11-დან 14 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის სპორტის სასახლე ფუტსალში უეფას თასის ელიტრაუნდის D ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს
11-დან 14 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის სპორტის სასახლე ფუტსალში უეფას თასის ელიტრაუნდის D ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს.

აღნიშნულ ჯგუფში, საქართველოს ჩემპიონ "იბერია სტართან" ერთად, პორტუგალიური "ბენფიკა", იტალიური "ლუპარენსე" და უნგრული "დიორი ეტო" იასპარეზებენ.

გათამაშების ოთხთა ფინალში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის და საკლუბო ფუტსალის გრანდებთან უმძიმესი ბრძოლები გველის: "ბენფიკა" ფიფას რეიტინგს სათავეში უდგას, "ლუპარენსე" - მე-5 ადგილზეა, "დიორი ეტო" კი მე-17-ეზე.

აღსანიშნავია, რომ სათამაშო სახეობებში მოასპარეზე ქართულ კლუბებს შორის "იბერიას" საუკეთესო რეიტინგი გააჩნია და მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

10 ოქტომბერს სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონმა სპორტული მედიისთვის ღია ვარჯიში გამართა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო ბენატიმ კი ელიტრაუნდის სამზადისზე იმედიანად ილაპარაკა:

"უძლიერესი მეტოქეები შეგვხვდა. ამის მიუხედავად, მგონია, რომ ჩვენ ელიტრაუნდისთვის კარგად მოვემზადეთ და ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან.

საკუთარ კედლებში თამაში და კარგი მომზადება ის საფუძველია, რაც მაიმედებს.

მჯერა, რომ "იბერია" შეძლებს და პირველად გავა ოთხთა ფინალში. ჩვენ ამის საკმაოდ დიდი შანსი გვაქვს", - განაცხადა ბენატიმ.

ჩვენს ერთ-ერთ მეტოქეს, იტალიურ "ლუპარენსეს" ჯგუფური ეტაპის შეხვედრების ინტერნეტ-რეპორტაჟის გადაცემა სურს. სწორედ ამ მიზნით, კლუბის პრესსამსახური "ლელოს" დაუკავშირდა და დაინტერესდა, რომელიმე ქართული არხი მატჩების ტელეტრანსლაციას თუ აპირებდა.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტული რედაქციის პროდიუსერის, დავით მინაშვილის თქმით, რეპორტაჟები საქართველოს ჩემპიონის, "იბერიას" მონაწილეობით იგეგმება.

ფუტსალის უეფას თასი. ელიტრაუნდი. D ჯგუფი

თბილისი, სპორტის სასახლე

11 ოქტომბერი

ბენფიკა-დიორი ეტო 15:45

იბერია სტარი-ლუპარენსე 18:15

12 ოქტომბერი

ლუპარენსე-ბენფიკა 15:00

იბერია სტარი-დიორი ეტო 17:30

14 ოქტომბერი

დიორი ეტო-ლუპარენსე 15:45

ბენფიკა-იბერია სტარი 18:15

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა