კახა მახარაძე ესტონეთის უმაღლესი ლიგის კლუბ "სილამაე კალევთან" სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
18 წლის ქართველი მეკარე კახა მახარაძე ესტონეთის უმაღლესი ლიგის კლუბ "სილამაე კალევთან" კონტრაქტს გააფორმებს. მანამდე კი ფეხბურთელმა ესტონეთის მოქალაქეობა უნდა მიიღოს, რასაც ოქტომბრის ბოლოსთვის მოელის.

"სილამაე კალევი" ესტონეთის მეისტრილიგაში ასპარეზობს და 33 ტურის შემდეგ 51 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება. მახარაძის გარდა, "კალევში" ორი ქართველი ფეხბურთელი - ირაკლი თორინავა და დავით ლორთქიფანიძე - ირიცხება.

როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ესტონეთში და რა პერსპექტივები ელის, ამის შესახებ თავად საუბრობს.

- თავდაპირველად გვითხარი, რა ასაკიდან დაიწყე ფეხბურთის თამაში და რომელ საფეხბურთო სკოლაში დადიოდი?

- მე და ჩემს ძმას ფეხბურთი ბავშვობიდან გვიყვარდა. ეზოში ბურთს ყოველთვის ვაგორებდით. ერთ დღეს ჩვენს თამაშს "ზესტაფონის" მწვრთნელი დაესწრო. მას ჩემი ძმის თამაში მოეწონა და მამაჩემს ურჩია, შვილი ფეხბურთზე შეეყვანა.

ფეხბურთს სერიოზულად 12 წლიდან მივუდექი. ასე დაიწყო ჩემი საფეხბურთო კარიერა "ნორჩ დინამოელში".

ჩემი გუნდის მწვრთნელი ირაკლი ვასაძე იყო. არაერთ მეკარეთა მწვრთნელთან მივარჯიშია, მაგრამ გამოვარჩევ აკაკი დევაძესა და ირაკლი ბალაძეს. ამ ადამიანებმა დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს წარმატებაში, რისთვისაც მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები.

- პროფესიონალურ დონეზე თუ გითამაშია?

- არა, ესტონეთში გამგზავრებამდე ბოლო წელი "ნორჩ დინამოელში" გავატარე.

- რატომ მაინცდამაინც ესტონეთი და არა რუსეთი ან უკრაინა, სადაც ქართველ ფეხბურთელთა უმრავლესობა თამაშობს?

- უცხოეთში წასვლას არც ვაპირებდი. საქართველოს პირველ ლიგაში ვაპირებდი მისვლას, სოხუმის "აეტში" და ზუსტად მაშინ გამოჩნდა ესტონეთის ვარიანტი.

ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც ჩემმა მწვრთნელმა ირაკლი ვასაძემ და რომან რამიშვილმა ესტონეთის ქალაქ ტარტუში, ტურნირზე წამიყვანეს. იქ ირაკლი ვასაძემ გაიცნო კლუბ "ლოტუსის" პრეზიდენტი ანდრეი შკალეტო, რომელიც ამა წლის ზაფხულში საქართველოში იყო ჩამოსული. მან ერთ-ერთ ვარჯიშზე ჩემი თამაში ნახა და ესტონეთში თამაში შემომთავაზა.

ის დღე ჩემთვის ყველაზე ბედნიერი იყო. ცხოვრებაში მომეცა შანსი, რომ ვითამაშო პროფესიონალურ დონეზე და ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ.

- ესტონურ კლუბზე მოგვიყევი, რამდენწლიან კონტრაქტს გპირდებიან და რა პირობებს გთავაზობენ?

- "სილამაე კალევი" დაარსებულია ქალაქ სილამაეში 1951 წელს და ქვეყნის უმაღლეს ლიგაში - მეისტრილიგაში ასპარეზობს. კლუბი სამწლიან კონტრაქტს მთავაზობს. ამჟამად ესტონეთის მოქალაქეობას ვაკეთებ და მხოლოდ ამის შემდეგ მოვაწერ ხელს შეთანხმებას.

კლუბში ორი ქართველი უკვე თამაშობს - ირაკლი თორინავა, რომელიც დუბლებში ირიცხება და დავით ლორთქიფანიძე, რომელიც მთავარ გუნდშია.

- გაქვს იმედი, რომ ძირითად შემადგენლობაში შეძლებ ადგილის დამკვიდრებას?

- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძირითად შემადგენლობაში ვითამაშებ. გუნდის ნომერ პირველი გოლკიპერი 26 წლისაა. ძალიან გამოცდილი და დახვეწილი ფეხბურთელია. უკვე დავმეგობრდით კიდეც, თუმცა ვიცი, რომ ჩვენს შორის კონკურენციაა და ყველანაირად შევეცდები, მას ვაჯობო.

lali
წარმატებები და ღვთის წყალობა! გვეამაყოს შენით
lali
წარმატებები და ღვთის წყალობა! გვეამაყოს შენით
kakha
რამო სიხარულით დავტოვებ აბა რას ვიზავ საქართველოში არაა საკმარისი პირობები და მომიწია დატოვება, ბევრმა ჩემმა ახლობელმა დაანება თავი ფეხბურთს ქართული პირობების გამო, შენ რა გგონია შენზე ნაკლებად მიყვარს საქართველო და არ განვიცდი მაგას? ერთი სული მაქვს საქართველოში როდის დავბრუნდები და მანდ ვითამაშებ. და კომნენტარს რომ აკეთებ დაფიქრდი კარგად და ისე დაწერე.
ramo
რა სიხარულით ტოვებენ საქართველოს მოქალაქეობას. რა ინტერვიუებს ართმევთ? ეტყობა ნათესავია.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა