8 ოქტომბერს WTA-ს ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, რომელშიც 1994 წლის შემდეგ პირველად მოწინავე 50-ეულში ქართველი ჩოგბურთელი მოხვდა

8 ოქტომბერს WTA-ს ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, რომელშიც 1994 წლის შემდეგ (როცა ლეილა მესხი თამაშობდა) პირველად მოწინავე 50-ეულში ქართველი ჩოგბურთელი მოხვდა - 22 წლის ანა ტატიშვილი.

ის 1162 ქულით ზუსტად 50-ე ადგილზეა, რაც წინა მაჩვენებელს 2 საფეხურით სჯობს. სეზონისთვის დასახული მიზანი წარმოუდგენელია, მაგრამ მიღწეულია! ჩვენებური წლის რბოლაში სულაც 48-ე საფეხურზეა, ხოლო წყვილთა რეიტინგში 78-ეა.

სანამ ისევ ანას დავუბრუნდებით, სხვა ჩვენებურთა მდგომარეობასაც გაგაცნობთ: 280 (+3) სოფიო შაფათავა - 181 ქულა; 329 (+1) მაკა ჩახნაშვილი - 139; 394 (+2) სოფიო ქვაცაბაია - 98; 456 (+3) ეკა გორგოძე - 74; 539 (+2) ოქსანა კალაშნიკოვა - 52; 605 (+1) ნათია გეგია - 42; 857 (+3) თათია მიქაძე - 16; 924 (+4) ანი გოგვაძე - 12; 1072 (+1) თამარ ჭალაგანიძე - 6. წყვილთა თანრიგში კარგ პოზიციაზეა ოქსანა კალაშნიკოვა, ის 117-ე ჩოგანია.

ანას შესახებ ერთი უსიამოვნო ინფორმაციაც გვაქვს - მას ლინცისა და ლუქსემბურგის ტურნირებშიც უნდა ეასპარეზა, მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო იძულებული გახდა, უარი ეთქვა მათზე.

შესაბამისად, ქართველი ჩოგბურთელისთვის სეზონი დასრულებულია. 8 ოქტომბერს ანამ "ფეისბუქის" თავის გვერდზე დაწერა: "2012 წლის საჩოგბურთო სეზონი ჩემთვის ადრე დასრულდა.

ყველაზე კარგი ახლა დასვენებაა. ამიტომაც ორიოდე თვით შევისვენებ, მოვძლიერდები. ყველას მადლობა მომქანცველი, დაძაბული, მაგრამ წარმატებული სეზონის განმავლობაში ჩემი მხარდაჭერისთვის".

საბედნიეროდ, ანამ შარშან, სეზონის ბოლოს მხოლოდ 38 ქულა აიღო (აქედან 36 პუატიეში) და მნიშვნელოვანი დაქვეითება არ ელის. ასე რომ, მას თავისუფლად შეუძლია, მიხედოს ჯანმრთელობას და მოემზადოს ახალი სეზონისთვის.

ჩვენ კი ეს ფაქტი გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ ტატიშვილის სეზონი. წლეულს მან 29 მატჩი მოიგო ერთეულებში და 28 წააგო.

ჰონორარად მან 346 ათასი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ჩვენებურის ყველაზე დიდი წარმატება კი უდავოდ ამერიკის ღია პირველობის მე-4 წრეში გასვლაა. სულ ანამ კარიერაში 732 ათასი დოლარი გამოიმუშავა. ამ მაჩვენებლიდანაც კარგად ჩანს, რომ მას წლეულს სუპერსეზონი ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა