ბავარიელებს "შპორტპარკზე" "უნტერჰახინგთან" ტესტ-მატჩი აქვთ, რომელშიც 20 წლის უნიჭიერესი ავსტრიელი აუცილებლად იასპარეზებს

ლოდინს ბოლო მოეღო: მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ავსტრიელი მარცხენა მცველი დავიდ ალაბა გამოჯანმრთელდა და საკმაოდ ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ 11 ოქტომბერს პირველად მოირგებს რეკორდმაისტერის ფორმას.

ბავარიელებს "შპორტპარკზე" "უნტერჰახინგთან" ტესტ-მატჩი აქვთ, რომელშიც 20 წლის უნიჭიერესი ავსტრიელი აუცილებლად იასპარეზებს.

წესით, მას "ჰოფენჰაიმთანაც" (2:0) უნდა ეთამაშა, მაგრამ ექიმებმა ბოლო მომენტში "ბაიერნის" თავკაც იუპ ჰაინკესს ალაბას მოედანზე გაყვანისგან თავის შეკავება ურჩიეს, "უნტერჰახინგთან" ამხანაგური დაპირისპირებისთვის კი ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაშია.

შეგახსენებთ, რომ დავიდ ალაბა 21 ივლისს, "ნაპოლისთან" ტესტ-მატჩში დაშავდა და გამოჯანმრთელებისთვის ორთვენახევარი დასჭირდა.

უკვე ცხადია ისიც, რომ ალაბა 20 ოქტომბერს, დიუსელდორფის "ფორტუნასთან" კალენდარული მატჩისთვისაც მზად იქნება და ჰაინკესი მას მინიმუმ განაცხადში შეიყვანს. მანამდე კი დავიდს ავსტრიის ნაკრებში უხმეს.

ავსტრიელები პარასკევს ყაზახეთს ხვდებიან და ამ შეხვედრაში ბაიერნელი ვერ იასპარეზებს; სამშაბათს კი იმავე მეტოქესთან მოედანზე გასვლის უფლება, სავარაუდოდ, მიეცემა. მანამდე ჰაინკესი ავსტრიის ნაკრების თავკაც მარსელ კოლერს დაელაპარაკება და ალბათ ალაბას დასვენებას სთხოვს.

ფაქტია, რომ ისედაც ძალიან კარგ ფორმაში მყოფ "ბაიერნს" ალაბას დაბრუნება კიდევ უფრო გააძლიერებს - მის არყოფნაში ჰაინკესი დაცვის მარცხენა ფლანგზე ხომ ნომინალურ ცენტრალურ მცველ ჰოლგერ ბადშტუბერს ათამაშებდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა