ჯანლუიჯი ბუფონი ტრავმირებულია, დრო თავზე საყრელად აქვს და ჟურნალისტებთან ურთიერთობისთვისაც იცლის. "გაძეტა დელო სპორტთან" საუბარში ჯიჯიმ მეტწილად ეროვნულ ნაკრებზე ილაპარაკა და გამოთქვა სურვილი, რომ ამ დღეებში "კოვერჩანოს" საწვრთნელ ბაზას ესტუმროს:

ჯანლუიჯი ბუფონი ტრავმირებულია, დრო თავზე საყრელად აქვს და ჟურნალისტებთან ურთიერთობისთვისაც იცლის. "გაძეტა დელო სპორტთან" საუბარში ჯიჯიმ მეტწილად ეროვნულ ნაკრებზე ილაპარაკა და გამოთქვა სურვილი, რომ ამ დღეებში "კოვერჩანოს" საწვრთნელ ბაზას ესტუმროს:

"მას შემდეგ, რაც ნაკრები ბელფასტიდან დაბრუნდება, აუცილებლად ვეწვევი საწვრთნელ ბაზას და იმ ატმოსფერო შევიგრძნობ, რომელიც ასე ძალიან მაკლია. ამასთან, გავესაუბრები ფეხბურთელებს და უფრო ახლოს გავიცნობ ახალ მთავარ მწვრთნელს. ეროვნული გუნდი ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო და ძალიან მინდა, რომ თუნდაც ერთი დღე გავატარო "სკუადრა აძურასთან" ერთად. იმედია, ჩრდილოეთ ირლანდიიდან დადებითი რეზულტატით დაბრუნდებიან და შესაბამისად, კარგ განწყობაზე დამხვდებიან".

ბუფონმა პრანდელის ფორმაციის "აძურა" დაახასიათა და შემდეგი განაცხადა: "პრანდელი ჯერ კიდევ ძიების პროცესშია და ეს ბუნებრივია, თუმცა ამავე დროს, ახერხებს, თითოეული შეხვედრისთვის გუნდი მაქსიმალურად მობილიზებული იყოს და მხოლოდ სამი ქულისთვის იბრძოლოს. მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი დარტყმა მივიღეთ და თითოეული წარმატებული თამაში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, პრანდელის იტალია უფრო ლაღ და თავისუფალ ფეხბურთს ითამაშებს, რაც აუცილებლად წაადგება გუნდს. ხშირად მესმის, რომ შემოქმედებითი ყაიდის ფეხბურთელები აღარ გვყავს, რასაც არ ვეთანხმები - მხოლოდ კასანოს ხსენება კმარა იმისთვის, რომ სრულიად საპირისპიროში დარწმუნდე. ერთი სიტყვით, პირადად მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".

ამასობაში, იტალიურ პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ბუფონის გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული. ამასთან დაკავშირებით, კომენტარი კიპერის პირადმა აგენტმა სილვანო მარტინმა გააკეთა: "ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია საიდან ვრცელდება ასეთი უსაფუძვლო ინფორმაციები. ბუფონი ტრავმირებულია და კიდევ მინიმუმ სამი თვის განმავლობაში ვერ დაბრუნდება მოედანზე. ამასთან, მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელად ედვინ ვან დერ სარი მიიჩნევა. ასე რომ, ვერავითარ ლოგიკას ვერ ვხედავ იმაში, რომ ინგლისური გრანდი ჩემი კლიენტის გადაბირებით იყოს დაინტერესებული. თავისთავად, ბუფონის დარ მეკარეზე უარს არც ერთი გუნდი არ იტყოდა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რაიმე გარიგებაზე საუბარი სრული აბსურდია. ყველა სიკეთესთან ერთად, ჯიჯი ტურინში თავს შესანიშნავად გრძნობს და არსად წასვლის სურვილი არ აქვს".

და კიდევ ერთი ამბავი, რომელიც ასევე ბუფონს უკავშირდება. როგორც იცით, ამჟამად იტალიის ეროვნულ ნაკრებში სამი კიპერია გამოძახებული: ემილიანო ვივიანო, ანტონიო მირანტე და სალვატორე სირიგუ. "გაძეტას" ჟურნალისტი სამივე მათგანს გაესაუბრა და ჰკითხა, შესწევთ თუ არა ძალა, ბუფონს კონკურენცია გაუწიონ. გავეცნოთ სამივეს პასუხს...

ემილიანო ვივიანო (ბოლონია): "ბუფონისთვის კონკურენციის გაწევა წარმოუდგენლად მიმაჩნია, რადგან ის მარადონაა მეკარეებს შორის. ჩემი აზრით, ჯიჯი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კიპერია და თავს ვერაფრით გავუტოლებ. ისე, კი იტალიაში არაერთი ახალგაზრდა და ნიჭიერი მეკარეა, რომლებსაც მომავალში ბევრის მიღწევა შეუძლიათ. ჩვენი მიზანია გულშემატკივრებს ერთი რამ დავანახოთ - ბუფონს რამდენიმე ძალიან კარგი და საიმედო მეკარე უმაგრებს ზურგს".

ანტონიო მირანტე (პარმა): "რას ამბობთ, ბუფონისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლებელია. პირადად მე, შეგუებული ვარ იმ აზრს, რომ სანამ ჯიჯი ფეხბურთს ითამაშებს, თუ ჯანმრთელად იქნება, ნაკრების კარს სწორედ ის დაიცავს. სრულიად სამართლიანადაც, რადგან მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. ჯიჯი ჩემთვის სტიმულია და არა კონკურენტი, მინდა მივბაძო და ისეთივე სრულყოფილი ვიყო, როგორიც თავად არის. მხოლოდ დიდი შრომით მიიღწევა ეს და თავს ნამდვილად არ ვზოგავ".

სალვატორე სირიგუ (პალერმო): "უნდა ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში და ვთქვათ, რომ ჩვენ ყველანი მეორეობისთვის ვიბრძვით. ბუფონი არა თუ იტალიაში, მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა და მასთან კონკურენციაში შესვლა ასე იოლი არაა. ჩემი ვალია, თუ შანსი მომეცემა და "აძურას" ძირითად შემადგენლობაში მოვხვდები, გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. იმედია, ეს გამომივა კიდეც

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა