გუშინ პროფესიული ფეხბურთის ლიგაში საქართველოს დავით ყიფიანის ეროვნული თასის მერვედფინალური მატჩების წილისყრა გაიმართა. გუნდები ასე გადანაწილდნენ...
გუშინ პროფესიული ფეხბურთის ლიგაში საქართველოს დავით ყიფიანის ეროვნული თასის მერვედფინალური მატჩების წილისყრა გაიმართა. გუნდები ასე გადანაწილდნენ:

დინამო (ბათუმი)-ზესტაფონი (ზესტაფონი)

ლოკომოტივი (თბილისი)-ოლიმპი (რუსთავი)

გაგრა (გაგრა)-კოლხეთი (ფოთი)

მერანი (მარტვილი)-სიონი (ბოლნისი)

სქური (წალენჯიხა)-ვიტ ჯორჯია (თბილისი)

ტორპედო (ქუთაისი)-ბაია (ზუგდიდი)

სპარტაკი (ცხინვალი)-სამტრედია (სამტრედია)

ჩიხურა (საჩხერე)-დინამო (თბილისი)

ისევე როგორც 1/16 ფინალში, 1/8 ფინალშიც მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართება, რაც ამ ეტაპს განსაკუთრებულ ინტრიგას მატებს. შეხვედრებს პირველად დასახელებული გუნდები 9 და 10 ნოემბერს უმასპინძლებენ. წილისყრის დროს გათვალისწინებული იყო ის ფაქტორიც, რომ დაბალ კატეგორიაში განთესილ კლუბს შინ უფრო ძლიერი მეტოქე მიეღო, რაც 1/8 ფინალს დამატებით ინტრიგას მატებს.

მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში, ორი დამატებითი 15-წუთიანი ტაიმი დაინიშნება. თუ გამარჯვებულს ვერც ეს ნახევარი საათი გამოავლენს, 11-მეტრიანი დარტყმების სერია დაინიშნება.

პროფლიგის პრესსამსახურის ცნობით, კონკრეტული თამაშის ჩატარების კონკრეტულ თარიღს ლიგის საშეჯიბრო სამსახური უახლოეს მომავალში, ამ ეტაპზე გასული უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების საჩემპიონატო მატჩების გათვალისწინებით დაადგენს.

ამ ეტაპზე კი უმაღლესლიგელებმა მხოლოდ ორი წყვილი დააკომპლექტეს ("ტორპედო"-"ბაია" და "სპარტაკი"-"სამტრედია"), თუმცა, სათასო სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა წყვილებშიც არანაკლებ დაძაბული დაპირისპირებაა მოსალოდნელი.

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა