კირკპატრიკი მაკოული მისწვდა 3 მეტრისა და 96 სანტიმეტრის სიმაღლის ნიშნულს, რომელიც ფარის ზედა კიდის გასწვრივ იყო გადებული
საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა ამერიკული სტრიტბოლის შესახებ. კირკპატრიკ მაკოულიმ ისტორია შექმნა! ის Venice Beach-ის ლეგენდარულ სტადიონზე ფარის ზედა კიდეს ხელით შეეხო.

ბევრისთვის ცნობილია ლეგენდარული ისტორია ირლ მენიგოტზე, რომელიც ფარის ზემოთ შემოდებულ ხურდას იღებდა. ლაპარაკია 3,96 მეტრ სიმაღლეზე! ჯერ ერთი, ეს მხოლოდ მითია და მეორე - არასწორი ინფორმაცია.

თავად მენიგოტმა აღიარა, რომ სინამდვილეში ეს ისტორია "ჯამპინგ" ჯეკი ჯექსონის სახელს უკავშირდება.

მაგრამ ფილმ Rebound-ის პროდიუსერები (და საერთოდ, ყველა) უფრო ირლისკენ იხრებიან.

შემდეგ იყო ერთი ბიჭი, სახელად დევიდ ტომსონი, რომელმაც თითქოს ასევე ჩამოიღო ხურდა ფარიდან. ის თავად არ უარყოფდა ამ ფაქტს, მაგრამ გუნდში მისი პარტნიორი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა.

"ნიუ იორკის" ვარსკვლავი ამარე სტაუდმაიერი ამბობს, რომ მას ფარის ზედა კიდემდე დაახლოებით 8-10 სანტიმეტრი აკლდება.

ლებრონ ჯეიმსმა კი თქვა: "არა". რა ხდება ამ მხრივ დუაიტ ჰოვარდის შემთხვევაში, რომელმაც 3.66 მეტრის სიმაღლეზე ფარზე საკუთარი სახე "მიაწება"?

"მე შემიძლია. არ ვიცი არავინ, ვინც შეძლებს ამის გაკეთებას, მაგრამ მე მოვახერხებ ფარის ზედა კიდემდე ხელის დადებას.

პირველად ეს ჯერ კიდევ სკოლაში გავაკეთე, როცა 17 წლის ვიყავი. დღეს მე, ალბათ, ვერ შევძლებ იქიდან ხურდის ჩამოხსნას, მაგრამ იქამდე ახტომა ნამდვილად შემიძლია", - თქვა ჰოვარდმა.

როცა ESPN-მა სცადა ამის დასამტკიცებელი ვიდეოს მოპოვება, ვერაფერი იპოვა...

ერთადერთი ადამიანი, რომელმაც თავისი ნახტომი გადაიღო - ჯეიმს უაიტია. ის ძალიან ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ მაინც არ გამოუვიდა მიზნის ასრულება.

და აი, ახლა ყველასთვის უცნობმა კირკპატრიკ მაკოულიმ (203 სმ) თავისი ნახტომით ისტორია შექმნა.

Venice Beach-ზე To the Top-ის კონკურსის (ის სწორედ ირლ მენიგოტის ხსოვნას ეძღვნებოდა) დროს კირკპატრიკი მისწვდა 3 მეტრისა და 96 სანტიმეტრის სიმაღლის ნიშნულს, რომელიც ფარის ზედა კიდის გასწვრივ იყო გადებული (იხილეთ ვიდეო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა