გაისად ისრაელი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
გაისად ისრაელი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ დღეებში ირკვევა მასპინძელთა გუნდთან ერთად, რომელი 7 ნაკრები იასპარეზებს აღთქმულ მიწაზე - პლეი ოფების დროა.

12 და 11 ოქტომბერს პლეი ოფების პირველი მატჩები გაიმართა და ბევრი რამ თითქმის გაირკვა.

U21. ევროპის ჩემპიონატი. პლეი ოფი. I მატჩები

ესპანეთი-დანია 5:0

ესპანეთი: დე ხეა - მონტოია, ინიგო მარტინესი, ბარტრა, პლანიასი - რომეუ, ილარამენდი, ისკო, მუნიაინი (84. დეულოფეუ) - როდრიგო (75. ა. ვასკესი), ტელიო (62. სარაბია).

გოლები: 1:0 როდრიგო (16), 2:0 როდრიგო (18), 3:0 როდრიგო (21), 4:0 როდრიგო (66), 5:0 ისკო (79-პენ)

ხულიენ ლოპეტეგის ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები ცალი ფეხით ევროპის ჩემპიონატზეა, მას მერე, რაც "როხიტამ" ბურგოსში 5:0 დაამარცხა დანიის ნაკრები.

ეს საღამო კარიერის ბოლომდე ემახსოვრება ბრაზილიური წარმოშობის 21 წლის შემტევ როდრიგოს, ლისაბონის "ბენფიკას" წევრმა ამ შეხვედრაში პოკერი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები კონტინენტის მოქმედი ჩემპიონია და მას ისრაელში ტიტულის დაცვა მოუწევს. ამ თამაშამდე ორივე გუნდი დაუმარცხებელი მივიდა.

ბურგოსში წვიმდა და თავიდან დანიამ ურიგოდ არ დაიწყო, მაგრამ ანგარიში როდრიგომ გახსნა - მე-16 წუთზე მარცხნიდან კრისტიან ტელიომ ჩააწოდა, როდრიგომ ბურთი მკერდით გაიჩერა და ფრედერიკ რიონოვის კარში გაიტანა.

ამის შემდეგ 41 წლის მორტენ ვიეგჰორსტის, რომელსაც თავის დროზე გლაზგოს "სელტიკში" უთამაშია, გუნდი ნაწილებად დაიშალა.

მალე მალაგელმა ისკომ როდრიგო მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც რიონოვი მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში გაიტანა. მანვე 21-ე წუთზე ჰეთთრიკი გაიფორმა, ასისტენტობა ამჯერად იკერ მუნიაინმა ითავა, რომელსაც ახალგაზრდულში დასაბრუნებლად ბოდიშის მოხდა მოუწია მოედანზე ხშირი, უდისციპლინო საქციელების გამო.

66-ე წუთზე ამავე წყვილმა ესპანელთა მე-4 გოლი შვა, დანიელთა წვალებას კი წერტილი ისკომ დაუსვა - "მალაგას" შემტევი ნახევარმცველი საჯარიმოში მათიას იორგენსენმა წააქცია.

როდრიგო მორენო მაშადო რიო დე ჟანეიროში დაიბადა. ბავშვობაში "ფლამენგოს" საფეხბურთო სკოლაში დადიოდა.14 წლის ასაკში როდრიგო ესპანეთში, კერძოდ, გალისიაში გადავიდა, ვიგოს "სელტას" ბავშვთა გუნდში. 18 წლის ასაკში ფეხბურთელი "რეალის" სკაუტებმა შეამჩნიეს, მაგრამ "სამეფო კლუბში" დიდ ხანს არ გაჩერებულა, 2010 წელს "ბენფიკამ" 19 წლის ბიჭი 6 მილიონ ევროდ იყიდა.

პორტუგალიის წლევანდელ ჩემპიონატში როდრიგოს უკვე 4 გოლი აქვს გატანილი. ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფი მან 7 გოლით დაასრულა (აქედან ორი ქუთაისში, ქართველთა კარში გაიტანა).

სლოვაკეთი-ჰოლანდია 0:2

ჰოლანდია: ზოეტი - ლეერდამი, ბლინდი, ნუიტინკი (85. დიკსი), ბრუმა - კლასი, მაერი, ვან ხინკელი - ვინალდუმი, ლ. დე იონგი, ვილდსხუტი (74. კაბრალი)

გოლები: 0:1 ვან ხინკელი (55), 0:2 ვან ხინკელი (82)

ისრაელშია ფაქტობრივად ჰოლანდიის ახალგაზრდული ნაკრებიც ანუ "იონგ ორანიე". სლოვაკეთში მატჩის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა, როცა 19 წლის მარკო ვან ხინკელმა დუბლი შეასრულა. ვან ხინკელი "ვიტესის" ნახევარმცველია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა