გორის "დილას" მცველი ეროვნულ გუნდში პირველად არის გამოძახებული
საქართველოს ნაკრები 12 და 16 ოქტომბერს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს გამართავს.

12 ოქტომბერს ჩვენი ნაკრები ფინეთს ხვდება, ხოლო 16 ოქტომბერს "ჯვაროსნები" ბელორუსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ორივე მატჩს თემურ ქეცბაიას გუნდი სტუმრად ჩაატარებს.

როგორც იცით, ეროვნულ გუნდში ქეცბაიამ გორის "დილადან" სამი ფეხბურთელი გამოიძახა: დავით კვირკველია, სანდრო გურული და გულვერდ თომაშვილი.

თუმცა საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში მიღებული ტრავმის გამო კვირკველია ნაკრებს ვერ დაეხმარება და მის ნაცვლად მწვრთნელმა რუსთავის "მეტალურგის" ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე გამოიძახა.

აღსანიშნავია, რომ ნაკრებში პირველად არის გამოძახებული გულვერდ თომაშვილი. "დილას" მცველის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნდმა წარმატებას მიაღწიოს.

"მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ თემურ ქეცბაიას, რომელმაც მომცა შანსი ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდში თავის გამოჩენისა. ყველა ფეხბურთელის მიზანია, რომ ქვეყნის პირველ გუნდში გამოიჩინოს თავი.

მე პირველად ვარ გამოძახებული ეროვნულ ნაკრებში და თუ მომეცემა თავის გამოჩენის საშუალება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო, - თქვა თომაშვილმა.

მომზადებულია fcdila.ge-ს მიხედვით

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა