მილანური დერბის შემდეგ სამირი "ინტერის" ორმა ვეტერანმა გოლკიპერმა, ვალტერ ძენგამ და ჯანლუკა პალიუკამ შეაქეს
გასულ ზაფხულს "ინტერის" მესვეურებმა ჟულიო სეზარი გაასხვისეს და "უდინეზედან" 26 წლის დარაჯი სამირ ჰანდანოვიჩი გადაიბირეს.

ბევრმა გაიკვირვა ასეთი ნაბიჯი, რადგან ბრაზილიელი მეკარე თავის საქმეს კარგად აკეთებდა. თუმცა გავიდა დრო და დღეს ყველა ერთხმად თანხმდება, რომ "ნერაძურის" მესვეურთა გადაწყვეტილება გამართლებული იყო.

ჯერ ერთი, ჰანდანოვიჩი ბევრად უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ჟულიო სეზარი და მერე, ჯერჯერობით ფანტასტიკურად ირჯება. მილანური დერბის შემდეგ სამირი "ინტერის" ორმა ვეტერანმა გოლკიპერმა შეაქო...

ვალტერ ძენგა: "გარდა იმისა, რომ ჰანდანოვიჩი ძალიან საიმედო მეკარეა, ეფექტურად ირჯება და ქარიზმა აქვს. ჩემს სიმპათიებს სწორედ ქარიზმატული მეკარეები იმსახურებენ და მიხარია, რომ დღეს "ინტერის" კარს სწორედ ასეთი კიპერი იცავს. ვფიქრობ, ჰანდანოვიჩი კიდევ მინიმუმ ათი წელი იქნება "ნერაძურის" მეკარე".

ჯანლუკა პალიუკა: "როდესაც ჟულიო სეზარის გასხვისება გადაწყდა, თავიდან წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ დროთა განმავლობაში აზრი შევიცვალე.

ჰანდანოვიჩის გადაბირებით "ინტერმა" წლების განმავლობაში მოაგვარა სამეკარეო საკითხი და ეს უდიდესი საქმეა. ვფიქრობ, სამირში 11 მილიონი ევროს გადახდა ნამდვილად ღირდა - ყოველთვის ვამბობდი, რომ კარგ მეკარეს კარგ თავდამსხმელზე არანაკლები ფასი უნდა ედოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა