საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ქვეყანაში სპორტის განვითარებასა და გამოსამშვიდობებელ მატჩზე საუბრობს
8 ოქტომბერს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მომავალი შემადგენლობა დაასახელა.

"ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ კაბინეტს საფეხბურთო "ელფერი" დაჰკრავს: ახალ მთავრობაში მინისტრების პოსტები საფეხბურთო სამყაროს ორ წარმომადგენელს შესთავაზეს: საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება და ამავე დროს, სავარაუდოდ, მეორე ვიცე-პრემიერის პოსტზეც ვიხილავთ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თავკაცად ივანიშვილმა მოძრაობა "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ყიფიანი წარადგინა.

შესაძლოა, ბევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე წარდგენილი პაატა ზაქარეიშვილი ორგანიზაცია "ქართული ფეხბურთის ქომაგთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "ლელომ" კახა კალაძეს ინტერვიუ ჩამოართვა.

- უპირველესად, საპასუხისმგებლო პოსტზე წარდგენას გილოცავთ. საფეხბურთო მოედნიდან მინისტრთა კაბინეტში გადართვა ძალიან რთული იქნება.

- სიმართლე გითხრათ, თანამდებობაზე წარდგენა ჩემთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ გადართვა პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ცხოვრებაში ბევრი სირთულე შემხვედრია და მიმაჩნია, რომ მისი გადალახვა აუცილებელი არის.

დარწმუნებული ვარ, ამ სირთულესაც წარმატებით გადავლახავ და ისე ვიმსახურებ ამ თანამდებობაზე, როგორც ქვეყანასა და ქართველ ხალხს სჭირდება.

- ფეხბურთს ვერ ავცდებით: დღეს რეგიონებში ფეხბურთისადმი დამოკიდებულება პრეზიდენტის რწმუნებულების შეხედულებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ერთიანი მიდგომა არ არსებობს. ამ საკითხის მოგვარება როგორ წარმოგიდგენიათ?

- საქართველოში სპორტშიც ყველაფერი მოშლილია და ყველა სხვა დარგშიც. მე კი მიმაჩნია, როგორი მნიშვნელოვანიც არის ქვეყნისთვის განათლება და ჯანდაცვა, ასეთივე დონეზე უნდა განიხილებოდეს სპორტიც.

მისი ადგილი საქართველოს პრიორიტეტებს შორის წარმომიდგენია. სპორტსა და მის განვითარებას სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა ექნება.

- გითამაშია უკრაინაში, იტალიაში და საინტერესოა, როგორ წარმოგიდგენია სპორტისა და ფეხბურთის განვითარება და თანამედროვე მართვის სისტემების რეალური დანერგვა?

- პირველი, რაც აუცილებელია, მასობრივად უნდა დაიწყოს სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც დღეს განადგურებულია.

ვითომ რაღაცები შენდებოდა, მაგრამ რაც დაინგრა, იმის ნახევარიც არ აშენებულა. ინფრასტრუქტურის გარეშე კი სპორტის წინსვლა და ჩვენთვის სასურველი შედეგების მიღწევა წარმოუდგენელია.

ჯერ საფუძველი უნდა გავამაგროთ და მერე ავაშენოთ მასზე ახალი ქართული სპორტი, რომელიც გამოცდილებას დაეყრდნობა.

- ბოლო წლებში ფეხბურთის ფედერაციამ და სახელმწიფომ რამდენიმე მოედანი და სტადიონი ააშენეს და განაახლეს.

- ეს კარგია, მაგრამ ჩვენ რა გვაქვს სალაპარაკო, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ნორმალური მოედანი და ბაზა გვაქვს: "დინამო-არენა", "მიხეილ მესხი", "დინამოს", ეროვნული ნაკრებისა და "ზესტაფონის" ბაზები და კიდევ ორიოდე ქალაქის სტადიონი - სხვაგან სად შეიძლება მაღალი დონის თამაშების ჩატარება?

უფრო მეტი ხარისხიანი მოედანი იტალიასა და უკრაინაში საფეხბურთო სკოლებს აქვთ და თავი რითი მოგვაქვს, ესეც რომ არ იყო და ახლა გავაკეთეთ? ეს საკმარისი არ არის.

ასეთ პირობებში ფეხბურთის განვითარებაზე ლაპარაკი უადგილოა. ამიტომ ვამბობ, ყველაფერი დასაწყებია ნულიდან, ქართულ ფეხბურთს მართლაც ღირსეული საფუძველი რომ ჩავუყაროთ.

- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა, როგორ მოვიზიდოთ ქართულ ფეხბურთში ფინანსები.

- თქვენ კარგად იცით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ძველ ხელისუფლებას ქართული ბიზნესის მიმართ.

ასეთი მიდგომა და ზეწოლები ახალ მთავრობას არ ექნება. პირიქით, გვსურს, ბიზნესს ხელი შევუწყოთ და შევუქმნათ ის გარემო, რომ ადამიანები დასაქმდნენ, შეიქმნას მეტი ეროვნული პროდუქცია და საერთო დოვლათი, ხალხს არ უჭირდეს.

მისი განვითარება ქვეყნის წინსვლის წინაპირობა გახდება. ადრე თუ გვიან, ნორმალურ, განვითარებულ სახელმწიფოში ხომ უნდა ვიცხოვროთ?!

ბიზნესი სპორტისკენ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გაიხედავს. თუ მას უჭირს, არც ფეხბურთის დაფინანსებას მოინდომებს და არც სხვა სფეროსკენ გაიხედავს.

ასე რომ, დარწმუნებული იყავით, ბიზნესი სპორტს ახლა უფრო დაეხმარება.

- სერიოზულ საქმეს შეეჭიდეთ, მაგრამ ამავე დროს, დაასრულეთ კარიერა და ყველას აინტერესებს, როდის გაიმართება თქვენი გამოსამშვიდობებელი მატჩი.

- ვიცი, რომ ამ შეხვედრის გამართვა გულშემატკივრებს ძალიან სურთ. მათ ვაძლევ პირობას, რომ მატჩი აუცილებლად ჩატარდება.

- და "მილანი" ჩამოვა?

- დიახ, ჩამოვა, ეს პრობლემა არ არის. იმედი მაქვს, უახლოეს ხანებში ჩვენს ხალხს ძალიან ბევრი ცნობილი ვარსკვლავის ხილვის საშუალება მიეცემა.

იტალიელების გარდა, კიდევ ბევრი სხვა ვარსკვლავი გვესტუმრება და ქართველებს ძალიან ლამაზ საღამოს ვაჩუქებთ.

- როდესაც პარლამენტი დაგამტკიცებთ, სამტრედიაში ახალი მაჟორიტარული არჩევნები გაიმართება, მაგრამ თქვენს ამომრჩეველს საფეხბურთო კლუბის აღორძინებას შეპირდით და ამ დაპირების შესრულება მოგიწევთ.

- მე სამტრედიელებს მივეცი პირობა, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქს ეყოლება საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და ექნება საბავშვო სკოლა.

დიდი სურვილი მაქვს, სამტრედიამ ძლიერი საფეხბურთო ცენტრის სახელი დაიბრუნოს. ჩემს რაიონს ბევრად უფრო თანამედროვე და ელეგანტური სტადიონი შეეფერება.

ეს ძალიან მალე მოხდება და ევროპული სტანდარტებით გაკეთდება. იგივე იგეგმება სხვა ქალაქებშიც, მაგრამ როგორ და რა სახით, ამას მალე შეიტყობთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კახა კალაძეს მინისტრობა ჯენარო გატუზომ და ალესანდრო ნესტამ მიულოცეს

გიორგი დემეტრაძეს მალე გაათავისუფლებენ?

jjjj
ვარძელაშვილი სად გაიქცა ტუ დეპრესიაშია?
TEMO
ნუტუ ეგ დრო ბრუნდებამსოპლიო დონის გუნდები რომ ჩამოვლენ საქარტველოში?ნუტუ სპორტი ისევ სპორტი იქნება?კალაძე ის კაცია რასაც იტყვის ასრულებს,ვისაც კიდევ მოაბეზრა ტავი სხვა რამიტ გაერტოს არავინ გიშლიტ.აბა შენ იცი კახი შენტან ვარტ!
temuri
აუცილებლად უნდა გაიმართოს გამოსამშვიდობებელი მატჩი
111
კალა არ მაიტერესებს შენი მილანელები თავის ვარსკვლავებიანად... შენ ხომ მიატოვე ფეხბურთი, ხოდა გაიწყვიტე ხმა, ხალხს ნუ მოაბეზრე თავი... ფეხბურთი თუ გინდა ბიძინას ეთამაშე... მილანი, თორემ სასწაული კიდევ, გაახურეთ რა!
Teimurazi
კახი, ღმერთმა დაგლოცოს და ხელი მოგიმართოს, პატრიოტი კაცი ხარ
gulSemarkivari
მეც მინდა მილანის ჩამოსვლა. ნუ იბოღმებით და მოხუცი სტალინელებივით სამარეში ნუ ჩაყვებით ნაცმოძრაობას, რა გჭირთ ხალხო? კახის წარმეტებებს ვუსურვებ ყველა სარბიელზე.
kaxuna
ვის რა ჩემს ფეხებად უნდა მილანი, იქით წადი რა თავი დაგვანებე, თქვენს შემხედვარეს არაფერი აღარ გვინდა
nina
B-ს შენ და შენმა თანამოაზრეებმა უყურეთ ვარძელაშვილის ფეხბურთს, სამთავრობოებს რომ ეთამაშება. მეტის ღირსები არა ხართ.
nodari
B ცოტა ტავის შეკავება არ გაწყენდა,კალაძისნაირი პეხბურტელიტ ხალხი ამაყობს და ტუ არ გაინტერსებს მილანის ნახვა სხვას გვაცალე.
jokua
შენ ვინ ხარ ყველას სახელით რომ ლაპარაკობ? ყველა ნორმალურ ქვეყანაში გამოსამშვიდობებელ მატჩს ატარებენ და მითუმეტეს თუ ეს კაცი ნაკრების კაპიტანი იქნება,მე მინდა აქ მილანის ნახვა,ისევე როგორც ყველას,ვისაც ვიცნობ
b
კალა არ მაიტერესებს შენი მილანელები თავის ვარსკვლავებიანად... შენ ხო მიატოვე ფეხბურთი, ხოდა გაიწყვიტე ხმა, ხალხს ნუ მოაბეზრე თავი... ფეხბურთი თუ გინდა ბიძინას ეთამაშე...
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
"კვარას" გაყიდვის შემდეგ, კონტეს "ნაპოლიდან" წასვლა სურდა, მაგრამ ამიტომ გადაიფიქრა" - ადანიმ იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
"უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს" - კროოსმა გერმანიის ნაკრების გეგმებზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა