რაფაელ ნადალის ბიძამ და პირადმა მწვრთნელმა ტონი ნადალმა თავისი შეგირდი და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი შეადარა ერთმანეთს
მსოფლიოს მეოთხე ჩოგანის - რაფაელ ნადალის ბიძამ და პირადმა მწვრთნელმა ტონი ნადალმა თავისი შეგირდი და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი შეადარა ერთმანეთს.

"ვინ არის უკეთესი - ნადალი თუ ფედერერი? ეს საკითხი დიდად არ მაღელვებს, მაგრამ გიპასუხებთ: ფედერერი.

მას მეტი ტიტული აქვს მოპოვებული. თუმცა ისიც მართალია, რომ კალენდარი ფედერერის სურვილებით არის შედგენილი - ტურნირების უმრავლესობა ძალიან სწრაფ ჰარდზე იმართება.

ნადალის სახელი არ უნდა ფიგურირებდეს იმ კამათში, თუ ვინ არის ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელი. როჯერი როდ ლეივერს უნდა შევადაროთ.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ავსტრალიელს შეეძლო გაცილებით მეტი ტურნირის მოგება, მაგრამ ტრავმების გამო იძულებული გახდა, ნაადრევად დაესრულებინა კარიერა.

ბევრი ასახელებს ნადალისა და ფედერერის პირადი შეხვედრების ისტორიას, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან, მაგალითად, რაფა ურთიერთშეხვედრებში აგებს დავიდენკოსთან, მაგრამ ყველას ესმის, რომ ის რუსზე ძლიერია.

რაც შეეხება რაფაელსა და როჯერს შორის დაკიდებულებას, ისინი ძალიან დიდ პატივს სცემენ ერთმანეთს.

ფედერერი 31 წლისაა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. რაფა - 26 წლისაა და ის აღფრთოვანებულია ფედერერით.

მათ მეგობრებს ვერ ვუწოდებ, რადგან რაფას ტურში არც ისე ბევრი მეგობარი ჰყავს: ხუან მონაკო, ფელისიანო ლოპესი, დავიდ ფერერი.

რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ფედერერს არ ეთამაშა ATP-ის ტურში. ამ შემთხვევაში, რაფას მეტი ტიტულის მოგების საშუალება ექნებოდა და უფრო დიდხანს იქნებოდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი.

იგივე ეხება როჯერს, რომელიც რაფას გარეშე, მინიმუმ, კიდევ სამ ტიტულს მოიგებდა როლან გაროსზე", - ამბობს ტონი ნადალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა