vesti.az-ის ცნობით, 11 ოქტომბერს ბაქოში "ინტერის" ორ ქართველ ლეგიონერს თავს დანით შეიარაღებული მძარცველი დაესხა

11 ოქტომბერს აზერბაიჯანულმა საიტებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ბაქოში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის, "ინტერის" ორ ქართველ ლეგიონერზე, გიორგი ლომაიასა და გიორგი ადამიაზე თავდასხმა განხორციელდა.

თავად ადამიამ საიტ azerisport.com-თან ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ ის ამჟამად სულაც საქართველოში იმყოფება.

მანამდე vesti.az ავრცელებდა ცნობას, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქში, კლუბ "Mamounia Lounge"-ის სიახლოვეს, ქართველ ფეხბურთელებს თავს მძარცველი დაესხა, თუმცა ლომაიამ და ადამიამ მომხვდურს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგადაც თავდამსხმელმა მათ დანით ჭრილობები მიაყენა.

ნარიამნოვის რაიონის პოლიციაში საიტს ეს ინფორმაცია დაუდასტურეს, თუმცა უთხრეს, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ ხელჩართულ ჩხუბს და დანით დაჭრის ამბავი სიმართლეს არ შეეფერება. სამართალდამცველთა ცნობით, ფეხბურთელებმა მძარცველს წინააღმდეგობა კი გაუწიეს, მაგრამ მისი გაუვნებელყოფა ვერ შეძლეს და ეს უკანასკნელი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

ინციდენტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს ბაქოს "ინტერის" პრესსამსახურიც.

"ადამია ამჟამად ბაქოში არ იმყოფება და ის სამშობლოშია. შესაბამისად, ხმები იმის შესახებ, რომ ის დანით დაჭრეს, ტყუილია.

რაც შეეხება ლომაიას, ის 10 ოქტომბერს გუნდთან ერთად შარშანდელი პრიზიორების დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდა.

შესაძლოა, ლომაიას მართლაც ჰქონდა ვინმესთან კამათი, მაგრამ ადამია გამორიცხულია", - განუცხადა კლუბის პრესმდივანმა საიტ Sport.1news.az-ს.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა