საქართველოს ნაკრების მცველმა ფინეთის ეროვნულ გუნდთან 12 ოქტომბერს გასამართ მატჩზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნული ნაკრები, მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, ფინეთთან მოახლოებული დაპირისპირებისთვის მზადებას განაგრძობს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის I ჯგუფში მორიგ მატჩს 12 ოქტომბერს, ფინეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს, ოთხი დღის შემდეგ კი მინსკში ბელორუსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის დახმარებით, 10 ოქტომბერს ფინეთში საქართველოს ნაკრების მცველ აკაკი ხუბუტიას შევეხმიანეთ და მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- როგორი განწყობაა საქართველოს ნაკრებში?

- ყველანი საბრძოლო და ოპტიმისტურ ხასიათზე ვართ. კარგია, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ვისაც მოედანზე გასვლა მოუწევს, ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რომ მატჩი ჩვენთვის დადებითი შედეგით დასრულდეს.

შევეცდებით, ამ ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის ძალები გადავანაწილოთ და ორივეგან წარმატებას მივაღწიოთ.

- ფინეთის ნაკრებთან დადებით შედეგად მხოლოდ გამარჯვებას მიიჩნევ?

- თუ გვინდა, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი შევინარჩუნოთ, მოგება აუცილებელია. თუმცა ეს საკმაოდ რთულად შესასრულებელი ამოცანაა, რადგან საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს.

- მეტოქეზე რა ინფორმაციას ფლობთ?

- თეორიული მეცადინეობა წინ გვაქვს და ალბათ, სამწვრთნელო შტაბი ფინეთის ნაკრებზე საჭირო ინფორმაციას მოგვაწვდის. შევეცდებით, მეტოქის სისუსტეები ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

- ფინეთში საქართველოს ნაკრების სტუმრობამ მედიისა და გულშემატკივრების ინტერესი თუ გამოიწვია?

- ვერ ვიტყვი, რომ ისეთი აჟიოტაჟია, როგორიც თბილისშია ხოლმე, თუმცა აქაურ პრესასა და ტელევიზიაში მოახლოებული მატჩი აქტიურად შუქდება და მცირე რაოდენობის მაყურებელი საქართველოს ნაკრების ვარჯიშსაც ესწრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ნაკრები ფინეთთან მატჩისთვის უდანაკარგოდ ემზადება

ალეკო ამისულაშვილი: "ზენიტთან" ტრავმა კი მივიღე, მაგრამ ნაკრებში მაინც ვითამაშებ

გულვერდ თომაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეროვნულ გუნდს წარმატებაში დავეხმარო

ირაკლი სირბილაძე: არ მოტყუვდეთ, ფინეთის ნაკრებთან მძიმე თამაში გველის!

თემურ ქეცბაიას ექსკლუზივი - დაცვა, დაცვა და ისევ დაცვა!

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა