ვლადიკავკაზიის "ალანიას" ქართველმა ნახევარმცველმა რუსულ გამოცემა "სპორტ ექსპრესს" ინტერვიუ მისცა
გორის "დილადან" რუსეთში გადაბარგებულ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ შოთა გრიგალაშვილს ვლადიკავკაზის "ალანიაში" დებიუტი ჯერ კიდევ რუსეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში, "ანჟისთან" მატჩში ჰქონდა. უკვე მომდევნო შეხვედრაში "მორდოვიასთან" კი, გუნდის თავკაცმა ვალერი გაზაევმა ქართველი ძირითადში გაამწესა.

აშკარაა, რუსეთში წასულმა 26 წლის ფეხბურთელმა ვლადიკავკაზური კლუბის მესვეურებსა და გულშემატკივრებზე საკმაოდ კარგი შტაბეჭდილება მოახდინა.

შედეგად, ჩვენებურს ყურადღება გამოცემა "სპორტ ექსპრესმაც" მიაპყრო და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- როგორ შეძელით ასე სწრაფად და იოლად "ალანიას" გუნდსა და სათამაშო სტილთან შეგუება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ჩემპიონატი, საიდანაც გადმოხვედით, რუსეთისას ჩამორჩება?

- ნამდვილად არ მეგონა, თუ ჩვენი მწვრთნელი ვლადიმირ გაზაევი უმალ მანდობდა შემადგენლობაში ადგილს. ვფიქრობდი, რომ ახალ პარტნიორებთან შეგუება თავიდან ვარჯიშებზე მომიწევდა და მიუხედავად იმისა, რომ "ანჟისთან" დავმარცხდით, მწვრთნელის უზომო მადლიერი ვიყავი და მისი ნდობის გასამართლებლად თავი არ დამიზოგავს.

მადლობელი ვარ პარტნიორებისა და გულშემატკივრებისაც, რომლებმაც თბილად მიმიღეს. თუმცა, მოედანზე ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც მინდოდა, განსაკუთრებით "მორდოვიასთან" თამაშში. მომატებაა საჭირო და ვიცი, რომ უკეთესად შემიძლია თამაში, რასაც უახლოეს მატჩებში დავამტკიცებ.

- "ალანიაში" ჯერჯერობით მეორე, უკანდაწეულ ფორვარდად თამაშობთ. ეს პოზიცია თქვენთვის ჩვეულია?

- საერთოდ, ნახევარმცველი ვარ, თუმცა უფრო შეტევაზე ვარ მომართული. ისეთ ბრწყინვალე პარტნიორთან კი, როგორიც ნეკუა, თავს თავდასხმაშიც კომფორტულად ვგრძნობ.

- გიჭირთ რუსეთის ჩემპოინატში თამაში?

- არც ისე, როგორც წარმომედგინა. ალბათ იმიტომ, რომ სამშობლოში საუკეთესო გუნდებში ვთამაშობდი - ჯერ თბილისის "დინამოსთან" ერთად გავხდი ქვეყნის ჩემპიონი, შემდეგ - "ზესტაფონში" ყოფნისას. "დილასთან" ერთად ევროპალიგაში ვითამაშე. სხვადასხვა დროს დამიცავს საქართველოს ჭაბუკთა, ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების ღირსება.

- უწინ საქართველოს ნაკრებში რეგულარულად გიწვევდნენ. ბოლო დროს რატომ აღარ ჩანს თქვენი გვარი გუნდის შემადგენლობაში?

- აქამდე საქართველოს ნაკრებში 9 მატჩი ჩავატარე, ხოლო რატომ არ მიწვევენ ეროვნულ გუნდში ამჟამად, ეს მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ.

იმედი მაქვს, "ალანიაში" კიდევ უფრო მოვუმატებ თამაშს, ვლადიკავკაზი კი ცხრა მთას იქით არაა თბილისიდან - სულ 200 კმ-ია და ნაკრების თავკაცს ჩემი ახალ გუნდში გარჯის შეფასება ადვილად შეეძლება.

- "ალანიას" პარალელურად, სხვა უცხოური კლუბებიც გიწვევდნენ?

- იყო გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდში გადასვლაზე საუბარი, ასევე უკრაინულ კლუბზე. კონკრეტული წინადადებით, "ალანიას" გარდა, მხოლოდ ზაპოროჟიეს "მეტალურგმა" მომმართა, თუმცა მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა - მხოლოდ "ალანია"! რატომ? ვლადიკავკაზური კლუბს საქართველოში კარგად იცნობენ. ამ გუნდში ხომ რუსეთის ჩემპიონები ქართული ფეხბურთის აღზრდილები: ომარ თეთრაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მურთაზ შელია, ზაზა რევიშვილი გახდნენ.

გადავწყვიტე, რომ საზღვარგარეთ თამაში და განვითარება ჩემი სამშობლოს მეზობლად უფრო გამიადვილდებოდა. ამასთან, მინდა ისევე გავხდე რუსეთის ჩემპიონი, როგორც ეს ჩემმა წინამორბედებმა შეძლეს.

ასევე იხილეთ:

ლეგიონერები: შოთა გრიგალაშვილმა "ალანიაში" ერთი ტაიმი ითამაშა

შოთა გრიგალაშვილის დებიუტი და გია ნერგაძის ტიტული

შოთა გრიგალაშვილი: თუ "ალანიას" დასჭირდება, კარშიც დავდგები

osradio.ru: ოს პატრიოტებს "ალანიაში" ქართველის დანახვა არ სურთ

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა