ყველასთვის ცნობილია, რომ ქართული ფეხბურთის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი სახსრების ნაკლებობასთან ერთად, სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხებისადმი არასწორი მიდგომაა...

ყველასთვის ცნობილია, რომ ქართული ფეხბურთის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი სახსრების ნაკლებობასთან ერთად, სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხებისადმი არასწორი მიდგომაა. ის ქვეყნები, სადაც ფეხბურთი სწორი მეთოდებით ვითარდება, ყოველთვის იმკიან გამარჯვებებს. საქართველო კი ერთ ადგილს ტკეპნის და, შესაბამისად, ღრმავდება უფსკრული ჩვენსა და გამართულად მომუშავე ქვეყნებს შორის.

ფეხბურთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ახალი თაობების სწორად აღზრდა და საფეხბურთო კლუბის სისტემის გამართული ფუნქციონირებაა. პროგრესის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ჩვენი მეზობელი თურქეთია. მის დედაქალაქ ანკარაში რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების მთავარი მწვრთნელები იმყოფებოდნენ და იქაური კლუბების, "ანკარაგიუჯუსა" და "გენჩლერბირლიგის" საფეხბურთო სისტემასა და მეურნეობას გაეცნენ, ასევე, დაესწრნენ საწვრთნელო სემინარებს, რომლებსაც კვალიფიციური თურქი და ევროპელი სპეციალისტები ესწრებოდნენ. ქართულ დელეგაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი გაიოზ დარსაძე ხელმძღვანელობდა.

ჩვენი მწვრთვნელები თურქეთიდან გუშინ დილას დაბრუნდნენ და მათი უმეტესობა გუშინვე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციასაც დაესწრო.

გაიოზ დარსაძე:

- უმნიშვნელოვანესი და ძალიან სასარგებლო ვიზიტი იყო. მივიღეთ უაღრესად სასარგებლო ინფორმაცია, თუ როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოში ბავშვთა და ახალგაზრდული ფეხბურთი. თურქებს აქვთ აპრობირებული მზა რეცეპტი იმისა, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ქვეყანამ საფეხბურთო წარმატებებს. ისინი მზად არიან, საკუთარი გამოცდილება უანგაროდ გაგვიზიარონ და ჩვენც დაუყოვნებლივ უნდა ავყვეთ მათ ტემპს. ბუნებრივია, თურქეთში სულ სხვა მასშტაბები და ფინანსებია, მაგრამ ჩვენს ფარგლებშიც შეგვიძლია ეფექტური მოდელის შექმნა, თუნდაც არცთუ კოლოსალური ხარჯებით.

თურქეთში კი მართლაც ზღაპრული პირობებია შექმნილი ბავშვთა განვითარებისთვის. არც ერთ იქაურ უმაღლესლიგელ კლუბს 50-მილიონიანზე ნაკლები ბიუჯეტი არ აქვს. ამ თანხით მშვენივრად ხერხდება როგორც მთავარი გუნდის, ასევე სხვადასხვა ასაკობრივი და ბავშვთა გუნდების მოვლა-პატრონობა. ფეხბურთზე სიარული ბავშვებისთვის სრულიად უსასყიდლოა, ნიჭიერებს კი აქეთ უხდიან ფულს. აქვთ ბრწყინვალე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ჰყავთ უმაღლესი კვალიფიკაციის მწვრთნელები. მოხარული ვარ, რომ საკუთარი თვალით მოგვეცა ამ ყველაფრის ნახვის საშუალება და კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახეთ, თუ რა გვაქვს გასაკეთებელი.

საჭიროია გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება. ასე მაგალითად, თურქებს სამოქმედო გეგმა უკვე 2026 წლამდე აქვთ შემუშავებული. ქართველებს ნიჭი არ გვაკლია, მაგრამ მას მუშაობა და განვითარება სჭირდება. დილეტანტები კი ამ საქმეს ვერასდროს გააკეთებენ.

თემურ მახარაძე:

- ჩვენ ვნახეთ ქალაქი ქალაქში – ერთ ბაზაზე თავმოყრილი თორმეტი საფეხბურთო მოედანი, აქედან რვა ბუნებრივი და ოთხი ხელოვნური საფარით. თურქეთში ზრუნავენ არა მხოლოდ ფეხბურთელის, არამედ შეგნებული პიროვნებისა და განათლებული პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ყველა კლუბს ჰყავს ტექნიკური დირექტორი, რომელიც ქმედითი ბერკეტებითაა აღჭურვილი და აკონტროლებს ყველა ასაკობრივი ჯგუფის განვითარებას.

გიორგი ყიფიანი:

- უპირველეს ყოვლისა, უკუსვლა უნდა შევწყვიტოთ. ამის გარეშე წინსვლაზე ფიქრი წარმოუდგენელია. თურქეთში უაღრესად საჭირო გამოცდილება მივიღეთ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ რეგიონების რესურსის გამოყენების გარეშე არაფერი გამოგვივა. სახლის შენების დაწყება სახურავიდან არ შეიძლება, თუ მყარი საფუძველი არ ჩავყარეთ, სახლი ყოველთვის თავზე დაგვენგრევა.

გელა სანაია:

- გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი ცოდნა შევიძინეთ, კარგია ისიც, რომ უმაღლეს ლიგაში მომუშავე მწვრთნელებმა რამდენიმე დღე ერთად გავატარეთ, უკეთ გავიცანით ერთმანეთი, რაც მომავალში მჭიდრო თანამშრომლობასა და სწორი მიმართულებით საქმიანობაში შეგვიწყობს ხელს.

რამაზ მუმლაძე:

- ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მოვუგოთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც აბსოლუტურად ყველა კომპონენტში კატასტროფულად ჩამოვრჩებით. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში ვზრდით არა ფეხბურთელებს, არამედ ინვალიდებს. დღეს თურქეთსა და სხვა წარმატებულ ქვეყნებს 20-30 წლით ჩამოვრჩებით. სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ, თორემ ქართული ფეხბურთი მალე აღარ იარსებებს.

ბესიკ შეროზია:

- მერწმუნეთ, ქართველ ბავშვებს თურქებზე გაცილებით მეტი ნიჭი აქვთ, მაგრამ სათანადო პირობების არქონის გამო სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ. საკმარისია, ქართულ ფეხბურთში ფული ჩაიდოს და დიდი გამარჯვებები აუცილებლად მოვა.

ელგუჯა ქომეთიანი:

- დავეთანხმები ბესოს, ჩვენს ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ ხელშეწყობა და თანადგომა. ყველაზე რთულ მდგომარეობაში მაინც მწვრთნელები ვართ, რადგან სათანადო პიორობების არქონის მიუხედავად, შედეგს კატეგორიულად გვთხოვენ. თუ საწვრთნელი პირობები არ გვექნება, განსაკუთრებულ პირობებს ვერასოდეს მივაღწევთ.

მერაბ კოჭლაშვილი:

- რამდენიმე ათეული წლის წინ ქართველები თურქებს დიდი ანგარიშით უგებდნენ ხოლმე. ახლა კი, სამწუხაროდ, მათ გაგვისწრეს დიდი მანძილით. ქართველები ამბიციური ხალხი ვართ, მაგრამ სათანადო ცოდნისა და პირობების გარეშე წინ ვერ წავალთ. ინფრასტრუქტურის მხრივ სავალალო ვითარება გვაქვს. რეგიონებზე აღარაფერს ვიტყვი და თბილისში სულ რამდენიმე მოედფანი გვაქვს და იმათაც ვკარგავთ. ცოდნას რაც შეეხება, სწავლას არც მე ვთაკილობ და არც ჩემი კოლეგები. ერთობლივი ძალებით ვცდილობთ სწორ გზაზე დადგომას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთ ფეხბურთელის დამატებას ცდილობს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?