სტადიონზე, ფეხბურთის მატჩის დროს, ყოველი ქვეყნის გულშემატკივარი თავისი ერის ბუნებას ამჟღავნებს. ასეა ქართველიც
სტადიონზე, ფეხბურთის მატჩის დროს, ყოველი ქვეყნის გულშემატკივარი თავისი ერის ბუნებას ამჟღავნებს. ასეა ქართველიც.

უწინ, როცა დიდი ქართული ფეხბურთი ბრწყინავდა, მისი გულშემატკივარიც ბედნიერი იყო და სულით და გულით ამხნევებდა საყვარელ ფეხბურთელებს.

თბილისის "დინამო" ევროპის თასების თასის მოგების მერე რომ დაუყვა დაღმართს და კინაღამ საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მაშინ ჩვენშიც აღჭურვეს გულშემატკივართა ერთი ჯგუფი დოლით და საყვირებით, - ამით ვუშველითო ჩვენს ფეხბურთს!

რეპეტიციაც ჩაუტარეს იმ ჯგუფს ფრიად პატივცემულმა მუსიკოსებმა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, დოლის ბრახუნმა და საყვირის ჭყვიტინმა ქართულ ფეხბურთს ვერ უშველა.

ვერც იმან უშველა ჩვენს ფეხბურთს, რომ მოდგნენ და გულშემატკივარს უჩიჩინებენ, გინდა თუ არა, მთელი მატჩის განმავლობაში "საქართველო, საქართველო!" იძახე ისე, როგორც თავის ქვეყნის სახელს გასძახიან უცხოელებიო.

სათოფედ არ გაიკარა ქართველმა კაცმა უცხოურად გულშემატკივრობა! ამის მიზეზი კი აი, რა არის: როცა ქართველი გულშემატკივარი თამაშს უყურებს, თვითონაც თამაშობს ფეხბურთს... გუნებაში. ის უნებურად გულში იმეორებს საყვარელი ფეხბურთელების მოძრაობას, ფინტებს, დარტყმებს, ნახტომებს, ავსა და კარგს; შფოთავს და ბორგავს და სად სცალია იმას დოლის ბრახუნისა და საყვირის ჭყვიტინისათვის?

როცა ჩვენები გოლს გაიტანენ, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდება ოცნებაში წასული ქართველი და სიხარულით მეშვიდე ცას ეწევა, მაგრამ თუ ჩვენ გაგვიტანეს გოლი, მაშინ ლამის ქვესკნელში ჩაძვრეს.

მართალია, ბოლო დროს საქართველოს სტადიონებზე იმატა ღრიანცელმა, მაგრამ წამხდარ საქმეს ვერც ამან უშველა.

ქართველი გულშემატკივრის ფანტაზიას საზღვარი არა აქვს. ამის გამოა ათასგვარი კურიოზი მის ცხოვრებაში. ზოგიერთ მათგანზე ქვემოთ გიამბობთ.

... ხომ გადავარჩინე!

...თბილისში, შუა ქალაქში, სახლს ცეცხლი გაუჩნდა. გამოცვივდა ხალხი გარეთ, მოვარდა სახანძრო რაზმი და ატყდა ერთი ალიაქოთი. ამ წივილ-კივილში უცებ ერთი ახალგაზრდა კაცი ალმოდებულ სახლში შევარდა.

- გაგიჟდა საწყალი!!! - იკივლა ხალხმა.

- ნაღდად ბლომად ოქრო აქვს სახლში!..

- და ბევრი ფული!..

- არიქა, უშველეთ!.. - ემუდარებოდნენ მეზობლები მეხანძრეებს.

ამასობაში ცეცხლმოდებული სახლიდან გახარებული გამოვარდა ის კაცი.

- რა გახარებს, კაცო, სახლი გეწვის! - უყვირა მეხანძრემ.

- ფეხბურთის ბილეთი ხომ გადავარჩინე! - ააფრიალა ბილეთი ბედნიერმა გულშემატკივარმა.

იმ კაცის სახელი და გვარი გოგი ქავთარაძეა. ის ინჟინერი იყო, ფრიად განათლებული პიროვნება, ხოლო როგორი გულშემატკივარი გახლდათ, ამას ხომ თვითონაც კარგად მიხვდები, მკითხველო...

მეგობარიც ასეთი უნდა...

...ჩვენი კლასელი მეგობარი ზურაბ ლომიძე ყოველთვის მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა და კეთილსინდისიერად ასრულებდა მოვალეობას.

ფეხბურთის ბილეთის პრობლემა მაშინ სულ იყო და ჩვენი გაჭირვების ტალკვესიც ზურა გახლდათ... როცა ოპერის დირექტორად დანიშნეს, მაშინვე მეტაკა ერთი ნაცნობი გულშემატკივარი, მიშველე, ერთი ბილეთი მიშოვე, შენს ძმაკაცს სთხოვეო, ზურაზე მითხრა.

ბიჭო, კაცი ჯერ სამსახურში არ მისულა და ბილეთი როგორ ვთხოვო-მეთქი... მივიდა, მივიდა, მამიდამ მითხრა, გუშინ მოვიდა პირველად, მამიდაჩემი ოპერაში მუშაობსო.

რაღას ვიზამდი, დავურეკე მეგობარს და როგორც კი ბილეთი ვუხსენე, სიტყვა გამაწყვეტინა და მიპასუხა, მოდი და ორი ბილეთი წაიღეო. ასე უცებ რომ შემპირდა, თანაც მე ერთის თხოვნას ვაპირებდი, იმან კი ორი წაიღეო, დავიბენი და ვუთხარი, ზურა, მე ოპერის კი არა, ფეხბურთის ბილეთი მინდა-მეთქი.

ვიცი, ვიცი, რა ოპერის და ბალეტის ბილეთებიც გინდაო, სიცილით მიპასუხა მეგობარმა.

ირაკლიმ და აბესალომმა თქვეს, მორჩა და გათავდა!

...თბილისის "დინამოს" სიყვარულმა ბავშვობიდან დაამეგობრა ირაკლი როსტიაშვილი და აბესალომ ჭაავა.

მეგობრების საზღაპრო გულშემატკივრობას მთელ საქართველოში ჰქონდა გავარდნილი სახელი. დიდი მოწიწებითა და პატივისცემით იზიარებდნენ სხვა გულშემატკივრები მათ ნააზრევს.

ხშირად კამათის დროს, როცა ერთი გულშემატკივარი იტყოდა რაიმეს და სხვა შეეკამათებოდა, საკმარისი იყო, პირველს ეპასუხა, ასე აბესალომმა ან ირაკლიმ თქვაო და კამათიც მყისვე შეწყდებოდა. თუ მაინცდამაინც ვინმე გულშემატკივრობით ახალდაავადებული მაინც გაბედავდა კრინტის დაძვრას, მაშინ ყველა დამსწრე ძველი გულშემატკივარი ერთად მოუწყობდა "სამოქალაქო ჩაქოლვას" უბედურ ახალბედას:

- როგორ ბედავ?! ეგ ხომ ირაკლიმ და აბესალომმა თქვეს!

...არა მარტო გულშემატკივრები, ხშირად მწვრთნელებიც და ფეხბურთელებიც იზიარებდნენ მათ მოსაზრებებს.

ირაკლი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის დამსახურებული მსახიობი იყო, ხოლო აბესალომი საქართველოს კინოფიკაციის კომიტეტის წამყვანი თანამშრომელი. ორივე განათლებული, ხელოვნებისა და სპორტის კარგი მცოდნე იყო და ასევე კარგად ერკვეოდა მეცნიერების რიგ დარგებშიც.

ხალასი და სხარტი იუმორით მეგობრები უმალ ინადირებდნენ მსმენელთა გულებს.

და აი, ასეთი ბავშვობის მეგობრები სიბერეში გაებუტნენ ერთმანეთს იმის გამო, რომ ერთს მოსწონდა თბილისის "დინამოს" მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი და მეორეს - არა.

...თბილისის "დინამო" 50-იან წლებში მასპინძლობდა უხერხულ გუნდს, მოსკოვის თანაკლუბელებს. სტუმრების მწვრთნელი იყო მიხეილ იაკუშინი, რომელიც მანამდე თბილისელთა მწვრთნელად მუშაობდა.

იაკუშინმა ქართველ ფეხბურთელთა და გულშემატკივართა დიდი პატივისცემა და სიყვარული მოიპოვა თავისი თავდადებული შრომით, რის შედეგადაც ჩვენმა "დინამომ" დიდ წარმატებებს მიაღწია.

თბილისის "დინამოს" მაშინ ქართული ფეხბურთის მამამთავარი ანდრო ჟორდანია წვრთნიდა. მის დამსახურებათა ჩამოთვლას დიდი წიგნი ვერ დაიტევს. მოკლედ კი გეტყვით, რომ არც ერთ მწვრთნელს, არც ქართველს და არც უცხოელს, იმის ნახევარიც არ გაუკეთებია ქართული ფეხბურთისთვის, რამდენიც ანდრო ჟორდანიამ გააკეთა!

ქალაქში ხმა დაირხა, ანდრო ჟორდანიამ შექმნა ახალი სქემა-ნახაზი და ამ გზით რთულ მეტოქეს მოუმზადა სიურპრიზიო. ჩანაფიქრის შესამოწმებლად ბატონმა ანდრომ, თამაშის წინა დღეს, დახურული ვარჯიში დანიშნა.

ჩაკეტეს სტადიონის ყველა კარი და ტრიბუნებზე კაციშვილი არ გააჭაჭანეს, მაგრამ ირაკლი და აბესალომი რისი უდიდესი გულშემატკივრები იქნებოდნენ, ეს შემთხვევა რომ ხელიდან გაეშვათ! მეგობრებმა მოიმარაგეს საკვები და წყალი, ვარჯიშის წინა ღამეს შეიპარნენ სტადიონის ტრიბუნებზე, ჩაწვნენ მე-3 იარუსის ტრიბუნაზე განლაგებულ გრძელ სკამებს შუა გასასვლელში და მთელი ღამე გაათენეს.

მეორე დღეს ბატონმა ანდრომ გამოიყვანა გუნდი ახალი ნახაზის დასამუშავებლად. ირაკლი და აბესალომი იმყოფებოდნენ დასავლეთის ტრიბუნაზე, ჩრდილოეთ ტრიბუნასთან ახლოს, გუნდმა კი ვარჯიში საპირისპირო მხარეს, სამხრეთის ტრიბუნასთან არსებულ კართან დაიწყო.

მეგობრები მოვარჯიშეებისაგან შორს იმყოფებოდნენ და კარგად ვერ ხედავდნენ, რა ხდებოდა მოედანზე. ამიტომ გადაწყვიტეს სამხრეთ ტრიბუნაზე გადასვლა, მაგრამ როგორ? რომ ამდგარიყვნენ და ისე წასულიყვნენ, დარაჯები გაყრიდნენ.

იძულებულნი შეიქნენ, ფოფხვით, რომ იტყვიან, "პა პლასტუნსკი" გაევლოთ ეს დიდი მანძილი. ასეც მოიქცნენ, თან მიფოფხავდნენ და თან თვალს არ აცილებდნენ ვარჯიშს.

ამ დროს ვიღაცის სხეულს გადაუარეს, მათ წინ რომ იყო გაწოლილი. სახეზე შეხედეს და წარმოიდგინეთ მათი განცვიფრება, როცა ის კაცი მოსკოვის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი მიხეილ იაკუშინი აღმოჩნდა!

თურმე იაკუშინს, ირაკლისა და აბესალომივით, მთელი ღამე გაუთენებია სტადიონის ტრიბუნებზე. მიხეილ იაკუშინმა შიშნაჭამი ხმით უთხრა ორ მეგობარს, ჩუმად, თორემ სუყველას გაგვყრიან სტადიონიდანო.

აღგვაშფოთა ამხელა მოღვაწის ასეთმა უღირსმა საქციელმა, - ყვებოდნენ მეგობრები. - გადავწყვიტეთ ფეხზე წამოდგომა, რომ დავენახეთ, მართლა ყველა გავეყარეთ სტადიონიდან და ამით დაზვერვაზე შემოპარულ მოსკოველთა მწვრთნელის ავი ზრახვა ჩაგვეშალა.

მეორე მხრივ, ვიფიქრეთ, იაკუშინს იმდენი სიკეთე აქვს დათესილი ქართულ ფეხბურთში, მან იმდენი წარმატება მოუტანა ქართველ ფეხბურთელებს და ისე გაახარა გულშემატკივრებიო და აღარ გავწირეთ ჯაშუში!

ის თამაში 0:2 წავაგეთ.

აკი გითხარით, ყოველი ერის გულშემატკივარი თავისი ერის ბუნებას ამჟღავნებსო!..

ზურაბ რატიანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

torgva
სტატია კი არა შედევრია. თუმცა თანამედროვე კონტექსტშიც თუ ახსენებდით ჩვენი დღევანდელი უკულტუობის სოგად პრობლემას უფრო გასაგები იქნებოდა ყველა კატეგორიის მკითხველისთვის. დიდი მადლობა!
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
უარი სუპერლიგას - ''ბარსელონა" გაზრდილი შემოსავლებით კმაყოფილია
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"ყველა დროის საუკეთესო ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ" - მერაბ დვალიშვილი
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
[VIDEO] თურქი მეკარის ეს სიგიჟე ნახეთ? - ოზერმა "რომასთან" 2 წუთში 3 პენალტი მოიგერია
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა