ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ტურნირის მე-2 ტურის მატჩი "ლიგამუსმა" შაბათს ჰოლანდიაში იქაურ ჩემპიონ "შუურმანთან" გამართა
წყალბურთელ ვაჟთა ჩემპიონთა ლიგაში საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ევროპის 21 საუკეთესო კლუბი მონაწილეობს, რომლებიც წილისყრამ ოთხ ჯგუფში გადაანაწილა.

საქართველოს სამგზის ჩემპიონი "ლიგამუსი-თბილისი" A ჯგუფში საბერძნეთის "ვოულიაგმენს", ვოლგოგრადის (რუსეთი) "სპარტაკს", ჰოლანდიის "შუურმანს", ჰანოვერის (გერმანია) "ვასპო-89"-სა და უნგრეთის "ეგერს" გაუწევს მეტოქეობას მერვედფინალის ოთხი საგზურისთვის.

სახელოვანი წყალბურთელის, რევაზ ჩომახიძის შეგირდებს პირველი პაექრობა სტუმრად, სწორედ "ეგერთან" უნდა გაემართათ, მაგრამ, როგორც გაუწყეთ, ვიზების პრობლემების გამო უნგრეთს ვერ გაემგზავრნენ და ეს შეხვედრაც მომავალი წლისთვის გადაიდო.

ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ტურნირის მე-2 ტურის მატჩი "ლიგამუსმა" შაბათს ჰოლანდიაში იქაურ ჩემპიონ "შუურმანთან" გამართა. პირველი პერიოდი სტუმრებმა 3:2 მოიგეს, დანარჩენი სამი რაუნდიდან მასპინძლებმა, რომლებმაც სტარტზე გერმანულ -"ვასპო-98"-ს სძლიეს (6:5), მეორე რვაწუთიან მონაკვეთში გარდატეხის შეტანა და საბოლოო გამარჯვება შეძლეს - 13:10 (2:3, 6:2, 2:2, 3:3).

ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: "ჰანოვერი" - "ვოულიაგმენი" 4:18 (0:5, 1:6, 2:5, 1:2), "სპარტაკი" - "ეგერი" 10:7 (3:2, 3:2, 1:2, 3:1).

ორი ტურის შემდეგ: "ვოულიაგმენი" - 6 (29:10), "შუურმანი" - 6 (19:15), "სპარტაკი" - 3 (16:18), "ლიგამუსი" - 0 (10:13), "ეგერი" - 0 (7:10), "ჰანოვერი" - 0 (9:24).

20 ოქტომბერს "ლიგამუსი" ვოლგოგრადის "სპარტაკს" უმასპინძლებს, "ეგერი" - "ვასპო-98"-ს, ხოლო "ვოულიაგმენი" შინ "შუურმანს" შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს