ფინეთში ნათამაშები ქართველის რჩევა: "ყველაზე მეტად რომან ერიომენკოს, ტეემუ პუკისა და მიკაელ ფორსელის უნდა ვუფრთხოდეთ"
ფინეთის ნაკრები საქართველოსთან დასახვედრად ემზადება. ამ ნაკრებს "ჯვაროსნებთან" არასოდეს უთამაშია და აქედან გამომდინარე, მიკა პაატალაინენის გუნდზე ბევრი არაფერი ვიცით.

ამ ვაკუუმის ამოვსება გიორგი ნიკურაძესთან დალაპარაკებით ვცადეთ, რომელიც ფინურ კლუბებში შვიდი წელი თამაშობდა.

- ფინეთის დღევანდელ ნაკრებს თუ იცნობთ?

- ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ და ნაკრებზეც წარმოდგენა მაქვს. ყველაზე ახლოს ძმებ ერიომენკოებთან ვიყავი. ახლა ნაკრებში შუათანა და უფროსი ძმები, რომანი და ალექსეი თამაშობენ. კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ რომანი ბევრად მაღალი დონის არის, კიევის "დინამოში" უთამაშია, ახლა კი ყაზანის "რუბინშია", სადაც მისი ძმაც გამოდის.

- თავად ნაკრებზე რას გვეტყვი?

- დისციპლინის მოყვარული, ბრძოლისუნარიანი და საკმაოდ კარგად ორგანიზებული გუნდია, ფეხბურთელები კი ბოლომდე იხარჯებიან. საკუთარ მოედანზე ისეთივე სახიფათო ძალაა, როგორც თუნდაც ჩვენი ნაკრები.

მათი მწვრთნელი მიკა პაატელაინენი კარგი თავდამსხმელი იყო და წლების განმავლობაში შოტლანდიისა და ინგლისის კლუბებში თამაშობდა - "დანდიში", "აბერდინში", "ჰიბერნიანში", "ბოლტონში", "ვულვერჰემპტონში".

მწვრთნელობა ფინეთში დაიწყო. მერე "კილმარნოკსა" და "ჰიბერნიანში" იმუშავა, ფინეთის ნაკრები კი შარშან ჩააბარეს. მისი ძმები, ნიკო და მარკუსი 2004 წელს "კოტეპეში" ჩემი თანაგუნდელები იყვნენ და ვმეგობრობდით.

სხვათა შორის, ვერ ვიტყვი, რომ პაატელაინენი ნაკრებს ფინელებისთვის დამახასიათებელი ტიპური დაცვით და ჩაკეტილ ფეხბურთს ათამაშებს. ძირითადად, 4-5-1 განლაგებას იყენებს. სახლში საკმაოდ აგრესიული გუნდია და უნდა ვუფრთხოდეთ.

- ფინეთის ნაკრები პოზიციების მიხედვით დაგვიხასიათეთ...

- ფინელებს ყოველთვის ჰყავდათ მაღალი კლასის მეკარე და ამჟერადაც ასეა, მაგრამ ბოლო ერთი წელია, ნაკრების კარში წარმოშობით სლოვაკი ლუკაშ ჰრადეცკი დგას. ის ფინეთშია გაზრდილი, დანიურ "ესბიერგში" თამაშობს და ძლიერი მეკარეა.

ძლიერი, ორგანიზებული და საკმაოდ ხისტი დაცვის ხაზი ჰყავთ - ძალისმიერ ბრძოლებს სულაც არ ერიდებიან. გამორჩეულია ცენტრალური მცველი, კაპიტანი პეტრი პასანენი.

სწრაფი და მობილურია ფინელთა ნახევარდაცვა, სადაც უფრო ჩამშლელი ფეხბურთელები ჭარბობენ. ერთადერთი ტექნიკური პლეიმეიკერი რომან ერიომენკო არის.

ფინეთის ნაკრებს სამი ვარსკვლავი ჰყავს, რომან ერიომენკო და თავდამსხმელები ტეემუ პუკი და მიკაელ ფორსელი. ეს ორივე ძალიან სახიფათოა.

პუკი პატარა ბიჭი იყო, როდესაც ჩემს ყოფილ კლუბში, "კოტეპეში" ვარჯიშობდა. მერე "სევილიამ" წაიყვანა და მართალია, ცოტა ხნით ფინურ ჰიკ-ში დაბრუნდა, მაგრამ ევროპის ლიგაზე "შალკეს" 4 გოლი გაუტანა და გერმანელებმა კონტრაქტი გაუფორმეს. ძალიან ტექნიკური, სწრაფი და სახიფათო თავდამსხმელია.

მომწონს "ლიდსის" თავდამსხმელი ფორსელიც, რომელსაც "ჩელსიში", "კრიტალ პალასში", "მიონხენგლადბახში", "ბირმინგემსა" და "ჰანოვერში" უთამაშია.

აი, ამ სამ ფეხბურთელს ყველაზე მეტად უნდა ვუფრთხოდეთ. ისინი გუნდში ყველაზე არაპროგნოზირებადები და სახიფათოები არიან.

ახლა ალბანელი ნიაზ კუჩის დამატებასაც აპირებდნენ, რომელიც ძალიან მაღალია (194 სმ) და ტექნიკურიც, მაგრამ არ ვიცი, საქართველოსთან ითამაშებს თუ არა.

- ნაკრებში ალექსეი ერიომენკოს არ ათამაშებენ?

- უფრო შეცვლაზე, რადგან ბოლო პერიოდში ტრავმირებული იყო, სათამაშო პრაქტიკაც აკლია და ძმისგან განსხვავებით, ყაზანის "რუბინის" სათადარიგოებში ჯდომა უწევს.

- ფინელებს თამაში როგორ მიჰყავთ?

- უმეტესად, ფლანგების გამოყენებას ცდილობენ - ინგლისური სტილი ნაწილობრივ მაინც შერჩათ, მაგრამ შეტევების წამოწყება ცენტრიდანაც იციან.

და კიდევ, საქართველოს ნაკრებმა უნდა იცოდეს, რომ სწრაფად და აგრესიულად თამაშობენ.

- როგორია შენი პროგნოზი?

- ეჭვიც არ მეპარება, რომ ძალიან მძიმე და საინტერესო შეხვედრა გველის, მაგრამ ფინელებზე რაც ვილაპარაკე, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენს ნაკრებს შანსი არ გააჩნია.

ბელორუსთან და ესპანეთთან გამოჩნდა, რომ ქეცბაია საკმაოდ ბრძოლისუნარიან გუნდს აყალიბებს, მაგრამ პროგნოზის გაკეთება მაინც გამიჭირდება.

- ორივე ნაკრების შესაძლებლობებს იცნობ და შენი აზრით, მოგება შეგვიძლია?

- როგორ არ შეგვიძლია, თუ ისეთივე მობილიზებულებმა ვითამაშეთ, როგორც შესარჩევის პირველ ორ შეხვედრაში.

ფინელები სწრაფები არიან, მაგრამ მათი მცველები ტექნიკურად მოიკოჭლებენ. ჩვენს ნახევარმცველებს კი არც სისწრაფე დაეწუნებათ, არც ტექნიკა და მეტოქის ამ ნაკლის გამოყენებას უნდა შეეცადონ.

ფინელებს ფეხბურთი საკმაოდ უყვართ და ალბათ, 30-ათასიანი "ოლიმპიური" სტადიონის ტრიბუნებიც შეივსება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: თავის გამოჩენას მხოლოდ კარგი დაცვით არ ვაპირებთ!

davit
წარმატებები ჩვენს ნაკრებს. ჰელსინკში ვერ წავალ ,მაგრამ ტელევიზორიდან ვუგულშემატკივრებ ჩვენს ნაკრებს :))
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა