ევროლიგის გახსნითი ტური ქართველთათვის სანახევროდ წარმატებული გამოდგა
ევროლიგის გახსნითი ტური ქართველთათვის სანახევროდ წარმატებული გამოდგა. კუნძულ მალაგაზე "უნიკახასთან" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინის "მაქაბიმ", ხოლო პირინეის ნახევარკუნძულზე ბოლო წამებზე სლოვენიის "ოლიმპიასთან" დამარცხდა მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუ".

"მაქაბელების" გამარჯვება (85:80) იმდენად მოულოდნელი არ იყო, რამდენადაც კანტუელთა საშინაო მარცხი (71:84).

ფინელებით - სალინითა და რანიკოთი გაძლიერებულმა სლოვენიურმა "ოლიმპიამ" თავიდანვე თანაბარი ბრძოლა გაუჩაღა იტალიელებს, ხოლო ბოლო წუთებზე, როცა თამაშის ბედი წყდებოდა, ზუსტი სამქულიანებით "კანტუს" შანსი არ დაუტოვა.

მანუჩარი მწვრთნელმა მოედანზე საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე დააბრუნა. მანუ ბევრს ეცადა, მაგრამ მხოლოდ საჯარიმოები გამოიყენა (ისევე, როგორც მისმა თანაგუნდელებმა).

ქართველი უკანახაზელი 13 ქულით "კანტუს" ვიცე-ბომბარდირი გახდა. მან 19 წუთში 2 ორქულიანი (6-დან), 2 სამიანი (5-დან) და 3 საჯარიმო (4-დან) ჩააგდო, რასაც 1 მოხსნა და 2 პასი მიამატა. მასპინძელთაგან ყველაზე მეტი პიეტრო არადორიმ ჩააგდო - 16.

ისრაელის "მაქაბიმ" "უნიკახასთან" მატჩში თავიდანვე მოიპოვა სათამაშო უპირატესობა. ეს ანგარიშშიც ასახა და მიუხედავად იმისა, რომ კუნძულელებმა ანგარიში მინიმუმამდე არაერთხელ შეამცირეს, სტუმრებმა მატჩი მაინც მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე.

შერმადინი, ისევე, როგორც მარკოიშვილი, სასტარტო ხუთეულში იყო. მაქაბელმა ცენტრმა მესამე პერიოდის ბოლოს გუნდის წინსვლაში დიდი წვლილი შეიტანა: მას მერე, რაც "მაქაბიმ" 11-ქულიანი ფორა გაანიავა (56:54), გიორგიზე მალაგელებმა მეტად იუხეშეს და მსაჯს ტექნიკური ჯარიმაც დასტყუეს.

შერმადინმა ოთხი საჯარიმო გამოიყენა და - 60:54 "მაქაბის" სასარგებლოდ. ქართველმა მალე მეცხრე საჯარიმოც ჩააგდო და მოედანი მაშინ დატოვა, როცა მისი გუნდი 7 ქულით იგებდა. თუმცა ამერიკელი ერლ კალუეის წინამძღოლობით მესამე პერიოდის ბოლოსთვის ესპანელებმა სხვაობა ორამდე დაიყვანეს.

მეოთხე რაუნდში "მაქაბის" მწვრთნელმა დევიდ ბლატმა მობილური, ტანდაბალი შემადგენლობით ითამაშა, შერმადინი აღარ გამოუყვანია.

ასე რომ, ქართველ ცენტრს ათიან ნიშნულამდე ერთი ქულა დააკლდა: 14 წუთი, 9 ქულა (12-დან 9 საჯარიმო, 2-დან 0 ორქულიანი) და 3 მოხსნა. მასზე 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

12 ოქტომბერს ევროლიგაში ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკი" ჩაერთვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა