"მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავმა "მანჩესტერ ივნინგ ნიუსს" დიდი ინტერვიუ მისცა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავმა უეინ რუნიმ "მანჩესტერ ივნინგ ნიუსს" დიდი ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მისთვის გუნდის მთავარი მწვრთნელისა და გულშემატკივართა ნდობის შენარჩუნებაა.

ამას გარდა ფეხბურთელმა სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა. მასალას შემოკლებით გთავაზობთ.

- პრემიერლიაგში უკვე 10 წელია თამაშობთ. ყოველთვის ამას გეგმავდით?

- ამ გზაზე იყო აღმაფრენისა და ჩავარდნის პერიოდები. ყოველი ასეთი ეტაპი ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო. ამდენი ხანი იყო მსოფლიოში საუკეთესო გუნდის წევრი, ეს უბრალოდ ფანტასტიკურია.

"ოლდ ტრეფორდზე" გატარებული რვა წელიწადი წარმატებული გამოდგა ჩემთვის. რამდენჯერმე მოვიგე ჩემპიონატი, გავხდი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. კარგია, რომ ბოლო წლებში გოლების გატანას მოვუმატე. თუმცა იყო უსიამოვნო მომენტებიც. იმედი მაქვს, მომდევნო 10 წელიწადიც ასეთივე წარმატებული იქნება.

- შეიძლება, რომ 10 წლის შემდეგ თქვენს ოცწლიან კარიერაზე წიგნი დაწეროთ?

- იმედი მაქვს, რომ რაიან გიგზისა და პოლ სქოულზის გზას გავიმეორებ. ისინი მისაბაძი მაგალითები არიან. ალბათ უარს არავინ იტყოდა, რომ მათი წარმატებული გზა გაემეორებინა. ჩემი სურვილია, რომ ზუსტად 10 წლის თავზე კიდევ ერთხელ შევხვდეთ და იმაზე ვილაპარაკოთ, თუ როგორ გავატარე 20 სეზონი პრემიერლიგაში.

- ამ წლების გატარებასაც "მანჩესტერ იუნაიტედში" აპირებთ?

- იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება. არაერთხელ მითქვამს, რომ იქამდე, ვიდრე კლუბს დავჭირდები, აქედან წასვლაზე არც კი ვიფიქრებ. ორი წლის წინ საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე ვიდექი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ვცდებოდი.

- ალბათ ძნელია მაშინდელი სიტუაციის გახსენება. ნუთუ არ ეკითხებით ხოლმე თქვენს თავს, საერთოდ რატომ ვაკეთებდი ამასო?

- ჩვენ ჩვენს შეცდომებზე ვსწავლობთ. მთავარია, სწრაფად მივხვდი, რომ არასწორ გზას ვადექი. პირადად შევხვდი დევიდ გილს, სერ ალექსს და ყველაფერში გამოვუტყდი. ვკითხე, რისი გაკეთება შეგვიძლია-თქო. 12 საათის მერე ახალ კონტრაქტზე ხელი მოვაწერე.

ჩემი მაშინდელი საქციელით არ ვამაყობ, მაგრამ ყოველივემ "იუნაიტედთან" ერთად კიდევ უფრო დიდი წარმატებების მიღწევის მოტივაცია მომცა.

- ალბათ იმიტომ, რომ კლუბმა მეორე შანსი მოგცათ, არა?

- დიახ, მათ შეეძლოთ ჩემთვის ზურგი შეექციათ. გულწრფელად გეტყვით, გილიცა და ფერგიუსონიც დიდი ადამიანები არიან.

შერიგების მომენტიდან არ მტოვებს განცდა, რომ მათი ნდობა უნდა დავიბრუნო. გოლები მე მათთვის და გულშემატკივრებისთვის გამაქვს. ვიცოდი, რომ ჩემზე ნაწყენები იყვნენ, მაგრამ ეს აშკარად მათგან არასოდეს მიგრძვნია.

- ფიქრობთ, რომ ფანების ნდობის დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთეთ?

- მათი დამოკიდებულება ჩემდამი ყოველთვის სამაგალითო იყო. მე მათ ვაგრძნობინე, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ ამ კლუბში მინდა. ისინი ჩემს პოზიციას პატივს სცემენ.

- თქვენი აზრით, "სიტი" უმთავრესი კონკურენტია ჩემპიონობისთვის ბრძოლაში?

- ჩვენსა და "სიტის" შორის განსაკუთრებულ მეტოქეობაში ახალი არაფერია. წელს "ჩელსიც" ძალიან ძლიერია. მას გამოცდილებაც უწყობს ხელს. არ გამიკვირდება, თუკი "ლივერპული" დაუბრუნდება ოქროსთვის ბრძოლას. ბრენდან როჯერსი კარგი მწვრთნელია. ის აიძულებს ფეხბურთელებს შედეგიანი ფეხბურთის თამაშს.

- თქვენ ვან ნისტელროისთან, კრიშტიანო რონალდოსა და კარლოს ტევესთან ერთად გითამაშიათ. ამ ფონზე მიგაჩნიათ, რომ რუნი-ვან პერსი შეიძლება საუკეთესო წყვილი გახდეს?

- რატომაც არა? რობინი გამოცდილი ფეხბურთელია. მან გამოკვეთილ თავდამსხმელად თამაში დიდი ხანი არ არის რაც დაიწყო, ძველი გამოცდილებაც არ ექნება დავიწყებული, რაც ჩვენთვის დამატებითი პლუსია. მისი საგოლე ალღო გუნდს მიზნების მიღწევას ბევრად გაუადვილებს.

- როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი?

- მთავარი მიზანია, გავიტანო რაც შეიძლება მეტი და გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო. შარშან სეზონის განმავლობაში გოლების პირადი რეკორდი დავაფიქსირე, მაგრამ ვერც ერთი ტიტულს ვერ შევწვდი.

- ადრე პრაქტიკულად გარანტია გქონდათ, რომ ძირითადის ფეხბურთელი იქნებოდით. არსებული კონკურენცია თქვენზეც დადებითად მოქმედებს?

- მართლა არ მგონია, რომ ოდესმე ასეთი გარანტია მქონოდა. იმისთვის, რომ სხვებს ეს ჰგონებოდათ ძალიან ბევრს ვმუშაობდი. ახლაც ასეა. თავაუღებლად უნდა ვივარჯიშო, რათა მწვრთნელს სხვა გზა არ უნდა დავუტოვო და ძირითადში მათამაშოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა