ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მეტოქე ფინეთის ნაკრები - სკანდინავიური იმედი

მეტოქე ფინეთის ნაკრები - სკანდინავიური იმედი

ევროპის ათიოდე ქვეყნის ნაკრებია დარჩენილი, რომელთანაც არ გვიპაექრია და ერთ-ერთი ასეთთაგანი სწორედ ფინეთის ნაკრებია!
წლეულს ნამდვილად ვერ იქნება, მაგრამ არც ძალიან შორს არის ის დღე, საქართველოს ნაკრები საიუბილეო, მე-200 მატჩს რომ ჩაატარებს!

სამწუხაროდ, 1990 წლიდან მოყოლებული, საქართველოს სანაკრებო მატჩების გამო იმედგაცრუება ჭარბობდა გამარჯვებ(ებ)ით გამოწვეულ სიხარულს; რა თქმა უნდა, იყო ეპიზოდური გამონათებებიც, როცა შესარჩევ ეტაპზე (ერთი-ორი ციკლის გარდა) "ხმაურიან" სენსაციას მოვახდენდით და ამით ვხარობდით.

თუმცა დღემდე აუხდენელ ოცნებად გვრჩება საქართველოს ნაკრების ხილვა ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

ეგ კი არა, ჩვენთვის სადებიუტო ციკლში (1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი) ნაჩვენები შედეგი (15 ქულა და ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება) ვერაფრით გაგვიუმჯობესებია...

...1990 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, ამხანაგური იქნებოდა თუ ოფიციალური, საქართველოს ნაკრებს ევროპის თითქმის ყველა ნაკრებთან უთამაშია; ალბათ, ათი ქვეყნის ნაკრებია დარჩენილი, რომელთანაც არ გვიპაექრია და ერთ-ერთი ასეთთაგანი სწორედ ფინეთის ნაკრებია!

ჰო, ფინელებს 12 ოქტომბერს პირველად უნდა დავუპირისპირდეთ და, იმედია, წარმატებით დაწყებულ ახალ შესარჩევ ციკლს დღესაც წარმატებული გაგრძელება ექნება. სამი ტურის მერე 6 ქულა მართლაც ჩინებულ შედეგად უნდა ჩაითვალოს იმ ჯგუფში, სადაც ბელორუსისა და ფინეთის გარდა, მეტოქეებად საფრანგეთი და მართლაც უძლეველი ესპანეთი გვყავს!

პირველი გამონათება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფინელებთან სანაკრებო დონეზე არასდროს გვითამაშია (ისე, როგორც ამ შესარჩევ ციკლამდე ჯგუფის სხვა მეტოქეებთან - ბელორუსთან და ესპანეთთან).

რა თქმა უნდა, 12 ოქტომბრის მატჩში ჩვენი მეტოქე ევროპული ფეხბურთის გრანდად არასდროს მიიჩნეოდა - უფრო საშუალო დონის გუნდი ჰყავდათ ყოველთვის ფინელებს, ჩვენს მსგავსად, ეპიზოდური გამონათებები რომ ჰქონდათ.

არადა, ამ ქვეყნის ნაკრებმა პირველი საერთაშორისო მატჩი... ასი წლის წინათ ჩაატარა, მაგრამ ფინელებმა ვერც ერთხელ შეძლეს მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა!

ასეთ წარმატებასთან ყველაზე ახლოს ფინელები ორჯერ იყვნენ და ორივეჯერ სულ მცირედი დააკლდათ. პირველი შემთხვევა 1980 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს უკავშირდება, როცა, ყველასათვის მოულოდნელად, ფინელები ბოლო ტურამდე ინარჩუნებდნენ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსს.

არადა, იმ ოთხგუნდიან ჯგუფში (სსრკ, უნგრეთი, საბერძნეთი, ფინეთი) გამოკვეთილ აუტსაიდერად სწორედ ჩვენი დღევანდელი მეტოქე მიიჩნეოდა, მაგრამ ფინელებმა მართლაც შთამბეჭდავი სტარტი აიღეს: ჯერ ბერძნებს მოუგეს, მერე - უნგრეთს (შესაბამისად - 3:0 და 2:1). ამას მოჰყვა ბერძნებთან სტუმრად სასტიკი მარცხი (1:8), მაგრამ როცა ჯგუფის უპირობო ფავორიტთან, საბჭოთა კავშირის ნაკრებთან შინ ფრედ ითამაშეს (1:1), ეს შანსი კვლავაც დარჩა.

სხვათა შორის, 1979 წლის 4 ივლისს ჩატარებულ იმ შეხვედრაში საბჭოთა კავშირის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში სამი ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობდა: შოთა ხინჩაგაშვილი, ვიტალი დარასელია და დავით ყიფიანი, ხოლო რამაზ შენგელია შეცვლაზე შემოვიდა.

ეს შედეგი საბჭოური ფეხბურთის ხელმძღვანელობამ "კატასტროფად" მონათლა და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნიკიტა სიმონიანი (იმ შესარჩევ ციკლში ქართველებს დიდად რომ სწყალობდა) მოხსნეს, მის ნაცვლად კი კონსტანტინ ბესკოვი დანიშნეს. თუმცა ვერც ახალი მწვრთნელის ფაქტორმა იმოქმედა: იმავე წლის შემოდგომაზე მოსკოვში ჩატარებული მატჩიც ფრედ დამთავრდა (2:2) და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეხვედრაში ბესკოვმა არც ერთი ქართველი არ ათამაშა!

საბოლოოდ, ფინელებს ერთი ქულა დააკლდათ ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად. არადა, იმდროინდელ გუნდში საშუალოზე ოდნავ მაღალი დონის მხოლოდ ერთადერთი ფეხბურთელი იყო - წარმოშობით თურქი ცენტრფორვარდი ატიკ ისმაილი.

ლიტმანენის ეპოქა

გასული საუკუნის დასაწყისში 90-იანი წლების ფინურ ფეხბურთში საერთაშორისო დონის ვარსკვლავი გამოჩნდა - იარი ლიტმანენი!

მართლაც ჩინებული ცენტრფორვარდი გახლდათ და ამას წლების განმავლობაში ამტკიცებდა საერთაშორისო ასპარეზზე - 7 წლის განმავლობაში ჰოლანდიური "აიაქსის" ლიდერი გახლდათ და გოლეადორულ შესაძლებლობას ამტკიცებდა.

ისე, მართლაც არ არის სახუმარო საქმე, როცა "აიაქსის" მაისურით ჩატარებულ 191 ოფიციალურ შეხვედრაში თავდამსხმელი 91 გოლს გაიტანს!

სამწუხაროდ, "აიაქსზე" უფრო "მაღლა" ლიტმანენი ვეღარ "გაფრინდა". არადა, ჯერ "ბარსელონამ" მიიწვია, მერე კი - "ლივერპულმა". ლიტმანენი ისევ "აიაქსში" დაბრუნდა, მერე სხვადასხვა ქვეყანაში (გერმანია, შვედეთი, ინგლისი) "იმოგზაურა", შემდეგ მშობლიურ "ლახტის" მიაშურა, 40 წლის ასაკში კი ფინეთის უძლიერეს კლუბ "ჰიკ"-ში ჩაირიცხა!

თავისი მართლაც შთამბეჭდავი კარიერის განმავლობაში ლიტმანენმა უამრავი ტიტული მოიხვეჭა: ჩემპიონთა ლიგაც მოგებული აქვს, უეფას თასიც, ევროპის სუპერთასიც და საკონტინენტთაშორისო თასიც!

აღარაფერს ვამბობთ ჰოლანდიის ხუთგზის ჩემპიონობასა თუ უამრავ ინდივიდუალურ მიღწევაზე: ფინეთის ნაკრების რეკორდსმენია ჩატარებული თამაშების მიხედვით (137) და გოლების რაოდენობითაც (32), ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირიც იყო და ჰოლანდიის ჩემპიონატისაც, ცხრაჯერ დაასახელეს ფინეთის საუკეთესო ფეხბურთელად! საერთოდაც, სწორედ ლიტმანენი გახლავთ ფინეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი.

თუმცა, ასეთი შთამბეჭდავი კარიერის მიუხედავად, ლიტმანენმა ვერც ერთხელ შეძლო ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა...

კიდევ ერთი შანსი

90-იანი წლებიდან, ლიტმანენის მსგავსად, არაერთი ფინელი ფეხბურთელი ასპარეზობდა ევროპის წამყვან ლიგებში; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დრო იყო, ინგლისურ პრემიერლიგაში სამი ფინელი მეკარე გამოდიოდა - იასკალაინენი, ნიემი და ენკელმანი.

ნურც სხვა ამპლუის მოთამაშეებს დავივიწყებთ, არცთუ ურიგო კი არა, ჩინებული საკლუბო კარიერა რომ ჰქონდათ: სამი ჰიიპია, ჰანუ ტიჰინენი, ჯონათან იოჰანსონი, იონას კოლკა, მიქაელ ფორსელი, ტეემუ ტაინიო, შეფკი კუქი, მიკა-მატი პაატელაინენი (ნაკრების დღევანდელი თავკაცი), პეტრი პასანენი, ნიკლას მოისანდერი, ძმები ალექსეი და რომან ერიომენკოები (უკანასკნელი ოთხი ფეხბურთელი დღესაც ნაკრების ლიდერებად მიიჩნევა).

თუმცა ეს თაობა მხოლოდ ერთხელ იყო ახლოს მნიშვნელოვან წარმატებასთან: 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ფინელებმა 24 ქულა (!) მოაგროვეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. არადა, შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში ფინეთს სტუმრად რომ მოეგო, ავსტრია-შვეიცარიაში სწორედ როი ჰოჯსონის დამოძღვრილი გუნდი გაემგზავრებოდა.

ჰო, სწორედ ინგლისელი სპეციალისტი როი ჰოჯსონი გახლდათ ფინეთის ნაკრების იმდროინდელი თავკაცი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ შესარჩევი ეტაპის იმ ბოლო და გადამწყვეტ მატჩში ფინელებს... პორტუგალიისათვის სტუმრად უნდა მოეგოთ!

არადა, პორტუგალიის ნაკრების მაშინდელ თავკაცს ლუიშ-ფელიპე სკოლარის გუნდში ერთიმეორეზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავდა: კრიშტიანო რონალდო, ლუიშ ნანი, რაულ მეირელეში, მიგელ ველოზუ, პეპე, ბრუნო ალვეში, რიკარდო კვარეჟმა, ჟოზე ბოსინგვა და სხვები.

ფინელებმა ღირსეულად ჩაატარეს ის მატჩი, მაგრამ მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ და ასე დაიკარგა ფინალურ ეტაპზე მოხვედრის უნიკალური შანსი.

...ფინურ ფეხბურთს რომ ვახსენებთ, ერიომენკოების საფეხბურთო დინასტიაზეც უნდა გვეთქვა, თუმცა ამ თემას მაშინ განვავრცობთ, როცა ფინელები საქართველოში ჩამოვლენ; ისე, როგორც საერთაშორისო საკლუბო დონეზე ერთადერთ ქართულ-ფინურ დაპირისპირებას: 1996 წლის ზაფხულში "ინტერტოტოს თასზე" ფინურმა "იარომ" რომ ფოთის "კოლხეთს" 2:0 მოუგო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გოჩა ტყებუჩავა: ფიზმომზადების გარდა, ფინელები ტაქტიკასა და ტექნიკაშიც წინ არიან

ირაკლი სირბილაძე: არ მოტყუვდეთ, ფინეთის ნაკრებთან მძიმე თამაში გველის!

• messi001

უნდა მოუგოთ, ფინეთი არაა საჩუქარი მაგრამ მაინც უნდა მოვუგოთ მიდით ბიჭებო მე მჯერა თქვენი;)

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა