საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალება მისთვის გაუგებარია
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალება მისთვის გაუგებარია.

"ჩემთვის შეწყალება ისეთივე გაურკვეველია, როგორც ჩემი დაპატიმრება. ვერ გავიგე, ან რას მიჭერენ, ან რას მიწყალებენ. მე არავის მოწყალება არ მჭირდება.

ერთადერთი, რაც მჭირდება, გამართლებაა - მე უდანაშაულო ვარ.

იმედი მაქვს, კანონმდებლობა შეიცვლება და მომეცემა საშუალება, ჩემი საქმე გადაიხედოს", - აცხადებს დემეტრაძე გაზეთ "რეზონანსთან" საუბარში.

ყოფილი ფეხბურთელი არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის სასამართლოდან სარჩელი უკან გამოიწვიოს.

"სტრასბურგში ჩემი საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა. იმედია, ჩვენს ქვეყანაში მივაღწევ სამართალს და სტრასბურგი აღარ დამჭირდება", - განაცხადა მან.

დემეტრაძე კახი კალაძის რეგიონალური და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის კანდიდატად წარდგენას გამოეხმაურა. მისი თქმით, კალაძის სამინისტროს წარმატებაში მალე ყველა დარწმუნდება.

"კახი კალაძე წარმატებული ფეხბურთელი იყო და დარწმუნებული ვარ, ასეთივე წარმატებული იქნება ნებისმიერ საქმეში, რასაც ხელს მოკიდებს", - აღნიშნა დემეტრაძემ.

როგორც ყოფილი ფეხბურთელი "რეზონანსთან" ინტერვიუში აცხადებს, პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ პროტესტის ნიშნად ორი დღე შიმშილობდა, თუმცა, მისი თქმით, მსგავსი ფიზიკური ძალადობა მის მიმართ არ ყოფილა.

"გლდანის საპყრობილეში ერთხელ კარცერში ჩამსვეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცინოდი. პატიმრები მათთვის მონებთან ასოცირდებოდნენ. ფიზიკური ზეწოლა ჩემს მიმართ არ ყოფილა", - აღნიშნა დემეტრაძემ.

გიორგი დემეტრაძე ფეხბურთელებისგან გამოთქმულ მისი მონახულების სურვილსაც გამოეხმაურა.

"ფეხბურთელები რატომ არ აქტიურობდნენ, ან მოგვიანებით რატომ დაიწყეს აქტიურობა, ეს არ ვიცი. ჯობია, მათ ჰკითხოთ და ამ კითხვაზე ისინი გაგცემენ კომპეტენტურ პასუხს".

ესაუბრა მარი მგალობლიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ასევე იხილეთ:

შოთა არველაძე: როგორც ვიცი, დემეტრაძეს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ

გიორგი დემეტრაძეს მალე გაათავისუფლებენ?

პრეზიდენტმა გიორგი დემეტრაძე შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა

შეუშვებენ ცნობილ ფეხბურთელებს გიორგი დემეტრაძესთან?

ალეკო ამისულაშვილი: ჩვენ დემეტრაძის გათავისუფლებას ვემხრობოდით

დემეტრაძის ადვოკატი: გიორგი არაადამიანურ, ღირსების შემლახველ სიტუაციაში იმყოფება

davidbe
დემე ხო კაცურიკაცია და კალაძე კიდევ იმიტოა მაგარი კაცი, რომ პირველმა მან ღიად დააფიქსირა პროტესტი და დემე არ დაიკიდა!
roka
დემე მაგარი კაცია !!!!!!!! მაგრამ რატომ არ დაუდგნენ გვერდში არველაძეები და სხვა ფეხბურთელები????
tbiliskii
ცოტა ხანსჰი მიშიკო იქნება შესაწყალებელი
inkognito
დემეტრადზე გამოუსჰვიტ სხვა ცოტაა დასაცჰერი. ვინც დასაცჰერია ისინი გარბიან ტვისუპლად კალადზე და დემეტრაძე ქვეყნის სახელი და იმიჯია. მაგრამ ეგაა ვის უნდა შენი იმიჯი,რაც მოსპეს
inkognito
კალადზეს და დემეტრადზეს მხარსჰი ამოუდგეტ მატ არაერტხელასახელეს ცჰვენი ქვეყანა დასაცჰერები კი ტვიტონ იყვნენ
dudu
დემეტრაძე უდანაშაულოა და თავისუფლებას და ბოდიშს იმსახურებს. იქნებ, კომპენსაციასაც. ეგ შეწყალება მაგ კლოუნმა ... და ათასლარიანი ვაუჩერით დაიცოს. შეწყალება თითონ აქვს ეხლა სათხოვნელი და ან მიიღებს, ან _ არა.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა