და ვერ დავიჩემებ, რომ ეს ყველაფერი სრული სიმართელა, თუმცა ამ ისტორიას ყოველთვის ყვებიან, როცა გიორგი ყიფიანზე ჩამოვარდება ხოლმე სიტყვა.

როგორ დავალაგოთ ფეხბურთი?

ქვეყანაში მომხდარ ცვლილებებს ცვლილებები უნდა მოჰყვეს ფეხბურთშიც. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა კიდევ სამი წელი უნდა დარჩეს თანამდებობაზე და არა მგონია, რომ ვადამდე აპირებდეს გადადგომას. ის არ ჰგავს მშიშარა ადამიანს.

მაშ, როგორ მოხდება ცვლილება? თუ კიდევ ძალომომრეობით მოხდება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენება და დანიშვნა-არჩევნები, საზოგადოების უმრავლესობის ბრძოლა ასეთ უმსგავსოებებთან ფუჭი აღმოჩნდება.

მეორეს მხრივ, ფედერაციის ახლანდელი პრეზიდენტმა სწორედ მაშინ დაიკავა ეს თანამდებობა, როც ძალმომრეობით ხდებოდა დანიშვნა-არჩევნები.

სიტუაცია კაზუსამდე მივა - ამის წინასწარმეტყველების საფუძველი ნამდვილად არსებობს.

რა თქმა უნდა, ახალ ხელისუფლებას კანონიერი ბერკეტებიც ექნება, მაგალითად, შეუძლია რომ დოტაცია შეუწყვიტოს ფეხბურთის ფედერაციას და თუ ეს ორგანიზაცია სახელმწიფოსგან ყოველწლიურად ვეღარ მიიღებს დაახლოებით 7 მილიონ ლარს, როგორღა შეინახავს მაღალ დონეზე ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს?

პრეზიდენტის საჩუქარი

გიორგი დემეტრაძე ქვეყნის პრეზიდენტმა შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა (იხილეთ ვრცლად).

ეს დაგვიანებული, მაგრამ მაინც საჩუქარია ქართული საფეხბურთი სამყაროსთვის, ნაჩუქარ ცხენს კი კბილი არ გაესინჯება.

კულუარებში იმასაც ამბობენ, შესაძლოა, დემეტრაძე სულაც ახალ წლამდე გაათავისუფლონო და ვნახოთ...

ამასობაში ლანჩხუთის "გურიას" და საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი თემურ ჩხაიძე პარლამენტის დეპუტატი გახდა.

რამდენიმე თვის წინ კი სამსახურიდან იმიტომ დაითხოვეს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალექობის მინიჭებას დაუჭირა მხარი.

აი ასე, ცხოვრებაში ბევრი რამ ძალიან სწრაფად იცვლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sofo...
შოთა,გილოცავ კაზიმფაშაში გადასვლას!!!გისურვებ წარმატებებს!!!
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კვარა" ისევ როტაციაში და ორი მნიშვნელოვანი მატჩი პარალელურად
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
[PHOTO] "სიტისთან" მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა
კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა