- ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას. ჩვენს ნაკრებს შესარჩევ ციკლში სამი წელი არ მოეგო და ეს გამარჯვება ამითიც მნიშვნელოვანი იყო. ეს 3 ქულა მომდევნო მატჩებში ფსიქოლოგიურადაც წაადგება ჩვენს გუნდს...

ჯონ ბუტიგეგი (მალტა):

- ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ რთული და დაძაბული მატჩი გამოვიდა. ორივე გუნდმა კარგი თამაში აჩვენა. ჩემმა ფეხბურთელებმა მაქსიმუმი გაიღეს. ყველაზე მეტად იმაზე დამწყდა გული, რომ 90 წუთის განმავლობაში შევძელით კარის "მშრალად" შენახვა, ახლოსაც ვიყავით სასურველ ფრესთან, მაგრამ არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში საქართველომ გაგვიტანა და დავმარცხდით. მეტოქეს მოგებას ვულოცავ. ბურთის გატანა ჩვენც შეგვეძლო, ძალიან კარგი მომენტიც გვქონდა, მაგრამ... ის შანსი ვერ გამოვიყენეთ, არადა, იმ ეპიზოდში გოლი რომ გაგვეტანა, მოვლენები ალბათ სხვა სცენარით განვითარდებოდა.

თემურ ქეცბაია (საქართველო):

- ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას. ჩვენს ნაკრებს შესარჩევ ციკლში სამი წელი არ მოეგო და ეს გამარჯვება ამითიც მნიშვნელოვანი იყო. ეს 3 ქულა მომდევნო მატჩებში ფსიქოლოგიურადაც წაადგება ჩვენს გუნდს. სამწუხაროდ, ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა იყო პოზიტივიც. კარგია რომ ჩვენმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, რაც დაფასდა კიდეც. მალტასთან ფავორიტები კი ვიყვით, მაგრამ... პირველ ტაიმში მოვიკოჭლებდით, მერე გამოვასწორეთ თამაში და გოლიც გავიტანეთ. ტრავმის გამო ფეხბურთელები გვაკლდა. სამწუხაროდ ყენია ისევ ვერ ვარჯიშობს, მაგრამ მომჯობინდება. გავიგე, კანკავა უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მალე დაუბრუნდება მოედანს... სხვა მოთამაშეებიც დაგვემატებიან და ნაკრები უკეთ ითამაშებს... ერთსაც ვიტყვი - დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს. წვიმასა და ცუდ ამინდში ხალხი ბოლომდე ერთგულად გვქომაგობდა. გულშემატკივარი დღეს შედეგით გავახარეთ. კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, თამაშის ხარისხი უნდა დავხვეწოთ.

- 17 ნოემბერს ექნება ნაკრებს ამხანაგური შეხვედრა?

- სლოვენიაში თამაში თითქმის გადაწყვეტილია. ამ მატჩისთვის ძირითადად იმ ფეხბურთელებს გამოვიძახებთ, რომლებზეც დაკვირვება გვსურს. ახალგაზრდა მოთამაშეებსაც ვნახავთ... სწორედ ასეთი ფეხბურთელების საქმეში ნახვისთვის არის ეს ამხანაგური მატჩები. გარდა ამისა, ზამთრისთვის კვიპროსის ტურნირზე თამაშიც გვინდა და იქიდან პასუხს ველით.

- მოედნის საფარზე რას იტყოდით?

- ბალახი უკეთეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე სექტემბერში, მაგრამ ნიადაგი ცუდია. იმედია მოხერხდება და გამოიცვლება.

- 12 ოქტომბერს ნაკრები ლატვიაში ითამაშებს. ამ მატჩზე რას გვეტყვით?

- რთული თამაში გველის. ლატვიელებს ტანმაღალი ფეხბურთელები ჰყავთ და "სტანდარტულებზე" არიან აქცენტირებული. მონდომება და სწორად თამაში გვმართებს...

Japaneze
გულშემატკივარს მივმართავ - შენზე არანაკლება ვიცით, რომ მალტა სუსტია და რომ უფრო დიდი ნაგარიშით უნდა მოვიგოთ, მაგრამ შეგვარგე რა სამი წლის შემდეგ გამარჯვება! მოგება ნაღდად არ მეწყინება, მით უფრო, როდესაც იგივე მალტასთან არც ისე დიდი ხნის წინ 0:2 წავაგეთ. იმ მალტაში ერთ სტადიონზე 12 მოედანია, ჩვენ ერთი ხეირიანი საფარი არ გავქვს, ეროვნულზე ნახეთ, ერთი, რა საშინელ დღეშია. ასეთ მოედანზე შემტევი გუნდი სრწაფ და ლამაზ ფეხბურთს, მით უფრო წვიმიან ამინდში ვერაფრის დიდებით ვერ აჩვენებს. კითხეთ ერთი ფეხბურთელებს, ჭაობში ფეხები რომ ეფლობოდათ, როგორ ირბენდნენ?
gulshematkivari
ხალხოოო ეს გუნდი მალტა მალტააააააააა იყო და ამ გუნდთან 1 : 0 91 წუტზე დამაკმაყოპილებელი შედეგია იმ ამბიციებისტვის რაც ჩვე გვაქვს??:D:D:D სასაცილოა და მეტო არაფერიიი....და ცუდი ტამაშიი ან ცუდ სტადიონს ბრალდება ან ტრამვირებულ ფეხბურტელებსს??:D:D:D:D მინცც მივულოცოტ ყველას ტამაშის მიუხედავად...
saba
ლატვიაშიც მოვიგოთ და ჩვენ ბედს ძაღლი არ დაჰყეფს
გიორგი ჩაფიძე
ბოლომდე რომ ვიბრძოლეთ მაგიტომ მოვიგეთ გილოცავთ ყველას.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა