პეკინის "პრემიერ" კატეგორიის ტურნირზე ვიქტორია აზარენკამ ორ სეტში მოუგო მარია შარაპოვას
პეკინის "პრემიერ" კატეგორიის ტურნირზე ვიქტორია აზარენკამ ორ სეტში მოუგო მარია შარაპოვას და გაზარდა მასთან უპირატესობა WTA-ს კლასიფიკაციაში.

თუ სერენა უილიამსს არ ჩავთვლით (ამერიკელს ამ სეზონში ექვსიდან ექვსჯერ ჰყავს დამარცხებული რუსი და ბელორუსი), ფინალში ერთმანეთს ტურის საუკეთესო ჩოგბურთელები ხვდებოდნენ.

მათ შემთხვევით არ უკავიათ რეიტინგში პირველი ორი ადგილი. 7 ოქტომბრის მატჩამდე ისინი 10-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და აზარენკა წინ იყო - 6:4.

ვიქტორიას ძალიან აქტიური სტარტი ჰქონდა, რაც მარიას თამაშიდან გამომდინარეობდა. პირველ გეიმებში შარაპოვა ყველა კომპონენტში მოიკოჭლებდა - მოწოდება, უკანა ხაზიდან დარტყმები და ა. შ. დიდი რაოდენობით შეცდომებმა ის გამოიწვია, რომ მსოფლიოს მეორე ჩოგანმა წააგო ოთხი პირველი გეიმი.

მეშვიდე გეიმში აზარენკამ პირველი სეტბოლი მიიღო, მაგრამ ვერ გამოიყენა. რუსი გამოცოცხლდა, რამაც მას პირველ პარტიაში კიდევ ორი გეიმის მოგების საშუალება მისცა.

როცა მარიამ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირების შანსი მიიღო, მის თამაშში შეცდომები დაბრუნდა და პირველი პარტია მეტოქეს ჩააბარა. სულ შარაპოვამ 20 უნებლიე შეცდომა დაუშვა, აზარენკამ - მხოლოდ შვიდი.

მეორე სეტში მარიამ სცადა რაღაცის შეცვლა, ყველა გეიმში იბრძოდა, მაგრამ ყოველთვის ბოლოსკენ უფრო ძლიერად აზარენკა გამოიყურებოდა. მეორე სეტის ყველა გეიმში, რომელიც ვიქტორიამ აიღო, ანგარიში 30:30 ან "თანაბარი" იყო. ისევე, როგორც პირველ სეტში, რუსმა თამაშის შემობრუნების შანსი მიიღო, მაგრამ წააგო ბელორუსის მოწოდებაზე ხანგრძლივი გეიმი - 3:6, 1:6.

აზარენკამ მე-13 ტიტული მოიპოვა კარიერაში, მაგრამ ამასთან, ეს მისი პირველი მოგება იყო მარტიდან. გარდა ამისა, ის გახდა პირველი ჩოგბურთელი, ვინც სეზონში ერთზე მეტი "პრემიერ" კატეგორიის ტურნირი მოიგო.

რაც შეეხება რეიტინგში პირველი ადგილისთვის ბრძოლას, აზარენკას უპირატესობა შარაპოვაზე 800 ქულამდე გაიზარდა.

ასე რომ, წლის პირველი ჩოგანის რანგში დასრულება ბოლომდე შარაპოვაზე არ არის დამოკიდებული. მას არა მხოლოდ მოგება სჭირდება სტამბულში წლის შემაჯამებელ ტურნირზე, არამედ აზარენკა უნდა გამოეთიშოს ნაადრევ ეტაპზე ჩემპიონატს.

China Open

პეკინი, ჩინეთი. ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

ფინალი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-მარია შარაპოვა (რუს, 2) 6:3, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა