პორტუგალიის ფუტსალის ნაკრების თავკაცმა ჟორჟე ბრაზიმ საქართველოსთან 24-25 ოქტომბერს დაგეგმილ ორმატჩიან სპარინგზე ილაპარაკა

პორტუგალიის ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ბრაზიმ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციაში პრესკონფერენცია გამართა და მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპსა და 24-25 ოქტომბერს ქართველებთან ორმატჩიან სპარინგზე ილაპარაკა.

პორტუგალიელთა თავკაცმა ის მოთამაშეებიც დაასახელა, რომლებიც ავთანდილ ასათიანის შეგირდებს დაუპირისპირდებიან და მსოფლიოზე გაემგზავრებიან:

მეკარეები: ბებე ("ბენფიკა"), ჟოაო ბენედიტუ ("სპორტინგი");

მოედნის მოთამაშეები: გონსალო ალვეში, მარინიო, ჟოელ კეირუში (ყველა - "ბენფიკა"), ჯო, ლეიტაო, ჟოაო მატოში, პაულინიო, პედრო კარი (ყველა

- "სპორტინგი"), ანდრე სოუზა ("ოპერარიო"), კარდინალი ("რიუ ავე"), არნალდო ("ნიკარსი"), რიკარდინიო ("ნაგოია ოუშენსი").

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და ლისაბონის "ბენფიკას" ვარსკვლავმა ჟოელ კეირუშმა SIC-ს ინტერვიუ მისცა: "ჩვენ მზად ვართ ქართველებთან სათამაშოდ. მათთან აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, ტაილანდში თავდაჯერებული რომ გავემგზავროთ".

შევიტყვეთ, რომ საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ განაახლა მოლაპარაკება აშშ-ის ფედერაციასთან. ამერიკელთა მთავარი მწვრთნელი კეიტ ტოზერი და მისი შეგირდები საქართველოში წლის დასაწყისში უნდა ჩამოსულიყვნენ, თუმცა იმდროინდელმა ფუტსალის ხელმძღვანელობამ ამხანაგურ მატჩებზე უარი განაცხადა.

ტოზერს ახლაც სურს, თბილისს ესტუმროს და ჩვენს ნაკრებთან სამი ამხანაგური მატჩი ითამაშოს. დაინტერესებულია ტელეკომპანია FOX SPORT SOCCER-იც, რომელიც აშშ-ის ფუტსალის ნაკრების პირდაპირ ტრანსლაციებს გადასცემს. სავარაუდოდ, ამერიკელები მომავალ წელს გვესტუმრებიან.

საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ხელმძღვანელები პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ფერნანდო გომეშს შეხვდებიან და ამ საუბრის შემდეგ დაასახელებენ ამერიკელებთან მატჩის კონკრეტულ თარიღს - პორტუგალია საპასუხო ვიზიტით უნდა გვეწვიოს და ამერიკელებთან შეხვედრა ამ შეთანხმებაზეა დამოკიდებული. ამავე დროს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ახალ ზელანდიასთან და ფინეთთანაც.

ასევე იხილეთ:

პორტუგალიის ეროვნული გუნდის თავკაცს საქართველოს ნაკრები მოეწონა

ავთანდილ ასათიანი: საქართველოს ნაკრებს ბევრი სპარინგი სჭირდება

ლევან ცქიტიშვილი: ფუტსალს საქართველოში მასობრიობა სჭირდება

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო