ორი "მაკაბის" - თელავივურისა და აშდოდურის - დაპირისპირება ბოლო წუთებამდე დაძაბული იყო და საბოლოოდ თელავიველებმა 75:65 იმარჯვეს
გიორგი შერმადინმა ისრაელის თასი დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა. ორი "მაკაბის" - თელავივურისა და აშდოდურის - დაპირისპირება ბოლო წუთებამდე დაძაბული იყო. თელავიველებმა გადამწყვეტ მომენტში მოიპოვეს უპირატესობა და საბოლოოდ 75:65 იმარჯვეს.

გიორგი შერმადინი სათადარიგო იყო და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა აშდოდელთა ფარს საშუალო დისტანციიდან 5-ჯერ შეუტია, სადანაც 3 ჩააგდო და საბოლოოდ 6 ქულა მოაგროვა.

შერმადინს მეტის ჩაგდებაც შეეძლო, თუმცა 2 საჯარიმო ააცილა. 6 ქულასთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა 7 მოხსნა (მეორე შედეგი გუნდში) და 1 ჩაჭრაც მიითვალა.

თელავიველთაგან საუკეთესო პოლონური პასპორტის მქონე ამერიკელი დევიდ ლოგანი გახდა, რომელმაც 32 წუთში 24 ქულა მოაგროვა.

მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 28 შეადგინა, ხოლო ამ მაჩვენებლით შერმადინი (10) ლოგანისა და ნიკ მედლის (11) შემდეგ თანაგუნდელთაგან მესამე იყო.

ისრაელის ჩემპიონატი 14 ოქტომბერს იწყება და პირველივე ტურში ერთმანეთს გიორგი შერმადინის "მაკაბი" და საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრის, ჯეიკობ პულენის "იერუსალიმი" დაუპირისპირდებიან.

მანამდე კი, 11 ოქტომბერს, ევროლიგის პირველ ტურში თელავიველები მალაგაში "უნიკახას" შეხვდებიან.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა