სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატი სფფ-ის საქმიანობაში ჩარევას კატეგორიულად გამორიცხავს
ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი უკვე გააკეთა: საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" ლიდერმა მთავრობის მომავალ შემადგენლობაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად მოძრაობა "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვეტერანი ფეხბურთელის, ლევან ყიფიანის კანდიდატურა წარადგინა.

ყიფიანი ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა ფეხბურთის განყოფილებაში მუშაობდა, იყო თბილისის "ლოკომოტივის" გენერალური დირექტორი, მაგრამ ნოდარ ახალკაცის დროს ფედერაციას დაუპირისპირდა და მიხეილ ყაველაშვილთან და გოჩა ჯამარაულთან ერთად დააფუძნა მოძრაობა "ჩვენი ფეხბურთი", რომელიც ამ სფეროში ძირეულ რეფორმებსა და სახელმწიფოს ჩაურევლობას ემხრობა.

მერე ჰქონდა მცდელობა, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან ეთანამშრომლა, მაგრამ აღმასკომში არ აირჩიეს, რაც წინასწარ დაწერილი სქემის ნაწილად ჩათვალა და საბოლოოდ გადაეშვა ოპოზიციაში.

გარდა ამისა, "ჩვენი ფეხბურთი" და ყიფიანი საქართველოში მოთამაშეთა და მწვრთნელთა საერთაშორისო პროფესიულ კავშირს, "ფიფპროს" წარმოადგენს.

- ლამის 6 წელიწადია, საფეხბურთო ოპოზიციას წარმოადგენთ. ამბობენ, ხელისუფლებაში მისული ოპოზიციონერი იმას ემსგავსება, ვისაც ებრძოდაო. ალბათ, თავადაც ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოთ, ასე რომ არ მოხდეს.

- უპირველესად, მადლობა ბატონ ბიძინას და კოალიციას, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და ჩემი კანდიდატურა ასეთ საპასუხისმგებლო პოსტზე წარადგინეს.

რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის მოულოდნელი შემოთავაზება იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლოც. მზად ვარ, ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელო იმ გუნდთან ერთად, რომელსაც საქართველოს მოსახლეობამ ქვეყნის ბედი ჩააბარა.

წინამორბედებს რომ არ დავემსგავსოთ, ამის წამალი რევანშიზმის თავიდან ამოგდება იქნება. ეს გრძნობა არც გვამოძრავებს.

- რა იქნება თქვენი პრიორიტეტი?

- სპორტის დეპოლიტიზაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები და სპორტის ხელმისაწვდომობა. სპორტის განვითარებისთვის სამივე უმნიშვნელოვანესი საკითხია.

დეპოლიტიზაციის გარეშე შეუძლებელია პროფესიონალების მოზიდვა. ასე კომუნისტურ ეპოქაში ჩავრჩებით, როდესაც მხოლოდ პარტიის წევრებს ენდობოდნენ. არადა, ეს საქართველოა, სადაც ყველას საკუთარი აზრი აქვს, მაგრამ ჩვენ ერთმანეთში არა განსხვავებას, არამედ საერთოს უნდა ვეძებდეთ.

ჩემი აზრით, ეს პრინციპი უნდა გახდეს ქვეყნისა და ხალხის გაერთიანების საფუძველი. ფედერაციები შიშის ქვეშ რომ არ უნდა მუშაობდნენ, ამიტომ უნდა შეიცვალოს ეს მანკიერი სისტემა.

- წლებია, საკანონმდებლო ბაზის შეცვლაზე ლაპარაკობდით.

- სხვაგვარად სპორტი და ქვეყანა ვერ განვითარდება. ამ საკანონმდებლო ინიციატივებით შესაძლებელი გახდება ინვესტიციების მოზიდვა და სასურველი გარემოს შექმნა.

კანონი სპორტის შესახებ არასაკმარისია, მას განვითარება და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა სჭირდება. ამიტომ აუცილებელია სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომელიც შეაფასებს, რა რესურსები არსებობს ქვეყანაში, რა მიმართულება იქნება გამართლებული და რა სახის კანონმდებლობა გვჭირდება.

სწორედ ზუსტი შეფასება განავითარებს სპორტს და საქართველო უნდა გახდეს ნამდვილი სპორტული ქვეყანა.

- განსაკუთრებული თემა არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. შესაძლოა, მის მიმართ პრეტენზიები გქონდათ, მაგრამ გულშემატკივრებს აინტერესებთ, იქნება თუ არა საკადრო ცვლილებები..

- ფედერაციის საქმიანობაში ჩარევა გამორიცხულია! "ჩვენი ფეხბურთი" სწორედ ხელისუფლების ჩარევის წინააღმდეგ იყო და ახლა იგივე თავად რომ დავიწყოთ, გულშემატკივარი ამას არ გვაპატიებს. მეტიც, არც უნდა გვაპატიოს!

ეს არის მომავალში განსახილველი თემა, რაც საფეხბურთო სამყარომ ზეწოლის გარეშე უნდა გადაწყვიტოს. დრო ყველაფერს გამოაჩენს, მაგრამ ფედერაციის საკითხი კანონის ფარგლებში უნდა მოგვარდეს და პროფესიონალებმა გადაწყვიტონ.

თუ ჩემი კანდიდატურა დამტკიცდება, გვსურს საქმიანი, კარგი ურთიერთობა დავამყაროთ, რომ არ იყოს დაძაბულობა და რევანშისტული განწყობები - ასე საქმე გაფუჭდება და საერთოდ, რევანშიზმის მოწინააღმდეგეები ვართ. მაგრამ ორი აზრი არ არის, რომ ფედერაციის მუშაობა, მისი წესდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. მაგრამ ვიმეორებ, ეს პრობლემები სამუშაო პროცესში უნდა მოგვარდეს და არა დაპირისპირების ფონზე.

ნაკრებებს თამაშები აქვთ, მიმდინარეობს ეროვნული ჩემპიონატი და უპირველესად, მათ შეუფერხებლად ჩატარებაზე უნდა ვიფიქროთ და არა სკამების განაწილებაზე. პირიქით, ჩვენი მხრიდან რა დახმარებაც გახდება საჭირო, გვერდში დავუდგებით, რადგან საქმე ეხება ქართულ ფეხბურთს. ჩვენი პიროვნული დამოკიდებულებები კი ჩვენთვის უნდა დავიტოვოთ.

- პირადად ზვიად სიჭინავას მიმართ როგორია თქვენი დამოკიდებულება?

- საქმიანი და კანონიერი.

- ალბათ, მიხეილ ყაველაშვილიც დაბრუნდება...

- აუცილებლად დაბრუნდება!

- მართალია, თითქოს საქართველოში ვერ ჩამოდიოდა და ხელისუფლებასთან პრობლემები ჰქონდა?

- პრობლემები მართლაც ჰქონდა, მაგრამ ეს პრობლემები მოიხსნა და უახლოეს მომავალში აუცილებლად ჩამოვა საქართველოში.

- შესაძლოა, რომ ყაველაშვილი სპორტის სამინისტროში თქვენს გვერდით ვიხილოთ?

- ყაველაშვილი არის არა მხოლოდ ჩემი მეგობარი, არამედ გონიერი და მოაზროვნე კაცი და მისი გადასაწყვეტია, სად და როგორ გააგრძელებს საქმიანობას. მე კი ვისურვებდი, რომ ჩემს გვერდით იყოს.

- სამინისტროს დაკომპლექტება უკვე იწყება და თქვენს გუნდში კიდევ ვის ისურვებდით?

- მიახლოებითი ვარიანტი წარმოდგენილი მაქვს, მაგრამ ჯერ სამინისტრო არ დაკომპლექტებულა.

- აპირებთ ითანამშრომლოთ "ჩვენი ფეხბურთის" კიდევ ერთ დამფუძნებელთან, გოჩა ჯამარაულთან?

- მომეცით რამდენიმე დღე და ყველაფერს შეიტყობთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად ლევან ყიფიანი წარადგინეს

კახა კალაძე: გპირდებით, საქართველოში "მილანიც" ჩამოვა და სხვა ვარსკვლავებიც

TEMO
იმედი გაჩნდა და ხელისშეწყობაც იქნება,ჩვენ გულშემატკივრებიც დავბრუნდებიტ სტადიონებზე.გამარჯვება ბიჭებო!
ana
მიხედეთ ვარძელაშვილის კლანს,მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესაც ეგ კლანი მართავს ,არაპროფესიონალები,საკუთარი ფუნქციებიც კი არ იციან
kaxa
მივესალმები მიხეილ არასააკაშვილის :D ჩართვას ქართული სპორტის მართვის საქმეში ზოგადად კი, ვისაც ქვეყანა უყვარს, თვალდახუჭულად უნდა მიენდოს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები
temuri
იმედია ნდობას გაამართლებს
gaga
ავშენდებით
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს