ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

მალხაზ ურჯუკაშვილი: ცოტა გულნატკენი ვარ, აღარავის ვახსოვარ

მალხაზ ურჯუკაშვილი: ცოტა გულნატკენი ვარ, აღარავის ვახსოვარ

საფრანგეთის ჩემპიონატის ფედერალ 2 დივიზიონის "დეკასვილის" ქართველი მორაგბე ნაკრების თემაზე საუბრობს

მალხაზ ურჯუკაშვილმა საქართველოს ნაკრებში პირველად 1997 წლის 12 ოქტომბერს ითამაშა, როცა ბორჯღალოსნებმა თბილისში ხორვატიის ეროვნულ გუნდს 29:15 მოუგეს.

მახო მაშინ 17 წლის იყო. მსოფლიოს რაგბის ისტორიაში ის ყველაზე ახალგაზრდა მორაგბედ რჩება, ვისაც საკუთარი ქვეყნის ნაკრების კვართი მოურგია.

ბოლოს ურჯუკაშვილმა ეროვნულ გუნდში 14 წლის შემდეგ, 2011 წლის 2 ოქტომბერს ითამაშა არგენტინასთან მატჩში.

ამ დროის განმავლობაში მან 69 კეპი მოიხვეჭა და გუნდს 313 ქულა შესძინა. მახომ თვრამეტჯერ შეძლო მეტოქეთა დალელოვება. ის უნივერსალია.

უკანა ხაზში, ცხრა ნომრის გარდა, ყველა პოზიციაზე უთამაშია, თუმცა დღემდე მიაჩნია, რომ ამპლუით ფულბეკია. ამასთან ერთად, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში იასპარეზა.

მისი კარიერა საფრანგეთში ევროპულ გრანდში, "ტულუზში" დაიწყო, მერე კი "ნიმის", "ტურის", "კანის", "ორიაკისა" და "ფიჟაკის" ღირსებას იცავდა.

ამჟამად მალხაზ ურჯუკაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ფედერალ 2 დივიზიონის "დეკასვილში" ასპარეზობს. მის შესახებ დიდი ხანია, ქართული რაგბის ქომაგს აღარაფერი სმენია. ამიტომ, როცა საფრანგეთში სასაუბროდ დავუკავშირდით, ძალიან გაუკვირდა.

- დიდი ხანია, საქართველოდან არავინ შემხმიანებია. მეგონა, ყველას დავავიწყდი. ძალიან გამეხარდა, რომ დამირეკეთ. როგორც ჩანს, არიან ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვახსოვარ.

- თქვენს შესახებ ერთ წელიწადზე მეტია, არაფერი გვსმენია. თუ შეგიძლიათ, მოკლედ გვიამბეთ, რა ხდებოდა ამ პერიოდში თქვენს სპორტულ კარიერაში...

- გასული სეზონი "ფიჟაკში" გავატარე, რომელიც ფედერალ 3-დან ერთი დივიზიონით მაღლა, ფედერალ 2-ში გადავიყვანეთ. მერე ეს გუნდი დავტოვე და ამჟამად ამავე დივიზიონის "დეკასვილში" ვთამაშობ. კარგი გუნდია, სამი ტურის შემდეგ რვა ქულა გვაქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე ვართ.

- ბოლო წლებში ტრავმები ხშირად გაწუხებდათ. ახლა როგორ გრძნობთ თავს?

- შარშან ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ სერიოზული პრობლემები მქონდა. ფიჟაკში მხრის ოპერაცია გავიკეთე.

მერე მიკრო-ტრავმები მაწუხებდა ხშირად. ამჟამად ეს საშინელი პერიოდი უკან მოვიტოვე, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მშვენივრად ვთამაშობ, კარშიც ძველებურად ვურტყამ. ერთი სიტყვით, ჯანმრთელობას აღარ ვუჩივი.

- რა დონის გუნდია "დეკასვილი" და რა მიზნები აქვს მას მიმდინარე ჩემპიონატში?

- სამოყვარულო გუნდია. აქ კონტრაქტს არავის უფორმებენ. ამიტომ სამსახურს ვეძებ. თუ გინდა, რომ სტაბილურად და ნორმალურად იცხოვრო, ეს აუცილებელია.

თანაც, ტრავმა რომ მიიღო და თამაში ვეღარ შეძლო, კლუბი ფულს არ გადაიხდის. არადა, ძნელია, ცოლი და სამი შვილი მყავს. მეუღლე არსად მუშაობს, რადგან უმცროსი ბიჭი ერთი წლისაა, ვერავის უტოვებს. ისევ მე უნდა ვიმუშაო სადმე.

აი, ასეთი მდგომარეობაა "დეკასვილში". ფედერალ 1-ში გადასვლას არ აპირებენ. ამათთვის კარგი იქნება, პლეი ოფში თამაშის უფლებას თუ მიიღებენ, თუმცა, თუ შანსი მიეცემათ, რატომაც არა, რანგით უფრო მაღალ დივიზიონში თამაშზე უარს არ იტყვიან.

- მახსოვს, თქვენ ელიტური, მეორე დივიზიონის "ორიაკი" გიწვევდათ, სადაც სამი ქართველი მორაგბე თამაშობს...

- დიახ, იყო ეგ ლაპარაკი. მაშინ "ორიაკში" შერკინების პირველხაზელი გიორგი ჟღენტი თამაშობდა. გუნდის მწვრთნელს და განსაკუთრებით პრეზიდენტს, ძალიან უნდოდათ მისი კლუბში დატოვება, მაგრამ მაუმ "ოიონაქსში" თამაში არჩია, რადგან "ორიაკში" სათანადო ფინანსურ პირობებს არ სთავაზობდნენ.

გაბრაზდა პრეზიდენტი, ადგა და ჩემთანაც არ გააფორმა ხელშეკრულება. არადა, ხშირად მიწევდა თამაში. კარშიც ვურტყამდი, ლელოებსაც არ ვაკლებდი, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვიდა.

"ორიაკის" ქართველი მორაგბეები ახსენეთ. მე ამ ქალაქში ვცხოვრობ და მათთან ხშირი კონტაქტი მაქვს. ლევან დათუნაშვილი, გიორგი ნაცარაშვილი და კარლენ ასეიშვილი გუნდის წამყვანი მოთამაშეები არიან, ხშირად უწევთ ძირითად შემადგენლობაში თამაში.

წლეულს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. ბოლო ტურში შინ რომ არ წაეგოთ, ახლა სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იქნებოდნენ.

- საფრანგეთში თამაშობს თქვენი ძმიშვილი ბექა ურჯუკაშვილი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში რამდენჯერმე ითამაშა...

- ბექა ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "ობენაში" თამაშობს. ამ გუნდში ის შუამარბის (#12) პოზიციაზე ირჯება და წინა ტურში ლელოც მიითვალა.

ძალიან კარგ ფორმაშია და მიკვირს, ნაკრებში რატომ აღარ ეძახიან. ვფიქრობ, რომ ასეთი აღნაგობის და მონაცემების მოთამაშეებს უნდა ეძებდნენ და სამომავლოდ ამზადებდნენ.

2010 წელს მან ერთა თასის გათამაშების თითქმის ყველა მატჩში ითამაშა, მაგრამ მერე აღარ გამოიძახეს. მესმის, რომ მაშინ ნაკრებში მწვრთნელები შეიცვალა, მაგრამ ახლაც ხომ სხვა თავკაცები ჰყავს ჩვენს ეროვნულ გუნდს.

- ბექა საქართველოს A ნაკრებში იყო გამოძახებული, როცა გუნდი ბრიტანულ ტურნეში იმყოფებოდა...

- დიახ, მახსოვს. მაშინ მან ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშა, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა ვერ მოახერხა. ახლა კი შესანიშნავ ფორმაშია. იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი ძმიშვილია. ის ახალგაზრდაა და, ვფიქრობ, მომავალში სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის.

- თქვენ არ აპირებთ "ბორჯღალოსანთა" რიგებში დაბრუნებას?

- მე, ალბათ, ასაკის გამო აღარ გამომიძახებენ, 32 წლის ვარ. არ მიმაჩნია, რომ ბებერი ვარ. ნებისმიერ ახალგაზრდას დავუდგები და გავეჯიბრები, ბარე ორს კიდევ ვაჯობებ, მაგრამ... თანაც, ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ გულნატკენი ვარ.

- რატომ? რა მოხდა ახალ ზელანდიაში?

- იმოტომ ვარ გულნატკენი, რომ, ფაქტობრივად, თამაშის საშუალება არ მომცეს. არადა, მეტი შემეძლო. ერთი კი გვითხრეს ასაკოვან მოთამაშეებს, თუ გინდათ, გაცილებას მოგიწყობთო. რატომ არ მინდა?! მირჩევნია, კარგად წავიდე, ვიდრე ასე ვიყო, არავის რომ აღარ ახსოვხარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• doubleza

მახო ძალიან მაგარი ხარ ა ჩვენს გლში ზიხარ სამუდამოდ, ვიმრავლოს ღმერთმა შენისთანა ქართველები.

• mixa

მალხაზ უზომოდ გვიყვარხარ ხშირად გაგვიხარებიხარ მაგარი კაცი ხარ.საწყენია ასე რომ მიგივიწყეს

• დათო

მალხაზ ძალიან ბევრ ქართველს გვახსოვხარ და გვიყვარხარ!!!

• zura

ბექა ურჯუკაშვილი და მერაბ შარიქაძე კარგ, ჯანსაღ კონკურენციას გაუჭევენ ერთმანეთს. სათავისოდაც და ნაკრებისათვისაც კატგია

• onise

ამ კაცმა ქართული რაგბის ისტორიაში თავის სიტყვა თქვა, მხოლოდ ის რად ღირს რომ 17 წლიდან ბორჯღალოსანთა ღირსებას იცავს. დაფასება უნდა ასეთ კაცს.. რომ არა გაუთავებელი ტრამვები ის დღესაც მაღალი დონის გუნდის ღირსებას დაიცავდა.

• toko

ბექა ურჯუკაშვილს რომ ეროვნულ ნაკრებში არ იძახებენ მეც მიკვირს

• badri

მიკვირდა საპრანგეთის ელიტ გუნდში რომ არ ტამაშობს

• zura

მალხაზ ურჯუკაშვილი ერტერტ საუკეტესო მორაგბეტ მიმაჩნია

• abesa

პირადად არ გიცნოობ მაგრამ მე ნაღდად მახსოვხაარ :) ძალიან მომწონდა შენი თამაში

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის

ქართველები ევროტურნირების ფინალში

"ეს წარმოუდგენელია!" - ენრიკე ზაბარნის არყოფნის მიზეზად, საფონოვის კარში ჩაყენებაზე დასმულ კითხვაზე გაბრაზდა

ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს

დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?

[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა

"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა

ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა

"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა

[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!

[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა

[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...

[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა

[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია

[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა

"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა

"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი

[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში

დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ

რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები