ახალგაზრდა ქართველი ფორვარდის "კახასოლმა" ბასკურ გრანდთან 90:70 წააგო
ესპანეთის პირველობაზე მეორე შეხვედრა წააგო ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა". ამჯერად სევილიელთა მეტოქე ბასკური გრანდი "კახა ლაბორალი" იყო და ამიტომ მატჩის საფინალო ანგარიშში დაფიქსირებული სხვაობა არ უნდა გაგვიკვირდეს - 90:70.

ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ 18 წლის ბექას თამაშიდან თამაშამდე მეტად ენდობა მწვრთნელი და ისიც სტატისტიკას იუმჯობესებს.

თუ წინა შეხვედრაში ბურჯანაძემ მხოლოდ 4 წუთი ითამაშა და 3 ქულა ჩააგდო, 7 ოქტომბერს "კახა ლაბორალთან" მწვრთნელმა 15 წუთი უბოძა და ქართველმაც თავი არ შეირცხვინა: 2-2 ორქულიანი და სამიანი ისროლა, საიდანაც თითო გამოიყენა. ამას დაურთო 2 საჯარიმო (4-დან) და საბოლოოდ 7 ქულა და 4 მოხსნა მოუგროვდა.

წუთობრივი, ქულათა და მოხსნების მაჩვენებელი მისთვის ესპანურ კარიერაში სარეკორდოა. თუმცა მათ კიდევ უფრო გაუმჯობესებას უახლოეს მატჩებში უნდა ველოდეთ.

შეხვედრის ბომბარდირი არგენტინელი ანდრეს ნოჩიონი გახდა - 20 ქულა.

ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტური 14 ოქტომბერს გაიმართება. "კახასოლი" კვლავ სტუმრად ითამაშებს - მადრიდში ვიქტორ სანიკიძის ყოფილ კლუბ "ესტუდიანტესს" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა