11 ოქტომბერს ფუტსალის თასის ელიტრაუნდში "იბერია სტარმა" "ლუპარენსე" ანგარიშით 6:1 დაამარცხა
11 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში ევროპის ფუტსალის თასის გათამაშების ელიტრაუნდი დაიწყო.

ცნობისთვის, ეს ტურნირი ფუტსალში იგივეა, რაც ჩემპიონთა ლიგა ფეხბურთში. ასე რომ, ასეთი რანგის მატჩების ცოცხლად ხილვა საკმაო სიამოვნებაა, მით უფრო მაშინ, როცა ქართული კლუბი უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის.

11 ოქტომბერს საქართველოს ჩემპიონმა "იბერია სტარმა" ფინალური ოთხეულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და იმედია, ამჯერად მაინც შეძლებს იმ მიზნის მიღწევას, სადამდეც ბოლო წლებში მცირედი აკლდებოდა ხოლმე.

ამაში "იბერია სტარს" ხელი შინაურმა კედლებმა უნდა შეუწყოს. მატჩებზე დასწრება თავისუფალია და იმედია, ელიტრაუნდის დასკვნით ორ ტურში ჩვენს გუნდს გუშინდელზე მეტი გულშემატკივარი გაამხნევებს.

იბერია სტარი (საქართველო)-ლუპარენსე (იტალია) 6:1

გოლები: 1:0 აუგუსტუ (13), 2:0 აუგუსტუ (14), 2:1 საიოტი (24), 3:1 ბრუნო მელო (36), 4:1 ბრუნო მელო (36), 5:1 ბრუნო მელო (38), 6:1 ფუსტე (40)

იბერია სტარი: სელიო, აუგუსტუ, ბრუნო მელო, ლუსიო, რომარიო; აკოპოვი, რაფა, ძაბირაძე, ფუსტე, ჟილი, ალთუნაშვილი, სილვა.

მწვრთნელი: ს. ბენატი

ლუპარენსე: კავიკიო, პედოტი, ონორიო, მერლიმი, კაპუტო; პუტანო, ფაბიანო, აბდალა, კანალი, ბუონანო, საიოტი.

მწვრთნელი: ფ. კოლინი

გაფრთხილება: სილვა - მერლიმი, აბდალა

არბიტრები: რ. მარინი (ესპანეთი), დ. კონსტანტუნუ (კვიპროსი)

მატჩი "იბერიას" სულაც არ მოუგია ისე მარტივად, როგორც ეს ანგარიშიდან შეიძლება მოგეჩვენოთ. 36-ე წუთამდე გაურკვეველი იყო, თუ ვინ დაეუფლებოდა გადამწყვეტ უპირატესობას.

იტალიელებმა 2:1-ზე საკმაო რაოდენობის მომენტები შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო ჩვენი ბრაზილიელი მეკარე სელიო. ახალი ამბავი არ არის, რომ "იბერია სტარში" ამინდს სწორედ ბრაზილიელი ლეგიონერები ქმნიან და სწორედ მათმა ოსტატობამ გადაწყვიტა მატჩის ბედი. თუმცა ჩრდილში არც გუნდის ქართველი კაპიტანი გიორგი ალთუნაშვილი ყოფილა.

აუგუსტუმ ჯერ მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა, შემდეგ კი კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ერთი შეხებით მიუჩინა ადგილი "ლუპარენსეს" კარის ბადეში და ანგარიში ორამდე გაზარდა.

იტალიელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში ჩამორჩენა ერთ ბურთამდე შეამცირეს და 12 წუთის განმავლობაში მაყურებელი გვარიანად ანერვიულეს, თუმცა ამას ბრუნო მელოს გაბრწყინება და ორწუთიან მონაკვეთში შესრულებული ჰეთ თრიქი მოჰყვა.

ერთი გოლი მან მოედნის საკუთარი ნახევრიდან გაიტანა. იმ დროისთვის "ლუპარენსეს" მეკარე მოედნის მოთამაშით ჰყავდა შეცვლილი და ბოლო გოლები გარკვეულწილად, ამის გამოც გაუშვა.

მთლიანობაში, "იბერია სტარმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და იმედია, ელიტრაუნდს უდანაკარგოდ ჩაამთავრებს.

გიორგი ალთუნაშვილი ("იბერია სტარის" კაპიტანი): "დიდი მადლობა გულშემატკივრებს, ამ გამარჯვებაში მათ დიდი როლი ითამაშეს. მჯერა, მათი მხარდაჭერით ჯგუფში პირველობასაც მოვახერხებთ".

ვახტანგ წერეთელი ("იბერია სტარის" პრეზიდენტი): "იტალიის ჩემპიონთან გამარჯვება იოლი ნამდვილად არ არის და ბედნიერი ვარ, ეს რთული ამოცანა რომ გადავჭერით. ვიმედოვნებ, ეს შედეგი ქომაგებს სპორტის სასახლეში მოსვლისკენ უბიძგებს, მხარს უფრო მეტი გულშემატკივარი დაგვიჭერს და ელიტრაუნდში ერთობლივი ძალისხმევით გავიმარჯვებთ".

ბენფიკა (პორტუგალია)-დიორი ეტო (უნგრეთი) 3:3

გოლები: 1:0 მარინიო (23), 2:0 კეირუში (24), 3:0 უგო (36), 3:1 ჟუანრა (37), 3:2 აგილარი (39), 3:3 მარტინში (40)

ბენფიკა: ბებე, მარინიო, გონსალო, ს. პაულუ, კეირუში; მარკაო, უგო, ტეკა, დიეკე, ბ. კოელიო, ნენე, სოლი.

მწვრთნელი: პ. ფერნანდეში

დიორი ეტო: ბალაში, ლუკე, ალ-ლოანი, მარტინში, აგილარი; მატკოვიჩსი, ლოდი, შეგი, ჰარნიში, დროტი, ჟუანრა, ხორვატი.

მწვრთნელი: მ. ლოპესი

გაფრთხილება: ს. პაულუ, დიეკე - დროტი, ჟუანრა

არბიტრები: გ. ბაუერნფაინდი (ავსტრია), ლ. პეშკო (სლოვაკეთი)

ფუტსალისთვის სენსაციები უცხო არ არის, თუმცა, სპეციალისტთა აზრით, ამ ჯგუფის გამარჯვებული "იბერია სტარსა" და "ბენფიკას" შორის უნდა გაირკვეს.

თუკი ჩვენმა ჩემპიონმა პირველ ტურში ფავორიტის სტატუსი ასი პროცენტით გაამართლა, პორტუგალიელებმა დაგეგმილი სამი ქულის მოპოვება ვერ შეძლეს.

არადა, 37-ე წუთამდე "ბენფიკა" სამბურთიანი უპირატესობით იყო დაწინაურებული და ვერავინ წარმოიდგენდა, ასეთი უსიამოვნება თუ შეემთხვეოდა. "დიორი ეტომ" სასწაული მოახდინა - უნგრელებმა ორი სწრაფი გოლით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, გამათანაბრებელი ბურთი კი შეხვედრის დასრულებამდე ორი წამით ადრე გაიტანეს!

ა

გუნდი

თ

მ

ფ

წ

ბ

ქ

1.

იბერია

1

1

0

0

6-1

3

2.

ბენფიკა

1

0

1

0

3-3

1

3.

დიორი ეტო

1

0

1

0

3-3

1

4.

ლუპარენსე

1

0

0

0

1-6

0

12 ოქტომბერი

15:00 ლუპარენსე-ბენფიკა

17:30 იბერია სტარი-დიორი ეტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა