2012-13 წლების ევროთასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების სამი კალათბურთელი ითამაშებს
2012-13 წლების ევროთასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების სამი კალათბურთელი ითამაშებს - გიორგი ცინცაძე, ბექა ბურჯანაძე და ჯეიკობ პულენი.

შესაძლოა, 2012 წლის სანაკრებო მატჩებიდან ბურჯანაძის გვარი არ გახსენდებათ, მაგრამ დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას 2013 წლის ევრობასკეტისთვის მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი მიიწვევს.

18 წლის ბექა ხომ ესპანური "კახასოლის" შემადგენლობაში პირინეელთა პირველობაზე რეგულარულად თამაშობს.

წილისყრის შედეგად "კახასოლი" H ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან ფრანგული "ორლეანი", სერბული "ცრვენა ზვეზდა" და ნიკა მეტრეველის ყოფილი გუნდი, იტალიური "დინამო სასარი". სწორედ იტალიური და ესპანური კლუბები უნდა მივიჩნიოთ ჯგუფის ფავორიტებად.

გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკი" და ჯეიკობ პულენის "ჰაპოელი" A ჯგუფში ითამაშებენ. ეს კალათბურთელები ნაკრებში მხოლოდ ვარჯიშებზე უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.

საინტერესოა, ოფიციალურ შეხვედრებში ვინ ვის აჯობებს. ფაქტი ერთია - ბევრი რამ სწორედ გამთამაშებლებზე იქნება დამოკიდებული.

ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის და მომდევნო ეტაპზე სწორედ "ბუდიველნიკსა" და "ჰაპოელს" ვისურვებდით, რაც რეალობასთან ახლოსაა - სწორედ ეს გუნდები არიან ტოპ-16-ში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები, რომლებსაც დიდ თავსატეხს გაუჩენს ჩეხური "ნიმბურკი".

იგი ევროლიგის შესარჩევ ეტაპზე მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუსთან" დამარცხდა. ჯგუფის მეოთხე ბინადარი ლიტვის "პრიენაია". მის შესაძლებლობებზე წინასწარ ბევრს ვერაფერს ვიტყვით.

ევროთასის წლევანდელ გათამაშებაში საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრიც ითამაშებს: პოლონურ "ზიელონა გორას" ღირსებას ქუინტონ ჰოსლი დაიცავს.

როგორც მოგახსენეთ, თითო ჯგუფიდან ტოპ-16-ში ორ-ორი გუნდი გავა. მეორე ეტაპზე ისინი 4 ჯგუფად გაიყოფა და დაიწყება ბრძოლა მეოთხედფინალისთვის. ამას მოჰყვება ნახევარფინალი და ფინალი. ევროთასის გამარჯვებული ევროლიგის საგზურს მიიღებს.

A ჯგუფი

ნიმბურკი (ჩეხეთი)

ჰაპოელი (ისრაელი)

ბუდიველნიკი (უკრაინა)

პრიენაი (ლიტვა)

B ჯგუფი

ბილბაო (ესპანეთი)

ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია)

შარლერუა (ბელგია)

აკადემიკი (ბულგარეთი)

C ჯგუფი

ლე მანი (საფრანგეთი)

ტრიუმფი (რუსეთი)

ვეფ რიგა (ლატვია)

არტლანდი (გერმანია)

D ჯგუფი

ვალენსია (ესპანეთი)

ბანვიტი (ისრაელი)

აზოვმაში (უკრაინა)

ოლივერი (გერმანია)

E ჯგუფი

გალათასარაი (თურქეთი)

ლოკომოტივი (რუსეთი)

დონეცკი (უკრაინა)

სოპოტი (პოლონეთი)

F ჯგუფი

უნიქსი (რუსეთი)

პანიონიოსი (საბერძნეთი)

ოოსტენდე (ბელგია)

ზიელონა გორა (პოლონეთი)

G ჯგუფი

სპარტაკი (რუსეთი)

ციბონა (ხორვატია)

შოლე (საფრანგეთი)

ულმი (გერმანია)

H ჯგუფი

კახასოლი (ესპანეთი)

დინამო სასარი (იტალია)

ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)

ორლეანი (საფრანგეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა