მონიშა კალტენბორნი პირველი ქალია ფორმულა 1-ის ისტორიაში, რომელიც "სამეფო რბოლების" გუნდს უხელმძღვანელებს
თავისი 69-ე დაბადების დღის წინ შვეიცარიელმა პეტერ ზაუბერმა გუნდის ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გადააბარა "ზაუბერის" აღმასრულებელ დირექტორს მონიშა კალტენბორნს.

ამასთან, ზაუბერი დარჩება კომპანიის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტად.

"ჩვენ დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ მონიშა სათავეში ჩაუდგებოდა გუნდს, მაგრამ თარიღი არ დაგვისახელებია.

ვფიქრობ, ახლა შესაბამისი მომენტია უფლებამოსილების გადაბარებისთვის, რადგან ვერ დავესწარი რამდენიმე რბოლას, მათ შორის, იაპონურს, სადაც გუნდმა შესანიშნავად გაართვა თავი სამუშაოს.

ეჭვი არ მეპარება, მონიშას ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ გუნდის დიადი ხელმძღვანელი გახდეს და თან საჯინიბოს თავისი ფილოსოფია შეუნარჩუნოს - ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს", - ამბობს პეტერ ზაუბერი.

"სერიოზულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. თითქმის 40 წლის წინ პეტერ ზაუბერმა დააარსა გუნდი და გაზაფხულზე შესრულდება 20 წელი მას შემდეგ, რაც "ზაუბერის" მანქანა გამოდის ფორმულა 1-ის ეტაპებზე.

ჩვენ ასაკით მეოთხე გუნდი ვართ მოქმედ საჯინიბოებს შორის. შექმნა ასეთი პროექტი და შეინარჩუნო მისი კონკურენტუნარიანობა - ძალიან რთულია, მაგრამ მე მაღალი მიზნები მაქვს და მზად ვარ, გუნდს წინ გავუძღვე, როგორც ამას პეტერ ზაუბერი აკეთებდა", - განაცხადა "ზაუბერის" ახალმა შეფმა.

მონიშა კალტენბორნი პირველი ქალია ფორმულა 1-ის ისტორიაში, რომელიც "სამეფო რბოლების" გუნდს უხელმძღვანელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა